კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
გატუზო: აკოცე ჯიჯის ფრანგულად
ჩანაწერი

გატუზო: აკოცე ჯიჯის ფრანგულად

ნოემბერში, როცა ჯენარო გატუზომ „მილანი“ ჩაიბარა და პირველივე შეხვედრაში უმწეო „ბენევენტოსთან“ ფრედ ითამაშა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მისი კარიერა ამ პოსტზე ორიოდ მატჩის შემდეგ დასრულდებოდა. უკვე იანვარი მიიწურა, „მილანმა“ კი ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხში იმარჯვა. მათ შორის ბოლო მსხვერპლი კი კერკეტი „ლაციო“ იყო. ყველა თანხმდება, რომ ჯენაროს სამწვრთნელო ხელობაში კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ ასევე...

ესპანური ამბები თბილისში ჩამოტანით
ჩანაწერი

ესპანური ამბები თბილისში ჩამოტანით

13-14 იანვარს  „ზამთრის თასი“ მინი-ფეხბურთში მეორედ გაიმართა და ესპანეთის ვეტერანთა ნაკრებიც მეორედ  ესტუმრა თბილისს. ორი დღე ესპანელებთან ერთად გავატარე – რისთვისაც მადლობა ფეხბურთის ფედრაციას – და ცოდვა იქნებოდა, არ მესარგებლა  შანსით და რამდენიმე  საინტერესო ამბავი არ დამეცინცლა მათთვის, ვისაც არ დაეზარა ძველი ამბების გახსენება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დელეგაციის შეფი და ვეტერანთა ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო...

მწარე ჩხვლეტები
ჩანაწერი

მწარე ჩხვლეტები

ზოგადად, იანვარი სანაკრებო ფეხბურთისთვის „მკვდარი“ თვეა, მაგრამ ტურნირებსა და ამხანაგურებს ხელს არავინ უშლის. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი 17-წლამდელები მინსკში, 12-გუნდიან ტურნირზე თამაშობენ, ხოლო გიორგი ცეცაძის 21-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში გამართა შეკრება და აზერბაიჯანს 1:1 ეთამაშა. უმცროსებით დავიწყოთ. ყოჩაღი გუნდი ჰყავს ნემსაძეს, კარგი ინდივიდუალისტებითა და აგრესიული შეტევებით. ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩევიან, ორივენი თავდამსხმელები არიან. კარგია მარჯვენა...

ჩვენი წილი ევროპა ლოზანაში გაირკვევა…
ჩანაწერი

ჩვენი წილი ევროპა ლოზანაში გაირკვევა…

დღეს ევროპულ ფეხბურთში ახალი ეპოქა დაიწყება. თბილისის დროით 15.00 საათზე შვეიცარიულ ლოზანაში ერთა ლიგის პირველი გათამაშების წილისყრა გაიმართება. ეს არის ახალი შეჯიბრება, რომელიც ძირითადად ამხანაგურ მატჩებს ჩაანაცვლებს, ხოლო საქართველოს მსგავს დაბალრეიტინგიან ნაკრებებს დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი მიეცემათ. უეფას წევრი 55 ქვეყანა ოთხ ლიგადაა დაყოფილი. ჩვენები ბოლო, მე-4 ლი­გაში ითამაშებენ. ჩვენი „კბილა“ გუნდები...

ნოდარ ახალკაცი: ძალიან გულნატკენი ვიყავი, იმდენად, რომ 2009 წლის შემდეგ ახლა პირველად დავთანხმდი ინტერვიუზე
ჩანაწერი

ნოდარ ახალკაცი: ძალიან გულნატკენი ვიყავი, იმდენად, რომ 2009 წლის შემდეგ ახლა პირველად დავთანხმდი ინტერვიუზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, უმცროსი ნოდარ ახალკაცი ცხრა წელიწადი არ გამოჩენილა ქართულ მედიასივრცეში. „სარბიელთან“ უმცროსი ახალკაცი აქტუალურ თემებზე საუბრობს და ვფიქრობ, ყოველივე ეს საინტერესო იქნება ჩვენი გულშემატკივრისთვის, ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის. ჩვენს რესპონდენტს უცხოეთში ტელეფონით დავუკავშირდით და აქეთურ-იქეთურზე ვესაუბრეთ. – შარშან აპრილიდან შვეიცარიაში, ციურიხში ვცხოვრობ, გერმანიიდან აქ გადმოსვლის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ფიფაში ვმუშაობ,...

ჯორი
ჩანაწერი

ჯორი

თუ ვინმეს დღეს თანამედროვე ფეხბურთელი შეიძლება ვუწოდოთ, ალბათ, ეს ბელგიელი კევინ დე ბრუინია. „მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი სწორედ ისაა, ვისაც ყველამ უნდა მიბაძოს, მათ შორის ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, მწვრთნელები კი მათ ყოველდღე უნდა აყურებინებდნენ მის შედევრებს და ბელგიელის მაგალითზე უხსნიდნენ – რა არის დღევანდელი ფეხბურთი… ნომინალურად შემტევი ნახევარმცველია, თუმცა სინამდვილეში მას...

თბილისიდან ზესტაფონში მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრის ჩანაწერები
ჩანაწერი

თბილისიდან ზესტაფონში მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრის ჩანაწერები

2003 წლის 12 ოქტომბერს მზე ანათებდა. თარიღი ასე ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ ნაბახუსევზე მძიმედ ვიყავი — ოქტომბრის მეთორმეტე დღეს ყოველ წელიწადს მძიმედ ვარ. თერთმეტში ახლობელთან დალევა მიწევს. მიკროავტობუსის საჭესთან ბატონი ჯუმბერი იჯდა.  სალონში ხუთი-ექვსი კაცი ვისხედით. ზესტაფონისკენ გავეშურეთ. ადრე გასულებს დრო გვქონდა და ბატონმა ჯუმბერმა რაღა გვირაბში გავძვრეთ, რიკოთზე ავიდეთ, ლამაზი ბუნებააო. თამაში, რომლის სანახავად...

სამი თითის კომბინაცია
ჩანაწერი

სამი თითის კომბინაცია

ეს ჩანაწერი შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, რადგან ყოფილი თხუთმეტი წლის ბიჭის მოგონებაა და დღევანდელ ამბებთან კავშირში არ არის.  ბიჭი მე ვარ, ხოლო ის, რაც გამახსენდა დიდი-დიდი ხუთ წუთს გრძელდებოდა. არც კი ვიცი რამ მომაგონა ან ღირდა კი საერთოდ ამ ტექსტის ასაკრეფად ლეპტოპის ჩართვა? 1979 წლის 7 ნოემბრის დილას, კლასელებთან ერთად რუსთაველზე, მელიქ-აზარიანცის სახლთან, შუა ქუჩაში ვიდექი....

გარბენი
ჩანაწერი

გარბენი

რუსეთში გადაუღიათ კიდევ ერთი სპორტული ფილმი, საბჭოთა დროის დიად სურათებზე. ამჯერად, კალთბურთზე. ფილმი აღწერს, 1972 წელს ამერიკასთან მოგებულ ლეგენდარულ ოლიმპიურ ფინალს მიუნხენში და იმ დიდ სულიერ და ფიზიკურ შრომას, რომელიც მწვრთნელმა და მოთმაშეებმა გასწიეს, რათა იმ უდიადეს, ორჯერ გადათამაშებულ ბოლო სამ წამამდე მისულიყვნენ, ალექსანდრე ბელოვმა რომ გამარჯვების ბურთი ჩააგდო. ფილმს ქვია „დვიჟენიე ვვერხ“, რაც, პოეზიასაც...

ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრმა ვენსან კომპანიმ ბარში 2 მილიონი წააგო
ჩანაწერი

ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრმა ვენსან კომპანიმ ბარში 2 მილიონი წააგო

„სიტის“ კაპიტანმა ვენსან კომპანიმ წინა წლის ბოლოს მანჩესტერის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და ბიზნეს ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. კურსზე ისწავლებოდა ბიზნესი და მენეჯმენტი, ხოლო დასრულდა ორი პრაქტიკული პროექტით. ბოლოს, რა თქმა უნდა, იყო დიპლომის დაცვა. კომპანის ჰქონდა ნაშრომი თემაზე –  როგორ შეუძლიათ პრემიერლიგის კლუბებს ბილეთებზე ფასდაკლებით გამოიყენონ უპირატესობა საშინაო მატჩებში და გაიუმჯობესონ შედეგები. კომისიამ სადიპლომო ნაშრომი ასიდან...