კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ჩვენ ერთად ვართ მთავარია…
ჩანაწერი

ჩვენ ერთად ვართ მთავარია…

ზამთრის ოლიმპიადა რამდენიმე დღის დაწყებულია, მაგრამ უკვე ნათელია, რომ რაც  უნდა მოხდეს, როგორი სასწაულებიც უნდა აკეთონ სპორტსმენებმა, პიონგჩანგის თამაშები უპირველესად ორი კორეის სპორტული გაერთიანებით დაამახსოვრდება მსოფლიოს. 1945 წლამდე კორეა იაპონიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი „განთავისუფლებული,“ ორად გაიყო. ზუსტად 70 წლის წინათ, 1948 წელს ჩრდილოეთი საბჭოთა კავშირის „მფარველობის“ ქვეშ მოექცა, სამხრეთი –...

ალბერტო ტომბა გახსოვთ?
ჩანაწერი

ალბერტო ტომბა გახსოვთ?

მიყვარს ზამთრის ოლიმპიადა. საოცარი ხიბლი აქვს. ზიხარ ტელევიზორთან კომფორტულად, მიირთმევ ყავას და მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი საუკეთესო გოგო-ბიჭების შესრულებულ ილეთებს უყურებ: ან საიდან ხტებიან, ან როგორ ბზრიალებენ, ან რა სისწრაფით მოქრიან… მაგრამ, თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ პიონგჩანგში შეჯიბრებებს ცოტა ხალხი ესწრება? ალბათ იმიტომ, რომ ცივა; ალბათ იმიტომ, რომ კორეელებს ზამთრის სპორტი ევროპელებივით არ უყვართ; ალბათ იმიტომ,...

იხვის ჭუკი ლივორნოდან
ჩანაწერი

იხვის ჭუკი ლივორნოდან

ჯორჯო კიელინი იტალიური საფეხბურთო ტრადიციის ნაღდი წარმომადგენელია. უკომპრომისო მცველი ქუჩის ბიჭის მენტალიტეტით. მას ოთხჯერ ჰქონდა გატეხილი ცხვირი. გატანილ გოლს კინგ კონგის მსგავსად მკერდზე მუშტების ბრაგუნით აღნიშნავს, ხოლო როცა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაელმა ლუის სუარესმა მხარზე უკბინა, გაიძახოდა: არანაირი პრობლემა, არანაირი პრობლემაო. თავად ცხვირის ოთხჯერ გატეხვის ამბავზე ხალისობს და ამბობს: როცა გატანის ან თავდამსხმელის შეჩერების შანსი...

ასეთი დამამახსოვრდა
ჩანაწერი

ასეთი დამამახსოვრდა

ორშაბათი, 19 იანვარი, სტამბოლის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან ბრუნდება. აქ, ყოფილ კონსტანტინეპოლში თვითმფრინავს ვიცვლით – თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს ორ საათში მიგვიწვევენ ჩასასხდომად, მანამდე კი დროს ვკლავთ. ნოდარ ახალკაცს სიარული უჭირს, ხელჯოხს ეყრდნობა, ფეხზე დიდხანს ვერ ძლებს. იგი ბარგთან სკამზე ჩამოჯდა. დანარჩენებმა გავიარ-გამოვიარეთ. ერთი ხნის შემდეგ სკამთან ვბრუნდები. მეც ჩამოვჯექი. მარტონი ვართ, ჩუმად ვსხედვართ....

ბასბის ბავშვებიდან სარბიელის რედაქციამდე…
ჩანაწერი

ბასბის ბავშვებიდან სარბიელის რედაქციამდე…

დღეს 60 წელიწადი შესრულდა საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი  ტრაგედიიდან  – „მანჩესტერის“ ავიაკატასტროფიდან. იმ საბედისწერო დღეს, 1958 წლის 6 თებერვალს, თვითმფრინავის ჩამოვარდნამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეწყვიტა, მათ შორის მეტ ბასბის დიდებული გუნდის რვა წევრის. ამ საშინელებამ ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება მოუსპო „ბასბის ბავშვების“ ჩინებული გუნდის შესაძლო ევროტრიუმფისა. მაშინ ბასბიმ მართლაც მაგარი ახალგაზრდული გუნდი შექმნა, რომელსაც უწოდეს...

კეინმა შირერს ასით შეუტია
ჩანაწერი

კეინმა შირერს ასით შეუტია

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს, არსებობდა ეგრეთ წოდებული, გრიგორი ფედოტოვის ასიანთა კლუბი, რომელშიც 100  და მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელები ხვდებოდნენ.  ქართველთაგან კლუბში შვიდი მოთამაშე მოხვდა: რამაზ შენგელია 161 გოლი, ბასა ღოღობერიძე – 143.  ზაურ კალოევი – 139, ბორის პაიჭაძე – 136, დავით ყიფიანი – 115, სლავა მეტრეველი და გივი ნოდია 113 – 113. ყველაზე მეტი კი...

… ვისთვისაც დინამო დინამოა
ჩანაწერი

… ვისთვისაც დინამო დინამოა

თურქულ სიდეში მოსამზადებლად მყოფმა თბილისის „დინამომ“ ამჯერად პოლტავის „ვორსკლასთან“ წააგო, თანაც, წააგო დიდი ანგარიშით – 1:4. უკვე რაღაცნაირად ყურს მიეჩვია ეს წაგებები, მაგრამ ამ რამდენიმე სტრიქონს მათთვის დავწერთ, ვისთვისაც „დინამოს“ სახელი სულერთი არაა, ვისაც გული შესტკივა და ვისთვისაც ძვირფასია ეს დიდი გუნდი… „ვორსკლასთნ“ პირველი ტაიმი ფრედ (1:1) მორჩა, მერე კი დინამოელები უსახელო უკრაინელებთან პირწმინდად დაიჩაგრნენ....

ორჯერ არ მოკვდე, ბაბუ
ჩანაწერი

ორჯერ არ მოკვდე, ბაბუ

ისე უნდა იცხოვრო ბაბუ, ორჯერ არ მოკვდე სიცოცხლეშიო-გვასწავლიდა ბაბუა შვილიშვილებს. მე არ ვიცი რა დაუბარა და რას ასწავლიდა დიდი ბაბუა ჟირუ პატარა ოლივიეს მაგრამ,ამ დღეებში მისი უკვე ზრდასრული შვილიშვილი უნიკალურ სიტუაციაში მოხვდა – ერთ ტურში ჟირუ ორჯერ დამარცხდა. ორ დღეზე განაწილებული ინგლისური პრემიერლიგის 25-ე ტური „სუონსი“-„არსენალის“ მატჩით გაიხსნა.იმ დროისთვის ჟირუ ლონდონურ გუნდში ირიცხებიდა და მეტიც...

ქართული ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე
ჩანაწერი

ქართული ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე

ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა. დღეს მის ცხედარს საბურთალოს მიწას მიაბარებენ და თითქოს ამით დასრულდება ქართული ფეხბურთის ისტორიის ერთი დიდი ამბავი. წარსული დიდება თბილისის „დინამოსი“ ნელ-ნელა, დროის კანონის შესაბამისად იქცევა ისტორიად, შორეულ მოგონებად. მოგონებადვე იქცევა წარმატებათა, ჩვენი ფეხბურთისთვის განუმეორებელი ნუსხაც, რომლის ბოლოსაც ერთი ხელმოწერაა – ნოდარ ახალკაცი. მაგრამ მოგონება ხომ არდავიწყებას ნიშნავს და არა რაღაც სხვას. როცა...

რატომ წუწუნებს კობიაშვილი?!
ჩანაწერი

რატომ წუწუნებს კობიაშვილი?!

რთული საქმეა სპორტული ჟურნალისტობა. პირველ ადგილზე ოპერატიულობა როცა დგას, ხშირ შემთხვევაში ემოციები გძალავს. არადა, ემოციურობის გარეშე ამ სფეროში არაფერი გესაქმება. ევროპის საფეხბურთო ერთა ლიგის წილისყრას მინდა დავუბრუნდე. ვინც გვერგო, გვერგო: ლატვია, ყაზახეთი და ანდორა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, უფრო სუსტი ჯგუფიც გამოგვსვლოდა, მაგრამ ამით რა? ვის ავუხვევდით თვალებს? თუ ლატვიის და ყაზახეთის გვეშინია, ჯგუფში სულაც...