ქართულ ფეხბურთში ბოლო დღეებში რამდენიმე ფეხბურთელმა მორიგი სამსახური გამოიცვალა. თანამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებით კი ეს ყველაფერი იმდენად სხვანაირად ხდება… ალბათ, ქვეყნად არაფერია იმაზე მოსაწყენი და უინტერესო, როგორც ქართულ კლუბებში მომხდარი ტრანსფერები. დაზამთრდა და დაიწყო რია-რია, ვინ სად გადადის და გადმოდის, კაცი ვერაფერს გაიგებს. ცუდი შედარებისთვის, ამ პროცესს ჰქვია, თხა ვიყიდე, თხა გავყიდე… ამის გაგრძელებაა „სარგებელი ვერა...
კატეგორია: დავთარი
ბრეჟნევის კარის თამაშები
რუსეთის გუნდი ზამთრის ოლიმპიადაზე საკუთარი დროშის გარეშე გამოვა და რუსის გამარჯვების შემთხვევაშიც არ აჟღერდება ვარიაცია სსრკ-ის ჰიმნის თემაზე. ეს ყველაფერი არნახული მასშტაბის დოპინგსკანდალის გამოძახილია, რუსებს სოჭის ოლიმპიადაზე გუნდური პირველობის დაკარგვად რომ დაუჯდათ. თავად რუსებმა თემას უმალ პოლიტიკური სარჩული გამოაკერეს – მსოფლიო შეთქმულებას გვიწყობენო. მიკვირს, არც ერთ დასავლელ სპორტულ ფუნქციონერს ან ჟურნალისტს აზრადაც არ მოსვლია მარტივი...
კოუტინიო ყველამ გაყიდა, ყველამ… კლოპის გარდა!
სომოსა შესაძლოა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია-ეს ცნობილი გამონათქვამი ამერიკის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს ეკუთვნის და მისი ადრესატი ნიკარაგუას სისხლისმსმელი პრეზიდენტი ანასტასიო სომოსა გახლდათ… ფილიპე კოუტინიოს ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ აქვს რაიმე შეხება და რა თქმა უნდა სომოსასავითაც არ ხვრეტს ხალხს, მაგრამ, შარშანდელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას, მასთან დაკავშირებით სწორედ რუზველტის ეს ფრაზა გამახსენდა,...
გურულივით წესიერი
გია გურულზე საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ქართველი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია. ლეგენდარული „დინამო“ და სსრკ-ის ჩემპიონატი, დამოუკიდებელი პირველობისა და ეროვნული ნაკრების გარიჟრაჟი, წარმატებული წლები ევროპაში, მუშაობა ეროვნულ გუნდში და კლუბებში… ამას ისიც დაუმატეთ, რომ უწესიერესი კაცი და საინტერესოდ მოუბარია. ჰოდა, აბა, ციცქნა ინტერვიუ როგორ გამოგვივიდოდა?! – მოდი, „დინამოში“ პირველი ვარჯიშით დავიწყოთ, როცა მოედანზე ლამის საფეხბურთო ღმერთებთან...
ქართველი მეკარის უცნაური თავგადასავალი
ანზორ კავაზაშვილს ახალი თაობა არ იცნობს. ძველებსაც კი მიავიწყდათ. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია საზღვარგარეთ (რუსეთში) ცხოვრობს. არადა, იყო დრო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ. ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი კაცია. ბათუმის „დინამოს“ სპორტულ სკოლაში დადიოდა. მერე იყო დედაქალაქური ФШМ (ფე-შე-ემ) და 17 წლისა უკვე თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს. ძირითადშიც კი ათამაშეს, მაგრამ ეტყობა ახალგაზრდა ორგანიზმმა ვერ გაუძლო დატვირთვებს...
OK
ეგებ ახლა არც ფიქრობთ სპორტზე, არამედ გოჭზე, საცივსა და ღვინოზე. შამპანურიც მომარაგებული გექნებათ და ამ დღეებში ალბათ ჭიქების, ბოკალების, კათხების და ყანწ-ფიალების აწევ-დაწევაში უფრო ვარჯიშობთ, ვიდრე სხვა რამეში. ეს იქნება ჩვენი სპორტი ამ კვირაში… წელიწადი კი მიილია და რა იყო იმ წელიწადში ყველაზე, ყველაზე, ყველაზე დასამახსოვრებელი? რა თქმა უნდა, შავიც ბევრი იყო და თეთრიც. აბა...
პაბლო აიმარი: რიკელმე და მესი ცხოველები არიან
“ვალენსიას” არგენტინელ ლეგენდას, პაბლო აიმარს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ უთამაშია. “ვალენსია” ვახსენეთ, თორემ არგენტინის 17 წლამდელთა ნაკრების 38 წლის მწვრთნელს “რივერ პლეიტშიც” გაუგორებია ბურთი, “სარაგოსაშიც”, “ბენფიკაშიც” და მალაიზიის “ჯოჰორ დარულ ტაზიმშიც”, რომელსაც მეორედ აღარ ვახსენებთ, რადგან კაცმა არ იცის ამ სიტყვებს მალაიზიელები როგორ გამოთქვამენ. იქნებ, სულ სხვა რაღაცას ვამბობთ. აიმარმა არგენტინულ გაზეთ “ლა ნასიონს” მისცა...
სარბიელის საახალწლო, ანუ ზემოდან ეს ქვეყანა სხვანაირი ჩანს!
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი, — ასე თქვა გალაკტიონმა. ცხოვრებაში იგულისხმა, ჩვენ კი წელიწადზე ვთქვათ. 2017-ზე. ღმერთმა დალოცოს ლაშა ტალახაძე, რაც მაგან გაგვახარა, მაგრამ უცბად, თვალებს რომ ვხუჭავ, რა მახსენდება, იცით? „ოლ ბლექსი“ საქართველოში. 20 წლამდელი, მაგრამ ძალიან მაგარი. თუმცა, რატომ, „მაგრამ“ ? 20 წლამდელი და ძალიან მაგარი. დაფრინავდნენ შავფორმიანი ზელანდიელი ბიჭები. კიდევ, ინგლისელები, სამხრეთ აფრიკელები,...
ზიდანი მოურინიზმით დაავადდა
ზინედინ ზიდანი “რეალში” შთამბეჭდავად მუშაობს, მაგრამ მისი კოზირი ადამიანური რესურსების მენეჯმენტია და არა ტაქტიკოსობა — წერს ესპანური “მარკას” მიმომხილველი რობერტო პალომარი. მისი აზრით, “რეალს” დიდი ტაქტიკოსი არც სჭირდება. მას ზიდანი სჭირდება, ოღონდ მაშინ, როდესაც იმას აკეთებს, რაც ეხერხება. საკმარისია, ფრანგმა გადაუხვიოს გზას, რომელშიც ბუნებრივად ძლიერია, რომ გუნდს საშინელება მოსდის — ისეთი, როგორიც “ელ კლასიკოში” მოუვიდა,...
ჭადრაკის შვიდი საოცრება
ჭადრაკი სპორტია (მეცნიერება და ხელოვნებაც). სპორტს კი რეკორდები უხდება. ქვემოთ, 64 უჯრაზე შვიდი ყველაზე ფანტასტიური მიღწევის შესახებ მოგიყვებით. მოგებათა ყველაზე გრძელი სერია: მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი რობერტ ფიშერი – 20 პარტია 1972 წლის საჩემპიონო მარათონში ჩაბმულმა ამერიკელმა შესარჩევი ეტაპები წარმატებით დაიწყო. ჯერ 1970 წელს პალმა დე მალიორკაში ზონათაშორისი ტურნირი მოიგო, სადაც ბოლო 7 პარტიაში ზედიზედ იმარჯვა...









