კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
აბა, მოედანი?
ჩანაწერი

აბა, მოედანი?

უეფას მიერ შემუშავებული ახალი ფორმატის წყალობით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ერთი შეხედვით ჩინებული შანსი ეძლევა. ლატვია, ყაზახეთი, ანდორა – ამათ ძლევას უპირობოდ ითხოვს ქომაგი. ქართული ბუნება-ხასიათიდან გამომდინარე, თითოეული შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ დაგვილაგებია გეგმები, აგვიშენებია ოცნებების კოშკები, მაშინაც კი, როცა გაცილებით მაღალი დონის ნაკრებები გვყოლია მეტოქეებად და რა გასაკვირია რომ, მოლოდინი ამჯერადაც დიდია...

ერისთავი მესია?
ჩანაწერი

ერისთავი მესია?

სამ სათამაშო დღეზე გაწელილი საიუბილეო 30-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური გასრულდა. ცხადია, ჯერ-ჯერობით რაიმე დასკვნებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ორიოდ სიტყვა მაინც ვთქვათ. შედარებისთვის შარშანდელი სეზონი გამოვიყენოთ, რადგან  2017-ის  გაზაფხულზე დასახელება შეეცვალა ყველა ლიგას, მოვისმინეთ ჩემპიონატის ახალი ჰიმნი, გაგვაცნეს ახალი ლოგო. ეროვნულ ჩემპიონატს ეროვნული ლიგა დაერქვა, გუნდების რაოდენობა ათამდე შემცირდა. სეზონი კი გაზაფხული-შემოდგომის ფორმატით ჩატარდა. მაშ...

სპორტის რუხი კარდინალი
ჩანაწერი

სპორტის რუხი კარდინალი

სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ჟურნალისტიკაში. 1996 წელი იდგა და ტურინის „იუვენტუსმა“ სწორედ იმ წელს ფრანგული „ბორდოდან“ ზინედინ ზიდანის ტრანსფერი გაჩარხა. ერთ-ძალიან ცნობილ ქართველ ფეხბურთელს აზრი ჰკითხეს ამ ტრანსფერის შესახებ და მანაც უპასუხა, მედიას რომ არ გაებუქებინა მისი ნიჭიერება, დიდი ვერაფერი ვარსკვლავიაო. ერთი მხრივ, არ დავეთანხმე ამ აზრს, მაგრამ მეორე მხრივ, მესიამოვნა მედიის როლისთვის ხაზის გასმა....

რევაზ არველაძე: სასაცილო იქნება, თუ ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გავალთ
ჩანაწერი

რევაზ არველაძე: სასაცილო იქნება, თუ ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გავალთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ამ დროისთვისაც აქტიურად არის ჩართული ფეხბურთში – არის „ფონდი არველაძის“ დამფუძნებელი და ხშირად უცხოეთშიც უწევს წასვლა. ესწრება ჩემპიონთა ლიგის გამოირჩეულ მატჩებს და აქვს შეხვედრები ფიფა-უეფას წარმომადგენლებთან. რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახლდათ წინა არჩევნებში და არ არის გამორიცხული, რომ გაისად ისევ იბრძოლოს ამ თანამდებობისთვის. ძმათაგან უფროს...

გინდა ვენგერი იყავი და…
ჩანაწერი

გინდა ვენგერი იყავი და…

ოთხ დღეში ორჯერ, კაცოო! (ზურაბ ქაფიანიძის ხმით). ორივეჯერ 3:0! ჯერ ლიგის თასის ფინალში და მერე ჩემპიონატის მორიგ ტურში. გაგონილა?! ჩემპიონატის ტურში პენალტიც კი ააცილეს ამ საცოდავებმა… არადა, ფინალის მერე თქვა იმ კაცმა, ეს როგორ მოგვივიდა, ტაქტიკა სულ მათემატიკურად გვქონდა გამოთვლილიო. ეტყობა, ყველაფერი უკვე ისე იყო წამხდარი, რომ მათემატიკა აღარ შველოდა. ჩვენში ამას აჭრას ეძახიან. რომ...

სხვა ოლიმპიადა…
ჩანაწერი

სხვა ოლიმპიადა…

ზამთრის ოლიმპიადა დამთავრდა. ნორვეგიის ნაკრებმა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. სკანდინავიელებმა ჯამში 39 მედალი (14 ოქროს, 14 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს) მოიპოვეს. თუ გვათვალისწინებთ, რომ პიონჩანგში სულ მედლების 102 კომპლექტი გათამაშდა, გამოდის, რომ ნორვეგიელებმა მედლების თითქმის 13 პროცენტი მოიგეს. მანამდე რეკორდი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ეკუთვნოდა –...

გაზაფხულდა, ვიწყებთ…
ჩანაწერი

გაზაფხულდა, ვიწყებთ…

თითქმის 28 წელი გავიდა… ქვეყნის უმთავრესი სარბიელი მაყურებელს ვერ იტევდა – 1990 წლის 30 მარტს ფეხბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. იმ დღეს, სტადიონზე მისული და ტელევიზორებს მიჯაჭვული ათიათასობით ადამიანიდან, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, ასე უღიმღამო მომავალი თუ ექნებოდა ეროვნულ ჩემპიონატს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს. წლიდან წლამდე გაუთავებელი მოლოდინი, ამაოდ გაცემული ავანსები ქომაგთა თუ სპორტულ...

ერთიც შემოულაწუნე, ჯენარო!
ჩანაწერი

ერთიც შემოულაწუნე, ჯენარო!

რა ხდება „მილანში“? გუნდმა 12-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო და შემოდგომასთან შედარებით საჩემპიონთალიგო ზონასთან სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა. რაშია ჯენარო გატუზოს საიდუმლო? დეკემბრის სკეფსისი ქომაგთა აღტაცებამ შეცვალა, გუნდი კი მზადაა, კედლად გადაეფაროს რინოს. მოკლედ: გაუთლელმა, პროვინციელმა გატუზომ კიდევ ერთხელ დაიპყრო არისტოკრატული მილანი. არაფერი განსაკუთრებული – მან ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში გუნდს თითქოს შემოულაწუნაო. ფეხბურთელები დღეში 8-კილომეტრიან კროსს...

კაცი საშიში ზონიდან
ჩანაწერი

კაცი საშიში ზონიდან

კაცმა კვირაში 50 გირვანქად ოთახი იქირავა და იქიდან ბინოკლით „ლივერპულის” ვარჯიშებს უყურებდა. ეს კაცი კოლუმბიელი ხუან კარლოს ოსორიოა, მექსიკის ნაკრების მწვრთნელი, რომელიც გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებს. მექსიკის ნაკრები F ჯგუფში გერმანიას, შვედეთს და სამხრეთ კორეას უნდა ეთამაშოს. ოსორიოს „სანი” ელაპარაკა, ჩვენ კი ამ საუბრის ფრაგმენტებს გთავაზობთ. „მექსიკის ნაკრებს 2015 წელს ჩავუდექი სათავეში. შესარჩევში მხოლოდ ერთი...

არსენალში არსენს შეუტიეს
ჩანაწერი

არსენალში არსენს შეუტიეს

არსენ ვენგერის 22 წლიანი არსენალური საგა  ახლა, ეტყობა, საბოლოოდ მიუახლოვდა დასასრულს. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანულ მედიას თუ დავესესხებით,მომავალ სეზონს „მეთოფეები“ სავარაუდოდ ახალი მწვრთნელით დაიწყებენ. კანდიდატებსაც ასახელებენ. გერმანიის ნაკრების თავკაც იოაჰიმ ლიოვს, „სელტიკის“ მენეჯერ ბრენდან როჯერსს და „სიტიში“ გვარდიოლას თანაშემწე მიკელ არტეტას. აქა-იქ „მონაკოს“ დამრიგებელ ლეონარდო ჟარდიმსაც ახსენებენ. გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალში „სიტისთან“ შერცხვენის შემდეგ,...