კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ალალი იყოს…
ჩანაწერი

ალალი იყოს…

შედგა წილისყრა. მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის კარი უკვე ჩაირაზა. არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფიდან გავა. აქ სხვა ამოცანაა გადასაჭრელი, უფრო რთული. ესპანეთი და შვედეთი ჯგუფის უპირობო ფავორიტები არიან. ჩვენს ნაკრებს თუ რამე პრეტენზია აქვს, მათთან ფეხბურთი უნდა ითამაშოს და თუ ფეხბურთთან ერთად, შედეგიც დადებითი იქნება, ალალი იყოს… დაგვრჩა საბერძნეთი და კოსოვო.  ამ...

ჩანაწერი

დინამო ტიტულამდე: 1 ტური, 2 ქულა

შაბათს ეროვნულ ლიგაში ორი მნიშვნელოვანი გამოტოვებული მატჩი გაიმართა. ორივეში ჩემპიონობის მაძიებლები ფლეი აუტის კანდიდატებს ხვდებოდნენ. „დინამომ,“ ერთობ მოსაწყენ შეხვედრაში, ნოდარ ქავთარაძის პენალტით მოუგო „სამტრედიას,“ უშუალო მდევართან ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დიდი ალბათობით, ჩემპიონობას ხელიდან აღარ გაუშვებს, რადგან ბოლო ტურში უკვე გავარდნილ და უმოტივაციო „მერანს“ უმასპინძლებს. დინამოელებს პირველობისთვის „მერანთან“ ფრეც დააკმაყოფილებთ, რადგან ბათუმელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ....

ჩანაწერი

მფრინავი ფიჯელები

5 დეკემბერს საქართველოს ნაკრები თავის ისტორიულ ევროპულ ტურნეს დაასრულებს. დიახ, ეს ტურნეა რადგან „შემოდგომის ერთა თასის“ გათამაშება ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს. ბორჯღალოსანთა ბოლო მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება. მოგეხსენებათ, კუნძულელთა ბანაკში პირველ მატჩამდე ორიოდე დღით ადრე კორონავირუსით დაინფიცერების ფაქტი დადასტურდა, თამაში, ცხადია ჩაიშალა, ხოლო ინფიცირებული „მფრინავი ფიჯელების“ რიცხვმა თანდათან სამ ათეულს მიაღწია – მოთამაშეების გარდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც...

ჩანაწერი

მთავარია ინტრიგა

სეზონის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, ეროვნულ ლიგაში მოულოდნელად სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ბათუმმა“ „სამტრედიას“ 93-ე წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი. თავი საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ლადო დვალიშვილმა გამოიჩინა. ეს ლადოს პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში. „დინამომ“ კი უცაბედად „ჩიხურასთან“ წააგო (0:2) და ზღვისპირელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლის  შანსი დაუტოვა. აქამდე საჩხერელებს მხოლოდ ორჯერ მოეგოთ და ორივეჯერ აუტსაიდერ „მერანთან.“ ახლა...

ჩანაწერი

სახლში ხომ თბილად იჯექით, ბატონო ვაის?

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა რომ, საქართველოდან სუფთა სინდისით წავიდა. „საქართველოს ნაკრებში მუშაობა გამოწვევა იყო, ან წარმატებული წავიდოდი, ან წარუმატებელი. ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ და მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა. საქართველოში 5 წელი ვიმუშავე, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის და ცხოვრებისთვის. გამარჯვებული ვერ წამოვედი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ კვალი...

ლიოვი – საშობაო ზვარაკი
ჩანაწერი

ლიოვი – საშობაო ზვარაკი

გერმანულ ფეხბურთში ცვლილებები მზადდება. 4 დეკემბერს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდიუმი შეიკრიბება და ოლივერ ბირჰოფს მოუსმენს. ეროვნული ნაკრების მენეჯერი ბოლო ორი წლის შედეგებს გააანალიზებს. ბირჰოფი თუ პრეზიდიუმს დაარწმუნებს, იოაჰიმ ლიოვი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება, თუ არა და უკვე შობამდე მოხსნიან. ჯერ იყო 3:3 თურქეთთან, რომელსაც ბოლო 20 წელიწადში ყველაზე მცირე ტელე-აუდიტორია ჰყავდა (5.8 მლნ)… მერე იყო...

მეხუთე …
ჩანაწერი

მეხუთე …

კვირას, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. იმ ადგილას, სადაც ოდესღაც მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი მექა „ლენსდაუნ როუდი“ იდგა, რომელზეც ბორჯღალოსნებს ორჯერ უთამაშიათ, დღეს მშვენიერი „ავივა სთედიუმია“ აღმართული, რომელიც თავისი წინამორბედის დიდებას მხოლოდ უახლოვდება და სადაც საქართველოს ნაკრებს ასევე უთამაშია, ოღონდ – ერთხელ. უთამაშიათ ქართველ ფეხბურთელებსაც… საინტერესო პარალელი...

გადარჩა
ჩანაწერი

გადარჩა

ხუთშაბათს ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ორივე ერთობ მნიშვნელოვანი გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით. „დინამო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, „ტორპედო“ კი ფლეი აუტის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს. ამჯერად „კლასიკო“ თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. დუბლი მიითვალა ნოდარ ქავთარძემ. ორივე გოლი მან თერთმეტმეტრიანით გაიტანა. კულმინაცია 84-ე წუთზე დადგა, როცა დინამოელთა შეტევისას, საჯარიმოში დავით სხირტლაძეს სტუმარი გიორგი ჯანელიძე შეეჯახა. შედეგად...

დიეგო
ჩანაწერი

დიეგო

სიკვდილმა პირდაპირ ფეხბურთის გულზე მიიტანა შეტევა  -გულის შეტევით მარადონა გარდაიცვალა… 60 წლის წავიდა დიეგო მარადონა და პირველი რაც ამ დროს გახსენდება,, ღმერთის ხელია” და ის 60 მეტრიანი ტრიუმფალური დრიბლინგი ინგლისთან, ფენომენალური გოლი რომ შვა… მექსიკა 1986… ის წელი ჩინური ჰოროსკოპითაც კი მარადონას წელი იყო და სწორედ იმ წელს დადგა თავდაყირა საფეხბურთო სამყარო, რომელმაც ახალი ღერძის...

დიადნი დიეგოზე
ჩანაწერი

დიადნი დიეგოზე

დიეგო მარადონას გარდაცვალებას პელე გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ერთ დღეს, ისინი ალბათ ზეცაში შეხვდებიან და იქ ითამაშებენ ფეხბურთს. ლეგენდის სიკვდილმა ბევრ ვარსკვლავს დაწყვიტა გული. მათ სოციალურ ქსელებში გულისტკივილი გამოთქვეს 60 წლის არგენტინელი გენიოსის დაღუპვის გამო. „დღეს სევდიანი ცნობა მოვიდა. მე დავკარგე ძვირფასი მეგობარი, მსოფლიომ კი ლეგენდა. სათქმელი გაცილებით მეტია, მაგრამ ახლა, დაე, ღმერთმა მისი ოჯახი...