დღეს პრემიერლიგის ახალი სეზონი იწყება, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა და ერთ-ერთი ან ერთ-ერთის გარეშე ყველაზე ავტორიტეტული ტელეწამყვანი გარი ლინეკერი კი ამბობს, რომ მათი ქვეყნის ჩემპიონატში ხშირად ყოფილან დიდი გუნდები, რომელთაც გაუმარჯვიათ, მაგრამ შემდეგ სეზონში ტიტული ვეღარ შეუნარჩუნებიათ. ნეტავ „ლივერპულიც” ძველ შეცდომებას დაუშვებს? — კითხულობს ის. ასე იქნება თუ ისე, ლინეკერი ახალ სეზონში წინასთან შედარებით უფრო დაძაბულ...
კატეგორია: დავთარი
კრება დარჩა მხიარული
– მოვიგეთ, ფეოლა! – გაგიჭირდებოდათ… გაგახსენდათ? მე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დღევანდელმა საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ გამახსენა. ლერი ხაბელოვი პრეზიდენტად ერთხმად, უკონკურენტოდ და მესამე ვადით აირჩიეს. ბატონ ლერის პირადად არას ვერჩით – ძალიან დიდი სპორტსმენი და სხვებზე არაფრით ნაკლები ჩინოვნიკია, მაგრამ სწორედაც რომ ჩინოვნიკი. ოლიმპიური კომიტეტის ყველა პრეზიდენტის ზეობისას დამიწერია და ვერ შევიცვალე აზრი – ეს ორგანიზაცია საქართველოში...
ჯაბა – როცა საქართველოს სჭირდება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი შეხვედრა მნახველმა ნახა, დამწერმა დაწერა და მკითხველმა წაიკითხა. ეს სულ სხვა თემაა. ახლა ერთ კონკრეტულ კაცზე მინდა ვთქვა. ჯაბა კანკავაზე. მქონდა ბედნიერება, მაშინ გამეცნო, ახალგაზრდულ ნაკრებში რომ თამაშობდა 19 წლისა. მასზე ერთი-ორი წლით უფროსების ფონზე მაშინვე გამოირჩეოდა – სიტყვაძუნწი, უპრეტენზიო, წესიერი და ფუტკარივით მშრომელი კაცი. ჰო, ჯაბა 19 წლისა უკვე...
გმადლობთ, დავით !
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა გამარჯობა! დადგა დღე რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის! მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა...
გადავინაცვლეთ კალათბურთიდან ფეხბურთში
ქართველები და მაკედონიელები აქამდე კალათბურთში არკვევდნენ ურთიერთობას, სულ გადამწყვეტი თამაშები გამოდიოდა ხოლმე, დრამატული და ბოლო წამებზე გამრკვევი… ახლა ფეხბურთის დრო მოვიდა. გარდა იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ახლა ერთა ლიგაზეა მეტოქე, ასევე პოტენციური მეტოქეა ევრო 2020-ზე გამსვლელ ფინალშიც. ოღონდ იქამდე თუ საქართველომ ბელარუსი გამოთიშა და მაკედონიელები კოსოვოს გაივლიან… ასე რომ, ამ შემოდგომაზე შესაძლოა, სამი ურთიერთშეხვედრაც შედგეს....
ყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე
ყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე… უფრო ცუდი მოსაგონარი თამაში, რას ვიზამ, არ მახსენდება. ზუსტად 26 წლის წინ, 1994 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა შინ მოლდოვასთან 0:1 წააგო. თვალწინ მიდგას, რა ხდებოდა ტრიბუნებზე თამაშამდე – ზეიმი, ლამაზი ფეხბურთისა და მოგების მოლოდინი; თვალწინ მიდგას, რა ხდებოდა თამაშისას – გინება, ნერვიულობა; და თვალწინ მიდგას ბოლოს, მეორე იარუსიდან ჩასვლის მომენტი...
12 გუნდით გარდამავალი დიდი 10
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი, 12-გუნდიანი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება, ქვეყნის ჩემპიონი კი მაისში გამოვლინდება. COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ, დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა ერთი წლით 12-მდე გაიზარდა. ისინი 2019/2020 წლების სეზონის დაუსრულებელი ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში არსებული სატურნირო ვითარების მიხედვით, ორ ექვს-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ა ჯგუფში მოხვდნენ...
დღეს. 20.00. საქართველო ტალინში იწყებს
ესტონეთი-საქართველო. კიდევ ერთხელ, ჯამში მეშვიდედ. აქამდე ისე ხდებოდა, რომ ყველა დაპირისპირება ამხანაგური იყო, 5 სექტემბერს კი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება. შეხვედრა ტალინის „ლე კოქ არენაზე“ შედგება, უკვე ოფიციალურის სტატუსით… უცნაურია: ექვსივე წინა მატჩში საქართველო სხვადასხვა მწვრთნელით იყო. ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი/რევაზ ძოძუაშვილი, პეტარ სეგრტი, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე, ვლადიმირ ვაისი. აქედან გუცაევის, ქეცბაიასა და...
კლოპი: მწვრთნელობისკენ მამამ მიბიძგა, რომელიც… ჩემს მწვრთნელობას არ მოსწრებია.
„ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი დღეს წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი ადამიანია, მაგრამ მისი ნაცნობი ღიმილის მიღმა დიდი სევდა იმალება. ბოლო 13 თვეში, დღეს მცხოვრებ გერმანელთა შორის ერთ-ერთმა უცნობილესმა ტრანსფორმაცია განიცადა — ქრონიკული მეორეადგილოსნიდან სერიულ გამარჯვებულად იქცა. „ლივერპული” კლოპს უნდა უმადლოდეს, რომ 30 წლის წინ დაკარგული პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კლუბთა მსოფლიო თასი....
იმედების სასაფლაო
სპორტსმენის კარიერა ისედაც ხანმოკლეა. 15-20 წელიწადი და უკვე პენსიონერი ხარ. ეს წლები კი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ოთხწლიან ციკლებად იყოფა. კი, ბატონო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტსმენისთვის ეს ყველაფერი მაინც თითქოს მზადებაა იმ უმთავრესისთვის – ოლიმპიური თამაშები ხომ სპორტის ევერესტია და ერთხელ იქ ასული სამუდამოდ რჩება სპორტის ისტორიაში. ტოკიო 2020 ერთი წლით გადაიდო, მაგრამ...









