ერთი მეგობარი ფეხბურთელისგან მაქვს მოსმენილი, „ამერში“ გადმოსვლამდე, „ამერის“ გლდანის სტადიონზე მოწინააღმდეგის შემადგენლობაში რომ უთამაშია… გვძულდა აქ თამაშიო – გამიმხილა იმ ფეხბურთელმა – ბურთს რომ გავუშვებდით და სტადიონზე „ეს სულ ასე უბერავს“ ჩაირთვებოდა, გაშვებულ ბურთზე მეტი სიმწარე ამ სიმღერის მოსმენა იყოო. ცხადია, მეტოქეთა კარში ბურთებს აბრეზა, რატი, ტატანა და ბიჭები იტანდნენ, მაგრამ გია ნიკოლაძის (რომელიც „ამერის“...
კატეგორია: დავთარი
წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო…
ეროვნული ლიგის ფლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ, ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო. სასწაული თუ შეცვლიდა რამეს. სასწაული არ მოხდა და გაისად უმაღლეს ლიგაში „ტორპედო“ და „სამგურალი“ ითამაშებენ. ქუთაისელები თავის „რამაზ შენგელიას“ სტადიონზე გიორგი ფანცულაიას ლამაზი გოლით უგებდნენ „გაგრას“, მაგრამ დამთავრებამდე 15 წუთით ადრე თამაზ მაქაცარიამ გაათანაბრა. საბოლოოდ – 1:1. „ტორპედომ“ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. „გაგრა“ კი გაისად...
იმ დღეს ჩვენ გავხდით საქართველო!
1994 წლის 12 თებერვალს, ლილეჰამერში, ისტორიაში პირველად, ქართველ სპორტსმენთა გუნდი დამოუკიდებლად გამოვიდა ოლიმპიურ თამაშებზე. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა. მოსკოვს დსთ-ს გაერთიანებული გუნდის შესათითხნადაც აღარ ეყო ძალა. დამთავრდა, იმ დღიდან საქართველო საქართველო იყო! თუკი რომელიმე ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ მედალს მოიგებდა, წარმატებას უკვე მისი და ჩემი სამშობლო მიითვლიდა. დაჯიდლოების ცერემონიალზე მისი და ჩემი სახელმწიფოს დროშას აღმართავენ. მის...
სიმძიმე? რამდენიც გინდა!
ლაშა შტანგასთან წყნარი სახით მიდის, გულში და გვერდებზე მჯიღებს არ იბათქუნებს, მოტივაციის ასამაღლებლად ფსიქოლოგები და ქოუჩ-მოტივატორები არ სჭირდება, მისი სიმხნევის მთავარი გარანტი შტანგასთან მისვლამდე რამდენჯერმე გადაწერილი პირჯვარია და ცხადია, გუნდი გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით. გუნდი, რომელმაც კარგად იცის რომელ წუთს რა უნდა გაკეთდეს, რომ ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დააღებინოს პირი. დანარჩენი იხილეთ 28 დეკემბრის საიუბილეო-საკოლექციო...
იაგრის ყვანჯი ისევ სრიალებს
არიან ათლეტები, რომელთა სახელები სპორტის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან. ამის ნათელი მაგალითია ჩეხი ჰოკეისტი იარომირ იაგრი, ვინაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჯერ კიდევ 1998 წელს, ნაგანოში მოასწრო. ჩეხებმა მაშინ ფინალში რუსებს მოგებს – 1:0. საერთოდ, იაგრიზე ბევრი და დიდხანს შეგვიძლია ვისაუბროთ. ოლიმპური ოქროს მედლის გარდა, იაგრის სანაკრებო დონეზე ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონობა და ამდენჯერვე „სტენლის თასი“ „პიტსბურგ...
ტორპედო და სამგურალი თითქმის ელიტაში
ქართული ფლეი ოფის პირველი მატჩები სტუმართა გამარჯვებებით დასრულდა. მოგეხსენებათ, საქმე ელიტაში დარჩენას ეხება. ეროვნული ლიგის მერვეადგილოსანმა „ტორპედომ“ ლიგა 2-ის მესამეადგილოსან „გაგრას“ მოუგო ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ (0:2). ლიგა 2-ის ვიცე ჩემპიონმა „სამგურალმა“ კი, რომელიც მხოლოდ ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ „შუქურას,“ იმავე ანგარიშით ელიგის ბოლოსწინა გუნდ „ჩიხურას“ სძლია „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე. საინტერესო დამთხვევა – ორივე გამარჯვებულმა მეორე...
მსოფლიო იცინის…
14 დეკემბერს, პარიზში გაიმართა რაგბის ისტორიაში რიგით მეათე მსოფლიო თასის წილისყრა. მთელი რიგი ქვეყნებისა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასის ერთ ჯგუფში იყვნენ, ერთმანეთს საფრანგეთშიც დაუპირისპირდება. მაგალითად, ირლანდია და შოტლანდია, ინგლისი და არგენტინა. მაგრამ ის, რაც C ჯგუფის დაკომპლექტებისას მოხდა, ზე-დამთხვევაა. კენჭისყრის ორგანიზატორები იცინოდნენ, როცა უელსი, ავსტრალია და ფიჯი კვლავ ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს არ...
რა ძალა გადგათ, ქალბატონო თინა?
ხელისუფლება სპორტზე და ეგეთ სისულელეებზე უაზროდ დიდ ფულს ხარჯავს და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებსო, – ასეთი გახლდათ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადების პათოსი. სიტყვა „სპორტი“ და ეს გვარ-სახელი აქამდე ერთ წინადადებაში არ შეგვხვედრია და ამადაც გაგვიკვირდა. რას ერჩის ქალბატონი თინა სპორტს? აკი, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოსო? ჩვენ ხომ არ გასწავლით, როგორ იყოთ...
დინამო – 18
მაშ ასე. მოკლე, მრავალტანჯული სეზონი დამთავრდა. კორონაპანდემიამ ყველაფერი შეცვალა. 29 თებერვალს დაწყებული შეჯიბრი 6 მარტს შეწყდა და 109 დღის შემდეგ, 25 ივნისს განახლდა. ამიტომ ჩატარდა ორ წრედ, ოთხის ნაცვლად. განახლების დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ეს ტრაგედიაც სამუდამოდ გაჰყვება ამ სეზონის ისტორიას. ბოლო ტურის წინ, ლიდერი...
რა სარგებლობა მოაქვს VAR-ს?
„ბარსელონა“ – „იუვენტუსის“ სააჩემპიონთალიგო დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ აქცია საკამათოდ ვიდეორეფერის ობიექტურობის და საერთოდ საჭიროების საკითხიც კი… ნამატჩევს „ბარსას“ თავკაცი რონალდ კუმანი აღშფოთებას ვერ მალავდა, რონალდუზე არდასადები პენალტი დაიდო და მესიზე კი უეჭველი დარღვევა გაატარესო. მოგეხსენებათ, გოლი სენსორებით ფიქსირდება, თამაშგარეს ლაზერული სისტემა არკვევს და რაღა დარჩა ვიდეორეფერის, მხოლოდ პენალტის დანიშვნა-არდანიშვნა? რაში მდგომარეობს ვიდეორეფერის უპირატესობა? სტუდიაში მჯდომს...



