14 წლიანი შესვენების შემდეგ „ბათუმმა“ პირველად ითამაშა საკუთარ, თანამედროვე, კოხტა 20 ათასიან ახალ სტადიონზე. სტადიონი 27 ოქტომბერს გაიხსნა ოფიციალურად, თუმცა ორგანიზატორები შეგვპირდნენ, რომ როცა ჟამიანობა გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება, ლამაზ გახსნასაც შემოგვთავაზებენ, ისეთს, ბათუმს რომ ეკადრება. საკუთრივ მატჩიც საინტერესო გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით, რადგან ერთმანეთს მეორე-მესამეადგილოსნები ხვდებოდნენ. მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და ახლა ლიდერ „დინამოს“...
კატეგორია: დავთარი
ნულია, მაგრამ პროგრესი
დარწმუნებული ვარ, ჩვენებს უელსთან 3:30 რომ წაეგოთ, ბორჯღალოსნებს ნაკლები კრიტიკა შეხვდებოდათ, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა სათამაშო მინდორი კვლავ უქულოდ დატოვა… ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ მშრალად მარცხდება – ინგლისთან 0:40-ის შემდეგ 0:18 აშკარად უკეთ გამოიყურება, თუმც მარტო ანგარიში ხომ არაა? კი ბატონო, ისტორიას მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრები შემორჩება, მაგრამ ისეთი უიმედობაც აღარაა, რომელიც...
ლევან, წადი… პოლიტიკაში
ბევრი არაა ისეთი ფეხბურთელი, ვისი პროფესიონალიზმიც სხვებს მაგალითად შეგიძლია დაუსახო. მე რომ მკითხო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ეპოქაში სულ ორი ხელის თითებზე ჩამოითვლება – კალაძეს, ცხადაძეს, ქეცბაიას, არველაძეებს ჩემი პატივისცემა, მაგრამ ეს წერილი სხვებზეა. ეს იმ ბიჭზეა, პირველი ინტერვიუ 25 წლის წინ რომ ჩამოვართვი, „ალანიაში“ ელოდნენ და „ბარსელონაზე“ ოცნებობდა. „ბარსაში“ ვერა, მაგრამ გერმანულ ბუნდესლიგაში კი დატოვა...
ზუროსი ბიჭებს ფინეთში დახვდება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ნოემბერში ორი თამაში აქვს გასამართი. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენები 28-ში ფინეთს და 30-ში შვეიცარიას ეთამაშებიან. ორივე მატჩი ფინეთში შედგება. მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებში გამოძახებული 13 კალათბურთელი ფინეთში, 24 ნოემბერს შეიკრიბება. მანამდე კი, 22 და 23 ნოემბერს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მთავარი მწვრთნელის...
წილისრყა გეოგრაფიულად
მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 7 დეკემბერს, ციურიხში გაიმართება. ჩვენი ნაკრები მეოთხე კალათაში იქნება განთესისლი, სულ კი ექვსი იქნება. გაკეთდება ათი ჯგუფი და გამარჯვებულები პირდაპი მოიპოვებე ყატარის საგზურს. მეორეადგილოსნებს კი ერთა ლიგის ორი საუკეთესო ნაკრები დაემატება. და ეს 12 ნაკრები ფლეი-ოფით გაარკვევს 3 საუკეთესოს, რომლებიც ასევე წავლენ ყატარში… ერთა ლიგა ვახსენეთ და აქვე ვთქვათ,...
წითელი დრაკონების მოსათვინიერებლად
რომ თქვა, რომ ქართველებს უელსელებთან ჯახში რამენაირი შანსი აქვთ, მცოდნე ხალხს სასაცილოდაც არ ეყოფა. ასეთია სარაგბო რეალობა – სუსტი ძლიერს ათასში ერთხელ ამარცხებს. ასეთია სპორტის ამ სახეობის სპეციფიკა – შედეგი ყველამ წინასწარ იცის და ინტრიგად ისღა რჩება, თუ რა ხარისხის წინააღმდეგობას გაუწევს სუსტი ძლიერს, რამდენ ქულას გააკეთებინებს ძლიერი სუსტს და როგორი სხვაობა დაფიქსირდება ტაბლოზე 80...
ესტონეთი დეპოა
ნერვიულობა აღარაფერ შუაშია. ემოციებისთვისაც აღარ დარჩა ადგილი. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნამუსი მაინც უნდა მოეწმინდა ქომაგების წინაშე, ესტონეთს ვერ მოერია. რაც არის, არის. დავეთანხმები ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანს, ბატონ დავით მუჯირს და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ქომაგები ვიღებთ. მერე რა, რომ უეფამ სტადიონზე 20 ათასი ქომაგის შეშვების უფლება მოგვცა, პარლამენტში ლამის ორი ფრაქციის სამყოფმა საფეხბურთო დიასპორამ მთავრობა...
ტაშკენტის ოქრო – ნაშთი ძველი დიდებისა
სადღეგრძელოები გვიყვარს ქართველებს – გორგასალი რომ გოლიათი იყო… თამარის დროს რვა მილიონი რომ ვიყავით… სააკაძის ხმალი რომ 24 კილოს იწონიდა… ესეც სადღეგრძელოა, მაგრამ მითად ქცეული კი არა, სტატისტიკაში სამუდამოდ დარჩენილი – სსრკ-ის ჩემპიონატს საკავშირო კი ერქვა, მაგრამ თითქმის 30 წელი ქვეყნის საფეხბურთო ოლიმპს მოსკოვურის გარდა არც ერთი გუნდი არ გააკარეს. ნავსი მხოლოდ 1961 წელს გატყდა,...
პრეზიდენტის სხვა სამყარო
ესეც ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელსაც უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეალობის გრძნობა დაუკარგავს, სადღაც სხვა სამყაროშია. სხვა შემთხვევაში, ამ კაცმა რაც იკადრა, ამის უფლებას თავს არ მისცემდა და თუ მაინცდამაინც, რაც გააკეთა, სხვა ფორმითაც შეძლებდა. აგერ, განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში წუხელ გავრცელდა და რომლის შინაარსსაც ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს… რას ველოდით და რა მივიღეთ???...
თქვენ კი რა ქენით? ადექით და სომხეთთან…
სომხეთთან როგორ წააგეთ, ბიჭო?.. მეგობრებთან ერთად ვუყურე საქართველო – ჩრდ. მაკედონიას. რეგულაციებს დავემორჩილეთ და რაკიღა საგანგებო მდგომარეობას ემთხვეოდა მატჩი, იქვე დარჩენა გადავწყვიტეთ. ასეთი მნიშვნელობის თამაშისას უერთმანეთოდ ვერ ვიქნებოდით, გვსურდა დიდი ემოცია თანაბრად გაგვენაწილებინა და ტრიუმფი გაგვეზიარებინა… თვალებს ვერ ვუსწორებდით ნამატჩევს ერთმანეთს, თუმც ერთად ყოფნით ერთმანეთს ეს ტკივილი თუ ვერ გადავატანინეთ, შევუმსუბუქეთ მაინც და ასე იყო...









