წლევანდელ ლა ლიგას, სავარაუდოდ, ცოტა მეტი ინტრიგა ახლავს, ვიდრე გასულს. გუნდი, რომელმაც დიდი პრობლემებით და 16 ფრით მესამე ადგილამდე ააღწია, მთელი სეზონი საკუთარი სტილის ერთგული იყო. დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ დაცვაში კედლად იდგა და მხოლოდ მაშინ რისკავდა, როცა გოლის გატანა აუცილებელი იყო. „ენფილდზე“ ლივერპულელთა ძლევის შემდეგ „ატლეტიკო“ გიმნაზისტად მონათლული ნეგელსმანის „ლაიფციგთან“ ვერას გახდა – გერმანელებმა მატჩის...
კატეგორია: დავთარი
ერთი ფოტოს ნახვის შემდეგ…
– არველაძეებს იცნობ..? ფეხბურთის ანა-ბანას რომ ვსწავლობდი, მაშინ გამუდმებით ეს სიტყვები ჩამესმოდა. მერე, ისე მოხდა, ორი წელიწადი 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვისწავლე და ერთი-ორი მატჩი არველაძეების წინააღმდეგაც ჩავატარე… მერე, მე სარბიელში აღმოვჩნდი, არველაძეები – დინამოში… მერე – არველაძეები ტრაბზონში წავიდნენ. მერე – ორივე ჰოლანდიაში: შოთა აიაქსში, აჩი – ბრედაში მერე, პირადად გავიცანი. საქართველოს ნაკრები მალტის ტურნირზე...
ჩამოყარეთ…
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმუნული „უნივერსიტატიასა“ და რუსული „დინამოს“ დამარცხებით თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე გამოიმუშვა 780 000 ევრო. აქედან 240 000 მონაწილეობისთვის, 260 000 „უნივერსიტატიას“ ბარიერის გადალახვისთვის და შესაბამისად მეორე ეტაპზე მონაწილებისთვის, 280 000 კი – მოსკოვის „დინამოს“ გაგდებისთვის და შესაბამისად მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის. ჯამში 780 000. დიახ, ევროპა ლიგაზე მხოლოდ მონაწილეობისთვის უეფა კლუბს 240 ათასით...
ჩვენ არ ვიფხორებით
დაგლიჯა „ლოკომოტივმა“! ჩამოვიდა მოსკოვის გაბღენძილი გუნდი, თბილისისამ კიდევ, ამხელა სტალიციდან მობრძანებული ბრექით უნდა იყო, აბა რაო და… მოუგო. მოუგო ლამაზად, ჭკვიანურად. როცა საჭირო იყო პრესინგი ითამაშა, როცა გამოუვიდა წკაპა-წკუპა კომბინაციებიც გაათამაშა და მიართვა მისართმეველი. მერე, საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში ვიღაცებს უთქვამთ, თბილისის გუნდი საცოდავი იყოო. თავს მიხედეთ, თქვე გავარდნილებო, თავს. ჩვენ შეჯიბრებაში მონაწილეობას ცოტა ხნით მაინც...
Бедные !!!
თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ევროპალიგიდან რომ გააგდო, ამას ჩრდილოელ მეზობლებში არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა. ელიტა დაბოღმილია, ხალხი უფრო ობიექტური… Они унизили «Динамо» არის ასეთი რუსული გამოთქმა – плохому танцору яйца мешают… დაახლოებით იგივე მოუვიდა მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს, რომელმაც ქართული მოედნის საფარი და ქართული მიწა დაიწუნა. ალბათ ერთადერთი რუსია, ვისაც ქართული მიწა არ მოსწონს… Спортивная...
რუსი სტუმარი? ვინ დაპატიჟა?
გუშინ თბილისის „ლოკომოტივისგან“ მოსკოვის „დინამოს“ ძლევამ ისეთი სიხარული მოგვგვარა, მხოლოდ ფეხბურთის ჩარჩოებში რომ ვერ ეტევა. სპორტისგან ძალიან შორს მდგომი სიხარულიც იყო, მაგრამ ისე როგორ მოხდებოდა, თავადვე არ გაგვეფუჭებინა საერთო სურათი?! „მიხეილ მესხზე“ აკრედიტირებულ ახალგაზრდას პოლიციელებმა მაისურის გახდა მოსთხოვეს. მიზეზი – მაისურზე საქართველოს რუკა იყო დატანილი აფხაზეთ-სამაჩაბლოიანად… საბაბი -სტუმრებს პატივი ვცეთ და არ გავაღიზიანოთო… როგორ უნდა...
რუსებმა სარბიელის დავალება პირნათლად შეასრულეს
ქართული გუნდების ევროპული შემოდგომა გრძელდება. ორივე თბილისურმა გუნდმა, „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ეტაპი წარმატებით დასძლიეს. „ლოკომოტივი“ „მიხეილ მესხზე“ დაუხვდა მოსკოვის „დინამოს“ და კუდით ქვა ასროლინა, ჩვენებმა ეს პრინციპული თამაში 2:1 მოიგეს. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ზუსტად იგივე სცენარით მოიგო, როგორც წინა ეტაპზე „უნივერსიტატიასთან“. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ორი სწრაფი კონტრშეტევა და ირაკლი...
უეფამ გამოკითხვა დაიწყო
უეფამ იმ ფეხბურთელების მოკლე სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მიხედვით შედგა. პრიზები საუკეთესო მეკარეს, მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს გადაეცემათ 1 ოქტომბერს, როცა მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ჟიური იმ 32 მწვრთნელისგან შედგება, რომლებიც გასულ გათამაშებაში მონაწილეობდნენ. ასევე, უეფას 55 წევრი ასოციაციის 55 ჟურნალისტისგან. საქართველოდან გამოკითხვაში ტრადიციულად „სარბიელი“ და მისი წარმომადგენელი დავით...
გამოიღეთ, რუსებო…
ლევან კელაურაძის ეს წერილი-წინასწარმეტყველება გაზეთ „სარბიელში“ 2003 წლის 30 აპრილს, საქართველო – რუსეთის შესარჩევი მატჩის წინ დაიბეჭდა. მაშინ ჩვენებმა რუსების მთავარ გუნდს 1:0 სძლიეს და უდიდესი სიხარული მოგვგვარეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმც მტერი მტრად დარჩა. 17 სექტემბერს კი თბილისში სწორედ ამ ოკუპანტების გუნდი ითამაშებს – ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“...
ყველამ წააგო
კორონავირუსმა ისევ შემოგვიტია და ამან, ცხადია, ფეხბურთზეც იმოქმედა. კარგა ხნის წინ დაანონსდა, რომ 12 სექტემბერს ბათუმის ახალი სტადიონი გაიხსნებოდა, მასპინძელთა და თბილისის დინამოების მატჩით, მაგრამ პანდემიის მთავარი კერა ამჯერად ზღვისპირა ქალაქი აღმოჩნდა და გახსნა კი არა, თამაში საერთოდ ქუთაისში ჩატარდა. ეს ჩისკოს პირველი მატჩი გახლდათ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში და ესპანელს მშვენიერი რე-დებიუტი გამოუვიდა. თბილისელებმა...









