კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
მე ის სპორტი აღარა ვარ…
ჩანაწერი

მე ის სპორტი აღარა ვარ…

ჯერ ისევ გვიჭირს შეგუება, მაგრამ კორონამ ისე შეცვალა ჩვენი ცხოვრების რიტმი, კარგა ხანი მოგვიწევს რეაბილიტაცია. რა არის და რისთვის არსებობს სპორტი? სანახაობაა, რომელიც მაყურებლისთვის იდგმება. ბევრი მილიონიც ამ სანახაობას მოაქვს. ახლა კი რა? ტრიბუნები რომ ცარიელია და შემოსავლის ეს ნაწილი გაქრა, ფაქტია. ტელეაუდიტორია? შემცირდა, რადგან გასუსული ტრიბუნის ფონზე ბურთაობა ვეღარ არის ისეთი მიმზიდველი. შესაბამისად, სტადიონზე...

დაუბეჭდავი ინტერვიუ (არა) პირად საკითხებზე
ჩანაწერი

დაუბეჭდავი ინტერვიუ (არა) პირად საკითხებზე

1992 წლის ივლისის ბოლო. ბარსელონის ოლიმპიადა. ძიუდოს ტურნირი მძიმე წონაში. შუაღამემდე ტყუილად ვუზივართ ტელევიზორს – იქ მხოლოდ ცინცინატის ტურნირის შედეგებს აცხადებენ. დილით კი საგაზეთო ჯიხურში გაზეთ „ქუთაისის“ შეძენისას ვამჩნევთ, როგორ ლაპლაპებს ცარცის სამკეცი პროსპექტი, რომელიც სახელდახელოდ, უკვე დილითაა დაბეჭდილი. არის!!! დამოუკიდებელ საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს – 21 წლის დავით ხახალეიშვილი. ნუთუ აწეწილ ქვეყანაში, რომელსაც...

ჩანაწერი

დროულად არმოსული სად არის?

რა დროს ესაა და ყოველთვის რომაა ამის დრო, იმაზეა საუბარი… საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სიყვარული ის თემაა, ზამთარ-ზაფხული და შვებულება რომ არ იცის. შემოდგომიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრები უთავოდ დარჩა. ვლადიმირ ვაისმა ევროფეხბურთის ფსკერი რომაა, იქ კი გაგვახარა ერთი-ორჯერ, მაგრამ შემოდგომით ისეთი ალიყური ააწნა ქართული ფეხბურთის ქომაგთა თავმოყვარეობას, კარგა ხანი რომ დაგვაჩნდება. რაც არის, არის – წასულებზე...

კაფანდარა ქართველი გოგონა
ჩანაწერი

კაფანდარა ქართველი გოგონა

გვაპატიოს ქალბატონმა ლეილამ ორიოდ დღით დაგვიანება, მაგრამ დაბადების დღე აუცილებლად მისალოცია. ლეილა მესხი ცალკე ფურცელია ქართული სპორტის ისტორიაში. მხოლოდ იმაში არ გაუმართლა, რომ მისი კარიერის პიკზე საქართველო უყველაფრობამ შთანთქა და ჩოგბურთისთვის არავის ეცალა. ბუნებრივია, მის რეგალიებსაც შეგახსენებთ, მაგრამ მანამდე ორიოდე კადრი ამოტივტივდა: საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში კაფანდარა ქართველი გოგონა (164 სმ. 54 კგ.) არგენტინელ სუპერვარსკვლავ...

უეფამ ლობანოვსკი გაიხსენა
ჩანაწერი

უეფამ ლობანოვსკი გაიხსენა

ევროფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარ საიტზე სოლიდური სტატია მიუძღვნა უკრაინელ გენიოსს. ვალერი ლობანოვსკი ყველაზე პროდუქტიული მწვრთნელი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. „ვასილიჩმა“ ფეხბურთელობისას კიევის „დინამოში“, ოდესის „ჩერნომორეცსა“ და დონეცკის „შახტარში“ იბურთავა, კიევში სსრკ-ის ჩემპიონობა და თასიც მოიპოვა, მერე კი თამბრუდამხვევი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო: სსრკ ჩემპიონი (კიევის დინამო) – 8. სსრკ თასი (დინამო) – 6. ევროპის თასების მფლობელთა თასი...

ჩანაწერი

… წინ კი მთელი ცხოვრებაა!

ახალი წელი ის დღესასწაულია, ყველას ბავშვობაში – ოცნებების და ჩაფიქრებული სურვილების სამყაროში რომ გვაბრუნებს… თუმცა, კაცმა არ იცის, 2020 წლის ბოლოს ახალს უფრო ველოდებით თუ ძველისგან თავის დახსნას. ასეთი მასშტაბური კატასტროფის წინაშე კაცობრიობა დიდი ხანია, ან საერთოდ არ მდგარა. იმედის ჭრაქი ბჟუტავს, მაგრამ სანამდე იქნება აქტუალური „ლოკდაუნი“, „დეზობარიერი“ და ასეთები, ვერავინ გვეუბნება. საყოველთაო ჭირმა დაღი...

ჩემი ცხოვრება ჩემი ფეხებია
ჩანაწერი

ჩემი ცხოვრება ჩემი ფეხებია

უწმინდესის შეგონება: კაცმა უნდა ააშენოს სახლი! დარგოს ხე! იყოლიოს შვილი! ეს უნდა გააკეთოს, თავსაც რომ უშველოს, ერსაც და ბერსაც! განვლილი 30 წლის მანძილზე არაერთი უბადლო ნიჭით დაჯილდოებული მობურთალი მინახავს. მათ არც პატრონ-მყვარებელი აკლდათ და არც სხვა სიკეთე, მაგრამ ღვთისგან ბოძებული ნიჭი უმოწყალოდ გაუფლანგავთ. იმას, ვისაც უნდა ეფრინა სიარულიღა შეძლო. ვისაც გამართულად სიარული ძალუძდა ფორთხვაღა მოახერხა....

ჩანაწერი

რა ბედი შეიძლება ეწიოს კრიშტიანუს?

ესპანური გაზეთის „მარკას” ინგლისური ვერსიის რედაქტორმა, ჯეფ ჯილინგემმა კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა, რომელიც საინტერესოდ მივიჩნიეთ და მის შინაარსს ქვემოთ გაგაცნობთ. ჯილინგემი წერს, რომ ბოლო დროს ბევრი იწერება ლეო მესის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების შესახებ. წერენ, მაგალითად, რომ ვინაიდან 2021 წლის 30 ივნისს მას „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, „ბლაუგრანას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ...

ქინქლაძე და ახმახი პაბში
ჩანაწერი

ქინქლაძე და ახმახი პაბში

… მესამე ტური იყო, გიოს „სიტის“ მატჩს პირველად რომ დავესწარი. „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ ეთამაშებოდა ლონდონში და მეგობართან ერთად მივადექი „ლოფტუს როუდს“. ცხადია, სტუმარი ფანებისთვის განკუთვნილ პაბში შევედით. გაძეძგილია, ოღონდ არავინ ზის – სვამენ, ხტიან და მღერიან. ჩვენ დავჯექით და ვაკვირდებით. ცოტა ხანში მოვიდა ვიღაც ახმახი ტიპი, არცთუ სათნო გამომეტყველებით და წინ „ჩამოგვიჯდა“, ოღონდ ასე –...

ჩანაწერი

ყოჩი დიდი გულით

ყოჩი, მაგრამ თავმდაბალი – ესეც მამუკა გორგოძეზე ითქმის. თავისი დიდი ღვაწლის საპირწონედ მას არასდროს მოუთხოვია ჩინ-მედლები და ქართველთა თუ უცხოელთაგან ყოველ აღიარებას მორიდებული ღიმილით შეხვედრია. ერთ მშვენიერ დღეს, სარაგბო კრიტერიუმებით არცთუ ვეტერანმა, იგრძნო – ახალგაზრდების დრო მოსულაო და საქართველოს ნაკრების რვა ნომერი მაისურიც ალალად გადაულოცა მომდევნოს. მაგრამ თავმდაბლობაცაა და თავმდაბლობაც… დანარჩენი 28 დეკემბრის საიუბილეო-საკოლექციო გაზეთ...