კაცმა მალა მალაო და ჭირმა თავი არ დამალაო, უთქვამს ქართველს. ჩვენი საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზე საუბრისგან ხშირად თავს ვიკავებთ. მერე მოდის მორიგი ევროსეზონი და ჩვენი საფეხბურთო წარსულისთვის დამამცირებელ სტატისტიკას მწარე ალიყურივით გაგვაწნავს. რამდენიც არ უნდა ვეძახოთ ქართულ გუნდებს „სეზონის აღმოჩენა“, „ტალანტების სამჭედლო“, „ავტორიტეტთა რისხვა“, ევროპის 55 ასოციაციას შორის საკლუბო კოეფიციენტით 45-ე ადგილზე ვართ. ეს დროებით. უკანდახევა...
კატეგორია: დავთარი
უხარაიშვილოდ…
… როცა გიორგი ხარაიშვილი შვედურ „გიოტებორგში“ მიდიოდა, ბევრს ეგონა, რომ წლეულს „საბურთალოს“ ძალიან გაუჭირდებოდა. ამის მიზეზიც არსებობდა. გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი, როცა მათმა კაპიტანმა ტრავმა მიიღო, გუნდი ერთი მეორის მიყოლებით აგებდა მატჩებს. მაშინ საბურთალოელებს ერთდროულად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუშავდათ და უსუსურ თამაშს ესეც განაპირობებდა, მაგრამ ხარაიშვილი „საბურთალოსთვის“ მაინც სხვა იყო. მარნეულელი ბიჭი, რომელის გაზრდაშიც საბურთალომ...
ბედნიერება
მზიანი დარი ბედნიერებაა. ბედნიერებაა, როდესაც სიცივე უკან იხევს, თხელ ქურთუკს იცვამ და გაზაფხულს სუნთქავ. ბედნიერებაა, როდესაც სტადიონი ივსება. ბედნიერებაა, როდესაც ტრიბუნაზე მრავალი ქალია, მრავალი ბავშვი. ხედავ ოჯახებს, შეყვარებულებს, ლოყებზე დახატულ დროშებს, ფერად ტანსაცმელს, ბაირაღებს, ტალღებს. ისმის სიცილი. ბედნიერებაა, როდესაც მოედანზე ჩვენს ბიჭებს ხედავ. ჩვენს მორაგბეებს. ერთ მათგანსაც არ ვიცნობ და შორიდან რომ ვუყურებ, ასე მგონია,...
ყველაფერს ფულით ვერ იყიდი
რუსთავში „მეტეორები“ ბობოქრობენ, სამართლიანად ბობოქრობენ…. „მეტეორები“ რუსთავული საფეხბურთო კლუბის ერთგულ ქომაგთა გაერთიანებაა, ერთობ მომთხოვნი და რადიკალური. რუსულ რელსებზე შემდგარმა „რუსთავმა“ პირველ ტურში „დინამო“ კი დაამარცხა სენსაციურად, თუმც, შემდეგ მიჯრით ორი მარცხი იწვნია. თანაც ორივე მატჩი სრულიად უსახური თამაშით წააგო, რაშიც ქომაგები ფრიად საეჭვო სამწვრთნელო გამოცდილების ვლადიმერ ვალერის ძე გაზაევის ბრალეულობას ხედავენ და უკვე ღიად ითხოვენ...
ჯანდაბას, მოსწიოს…
მთელი ცხოვრება არ ასვენებდა ერთი შიში – შიში ნაადრევად გარდაცვალების. 12 წლისამ დაკარგა მამა, რომელიც სულ 45 წლის იყო. მამისგან მემკვიდრეობით გულის დაავადება ერგო, რაც მოგვიანებით გამოვლინდა. 16 წლისა „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში მიიღეს,მაგრამ მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს სიყვარულს მაინც ვერ შეელია. ეს სიყვარული სიგარეტი იყო… თავად იოჰანი ამბობდა, სიგარეტი უფროსმა თანაგუნდელმა პიტ კაიზერმა შემაყვარაო. ეწეოდა...
89 დღით ადრე
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხმოცდაცხრა დღე დარჩა, რაში უნდა გამოიყენოს გულშემატკივარმა ეს დრო? მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ფეხბურთის მთავარი ზეიმია, ყველამ იცის. მერე რა, რომ ვერ გაგვიმართლებს ხოლმე და ბოლო დროა, ფინალისთვის გოლები ენანება? ზეიმი მაინც ზეიმია ხოლმე. წინა მსოფლიოს ჩემპმიონატი ყველას გვახსოვს და იქედან ერთი ფიქრი გამომყვა: ძველ დროში, მსოფლიოს პირველობა საფეხბურთო მოდების, სტილების, ოსტატობის უპირველეს...
ოთხი პარტიის ისტორია
ტალმა ასწავლა, ფიშერმა ისწავლა დავიწყოთ იუგოსლავიით, რომელსაც არაერთი მოჭადრაკე (მაგალითად, ნონა გაფრინდაშვილი) მეორე სამშობლოს უწოდებს. მაშინაც კი, როცა ბალკანურ ქვეყანას ეთნოკონფლიქტები და ნატოს რაკეტები არყევდენ და ნაწილებად შლიდნენ, იუგოსლავია საჭადრაკო სახელმწიფოდ რჩებოდა. ხოლო ნახევარი საუკუნის წინ, პათეტიკურად თუ ვიტყვით, ქვეყანა ჭადრაკით ცხოვრობდა. უფრო კურორტებზე, ქალაქებში და თვით დედაქალაქ ბელგრადში წამდაუწუმ იმართებოდა ტურნირები, რომლებზეც მთელი მსოფლიოს...
… მგონი, არ ცდება
გიორგი ჭანტურია, ლუკა ზარანდია, გიორგი არაბიძე – რა საერთო აქვთ მათ, იოლი მისახვედრია, სამივე მარჯვენა გარემარბია და ერთმანეთს სათამაშო მანერით ჰგავს. კიდევ ის საერთო აქვთ, რომ ამ სამიდან ვერცერთი ვერ მოხვდა ვლადიმირ ვაისის სანაკრებო სიაში. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა 24 მარტს ლიტვასთან და 27 მარტს ესტონეთთან სათამაშო შემადგენლობა გამოაცხადა. ზარანდია არც არასოდეს გამოუძახებია. მაინც და მაინც...
გიორგიმ დაიწყო, გიმ დაამთავრა…
ეროვნული ლიგის მეორე ტურს გოლიანობით არ გავუნებივრებივართ. გუნდებმა ერთმანეთს 14-ჯერ გაუტანეს. პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 22-ს უდრიდა. თუმცა, საწუწუნო მაინც არ გვაქვს – უარესიც გვინახავს. სტუმართმოყვარე ტური გამოდგა – ხუთი შეხვედრიდან ოთხში სტუმრებმა გაიმარჯვეს და ერთიც ფრედ დამთავრდა. „საბურთალომ“ მეორე თამაშიც მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. არადა, თავიდან ორივე მატჩს აგებდა. სეზონის წინ საბურთალოელთა...
კომბინატორები
ანატოლი მილჩენკოს უყვარდა ვასილი შუკშინის სიტყვები: ვიმეგობროთ, ასე უფრო ადვილია სიკვდილი! როცა მილჩენკოს დავუმეგობრდი ძველ, საინტერესო ამბებს მიყვებოდა. ის მაშინ უკვე აღარ იყო ქართველი მსაჯების ხელმძღვანელი, შუკშინიც აღარ უხსენებია, ქართულ საფეხბურთო სამყაროსთან მეგობრობაც ვეღარ იყო მისთვის ძველებურად მნიშვნელოვანი. მილჩენკო მეგობრობის, მოქმედების და ურთიერთობის კაცი გახლდათ. სახელოვანი, გადამდგარი მსაჯისთვის დედამიწა კეთილ და ბოროტ ადამიანებად იყო დაყოფილი....









