სიკვდილმა პირდაპირ ფეხბურთის გულზე მიიტანა შეტევა -გულის შეტევით მარადონა გარდაიცვალა…
60 წლის წავიდა დიეგო მარადონა და პირველი რაც ამ დროს გახსენდება,, ღმერთის ხელია” და ის 60 მეტრიანი ტრიუმფალური დრიბლინგი ინგლისთან, ფენომენალური გოლი რომ შვა…
მექსიკა 1986… ის წელი ჩინური ჰოროსკოპითაც კი მარადონას წელი იყო და სწორედ იმ წელს დადგა თავდაყირა საფეხბურთო სამყარო, რომელმაც ახალი ღერძის ირგვლივ ტრიალი დაიწყო…
მასთან შეხებისას ბედნიერებისგან ტიროდნენ, ჭკუიდან იშლებოდნენ, ექსტაზში შედიოდნენ, სალოცავებს აგებდნენ… ის დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ორჯერ დაამყარა სატრანსფერო რეკორდი; ის ერთადერთია, ვინც პირადად აიყვანა მწვერვალზე არგენტინული ფეხბურთი; ასევე პირადად შეუქმნა ეპოქა, მანამდე ბევრად არაფრით გამორჩეულ იტალიურ „ნაპოლის“, სადაც იქაურ სარბიელს მარადონას სახელი უწოდეს…
და არც ის გამიკვირდება ქალაქსაც შეუცვალონ სახელი, რადგან მანამდეც და მას მერეც არავის მოუგვრია მსგაცსი ბედნიერება ნეაპოლელთათვის…
ის ერთადერთია, ვინც ბოლომდე ერთადერთად დარჩება და დღეს უკვე ძალიან სევდიანია ეს ყველაფერი…
მარადონა წავიდა

ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
