კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ჩრდილოეთის მარგალიტის ოქრო გოგო
ჩანაწერი

ჩრდილოეთის მარგალიტის ოქრო გოგო

მთების, მყინვარების და რაც მთავარია, ულამაზესი ფიორდების ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც 5.2 მილიონ მაცხოვრებელს ითვლის. ვიკინგების ქვეყანა, რომლის მუზეუმებშიც IX საუკუნის მუხისგან შეჭედილი ხომალდები ინახება – ჩრდილოეთის მარგალიტი ნორვეგია. ერთი შეხედვით, ადვილია ნავთობითა და გაზით მდიდარ, თევზჭერით განთქმულ და ჩრდილოური ტურიზმის მექად აღიარებულ ნორვეგიაში ცხოვრება, მაგრამ მთავარია, რომ ეს ხალხი ახერხებს და ბუნებისგან ბოძებულ ყველა...

მიდი-მოდი
ჩანაწერი

მიდი-მოდი

ამ თებერვლის თვის ბოლოსკენ, აგვისტოდან რომ მოვთვალოთ, ინგლისში ოცდამეთორმეტე მენეჯერი მოიხსნა.  ამჯერად ეს თურინგიელი უვე როსლერი იყო, ჩვენი ძველი ნაცნობი, გიო ქინქლაძის დროიდნელ „სიტიში“ რომ იყო მეგოლედ. როსლერი  პირველი ლიგის „ფლიტვუდ თაუნის“ მენეჯერობიდან გადააყენეს. ოთხ ლიგაში, ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლებული ოცდათორმეტი მენეჯერი ეგებ ბევრიც  არ იყოს, მაგრამ მაინც ბევრია, მით უმეტეს, რომ  კიდევ რამდენიმეს, ისედაც...

ხარაიშვილის ახალი სახლი – გიოტებორგი
ჩანაწერი

ხარაიშვილის ახალი სახლი – გიოტებორგი

ბავშვობაში ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე, შვედეთის „გიოტებორგი“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი უცხოური გუნდი იყო. დავით ქლიბაძის გადაცემებითა და უცხოური ჟურნალებიდან ვიცოდი ეს კლუბი, ლურჯი შორტებით, თეთრ-ლურჯი კომბინირებული მაისურით და სწრაფი ფლანგელებით. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ „გიოტებორგში“ ქართველი ფეხბურთელი გადავიდოდა?! იმ დროს ხომ საბჭოეთის მიღმა წასვლა წარმოუდგენელი იყო. 21 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი „საბურთალოდან“ გადავიდა შვედეთის ყველაზე...

მენთეშაშვილი – საყრდენი მწვრთნელი 
ჩანაწერი

მენთეშაშვილი – საყრდენი მწვრთნელი 

ზურაბ მენთეშაშვილმა კარიერა დაასრულა. ის ქართული მასშტაბითაც არასოდეს ყოფილა ვარსკვლავი და თვითონაც არასოდეს ჰქონია პრეტენზია, მაგრამ შეუპოვარი, ბოლომდე მებრძოლი და გუნდისთვის საჭირო კაცი იყო. გუნდისთვისაც და ნაკრებისთვისაც, სადაც 38 მატჩი მოაგროვა და ერთი გოლიც გაიტანა. სომხეთთან, 2:1 ამხანაგურში გადამწყვეტი მან შეაგდო. „მენთეშა“ ჩუმი და მოკრძალებული კაცია. ვერ იტანს მოედანზე უქმად დგომასა და პრანჭვა-გრეხვას. ერთხელ, მახსოვს,...

პიონჩანგის ქართველი ლეგენდა
ჩანაწერი

პიონჩანგის ქართველი ლეგენდა

ეთერ თუთბერიძე – ადამიანი, რომლის ცხოვრებაც დაუჯერებელ კინოსცენარად მოგეჩვენებათ. დღეს ოლიმპიადაზე ჟურნალისტთათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწვრთნელია  და ინტერვიუს რიგში „ვოგი“,„კოსმოპოლიტენი“ და „სპორტ ილუსტრეიტედი“ დგანან. პატარა ქართველმა გოგონამ ყველაზე ცნობილი საბჭოთა მწვრთნელების – ჩაიკოვსკაიას და ტარასოვას  სკოლა გაიარა, მაგრამ ხერხემლის ბზარმა სსრკ-ის რამდენიმეგზის პრიზიორის კარიერა ნაადრევად შეწყვიტა. ეთერ თუთბერიძე ყინულის შოუს მოცეკვავე გახდა და…. თითქმის კატასტროფა!...

აღმზრდელი!
ჩანაწერი

აღმზრდელი!

საფეხბურთო აკადემიები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. 21-ე საუკუნეში ისინი საკლუბო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდა. ადრე ვიცოდით „აიაქსის“ ლეგენდარული აკადემიის შესახებ, რომელიც ვარსკვლავების სამჭედლოდ ითვლებოდა. მერე მათ სხვებმაც მიბაძეს და ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სოკოებივით მომრავლდნენ. ახლა ყველა მეტ-ნაკლებად თავმოყვარე კლუბს თავისი აკადემია აქვს. აგერ, ინგლისის 17 წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც შარშან  მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო....

ინგლისური ფეხბურთის ჯონ ტერიერი
ჩანაწერი

ინგლისური ფეხბურთის ჯონ ტერიერი

გასული წლის 21 მაისს “ჩელსის” ლეგენდამ ბოლო 26 წუთი ითამაშა “სტემფორდ ბრიჯზე”, 22-წლიან კარიერას წერტილი დაუსვა და კაპიტნის სამკლავური გარი კეჰილს გადაულოცა. საფინალო სასტვენის შემდეგ გამოსამშვიდობებელი სიტყვისას მასთან ერთად არამხოლოდ გადაჭედილი “სტემფორდ ბრიჯი”-ინგლისის ნაკრების ფანობაც ტიროდა: “დიდი მადლობა ყველაფრისთვის და გპირდებით, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დავბრუნდები” უკვე მეორე დღეს ტერის ტელეფონზე დარეკვას ათობით კლუბის...

პირველთუხუცესი
ჩანაწერი

პირველთუხუცესი

როჯერ ფედერერი რეიტინგის სათავეს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ მელბურნში დიდი მუზარადის ტურნირებზე თავისი მეოცე ტიტული მიითვალა და მსოფლიო რეიტინგის პირველადგილოსან რაფაელ ნადალს 155 ქულის მანძილზე (9 605 → 9 760) მიუახლოვდა, ალბათ ჩოგნებზე ჩამოსათვლელ ხალხსღა თუ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ როჯერ ფედერერი ამ ნაპრალს უახლოეს ტურნირზევე ამოავსებდა და გახდებოდა უხუცესი მოთამაშე, ოდესმე...

მაგრები მაგრებზე
ჩანაწერი

მაგრები მაგრებზე

ექვსი ერის სარაგბო პირველობის საპასუხისმგებლო თამაშს შოტლანდიის ნაკრებთან ინგლისის ეროვნული გუნდი მომეტებული სერიოზულობით უდგება: ლეტიმერის უძველესი სკოლის (ჰამერსმითის რაიონი, დასავლეთ ლონდონი) სარაგბო მოედანზე სპარინგისთვის ქართველ მორკინალებს უხმო. მილტონ ჰეიგი და ედი ჯოუნსი დოსტები არიან, ამიტომ ოზმა კივთან პირადი კონტაქტები გამოიყენა თავისი შერკინებისთვის მსოფლიოში საუკეთესო სპარინგ-პარტნიორის დასაბევებლად და ვარჯიშიც სანაქებო გამოდგა. თიკუნ “საუკეთესოს” მე ნუ მომაწერთ,...

ფოჩიანი კანფეტი ზესტაფონს
ჩანაწერი

ფოჩიანი კანფეტი ზესტაფონს

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ დატრიალებული ამბები და მისი მოკვეთის ისტორია ქართულ ფეხბურთში მეტნაკლებად ჩახედულმა ქომაგმა იცის და თავს აღარ შეგაწყენთ. ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რეაბილიტაციისთვის ბრძოლა წუთითაც არ შეუწყვეტიათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იმერლებმა ერთგვარი დაპირებაც კი მიიღეს ლევან კობიაშვილისგან, მომავალი პრეზიდენტისგან, რომ სამართლიანობა აღგებოდა – კლუბში ხომ მიიჩნევენ, რომ მათი ერთადერთი დანაშაული...