გამოცდაც ამას ჰქვია: „არსენალის” ახალ ბოსს უნაი ემერის პრემიერლიგის მომდევნო სეზონის პირველ ტურში „მანჩესტერ სიტი” შეუმოწმებს ოსტატობას, მეორე ტურში კი „ჩელსი”… ბედი არ მწყალობსო ბასკმა უნდა თქვას.
„სიტი” „არსენალს” „ემირეითზე” ჩააკითხავს, „ჩელსისთან” კი „სტემფორდ ბრიჯზეა” თამაში დანიშნული.
ვინ იცის 46 წლის ემერი ინგლისში კარიერის დაწყებას ეფექტურად აპირებდა, ზედიზედ მოგებული ან სულ მცირე დაუმარცხებლად ჩატარებული მატჩების სერიაზე ოცნებობდა, მაგრამ უკვე 11 აგვისტოს ინგლისის ჩემპიონს და მისი სახელოვან მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ეჯახება. ერთი კვირის შემდეგ, როგორც მოგახსენეთ „ჩელსისთან” უწევს შეხვედრა, შემდეგ კი მასპინძლობს „ვესტ ჰემს”, სტუმრად მიდის ახალაღზევებულ „კარდიფთან” და მასპინძლობს „ნიუკასლს”. რაც შეეხება ჩრდილოლონდონურ დერბის, „არსენალი” vs „ტოტენჰემ ჰოთსპური”, ის დეკემბერში გაიმართება.
„ბოქსინგ დეიზე” უნაი ემერი და მისი გუნდი ბრაიტონს მიემგზავრებიან, ახალ წელს კი უბნის მეზობელ „ფულჰემს” მასპინძლობენ.
სეზონს არსენალი ბარნლიში დაამთავრებს.
რაც შეეხება სხვა ლიდერებს: „ჩელსი” სეზონს ჰადერსფილდში დაიწყებს, „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლესტერს” უმასპინძლებს, ხოლო „ლივერპული” „ვესტ ჰემს” შეხვდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
