ნერვიულობა აღარაფერ შუაშია. ემოციებისთვისაც აღარ დარჩა ადგილი.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნამუსი მაინც უნდა მოეწმინდა ქომაგების წინაშე, ესტონეთს ვერ მოერია. რაც არის, არის.
დავეთანხმები ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანს, ბატონ დავით მუჯირს და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ქომაგები ვიღებთ.
მერე რა, რომ უეფამ სტადიონზე 20 ათასი ქომაგის შეშვების უფლება მოგვცა, პარლამენტში ლამის ორი ფრაქციის სამყოფმა საფეხბურთო დიასპორამ მთავრობა ვერ დაარწმუნა, ამ უფლებით გვესარგებლა.
ბოდიშს ვუხდით ქართველი ქომაგების სახელით ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას სამი ცდიდან ერთხელაც ვერ მოვერიეთ, სომხების დასაცინი გავხდით და ესტონეთთან მატჩის შემდეგ საერთოდ საფეხბურთო დეპოში შევედით.
უმსგავსო და უღირსი ქომაგები რომ არა, უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბილეთების დაჯავშნის პროცესში ვიქნებოდით.
კიდევ ერთიც: თანხა, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გამოიყოფა, აშკარად მიზერია. წლიური 40 მილიონი ისეთ გრანდებთან საბრძოლველად, როგორებიც ყაზახეთი, ჩრდ.მაკედონია, ლატვია, სომხეთი და ესტონეთი არიან, აშკარად არ კმარა.
საკმარისია დაფინანსების თუნდაც ორჯერ გაზრდა და ესტონეთთან უკვე ფავორიტებად ვიქცევით…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
