საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბოლო წამამდე გვენერვიულა. არადა, ყველაფერი ფაქტობრივად მატჩის დასაწყისშივე უნდა დასრულებულიყო. წარმოიდგინეთ: მე-15 წუთზე სამი ქართველი შემტევი ორი ბელარუსის მცველის პირისპირ. ეს დანამდვილებით იყო ის შემთხვევა, როდესაც ასეთი მომენტის გაფუჭებას გაუკუღმართებული ფანტაზია სჭირდება… პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ მატჩში საქართველოს 3-4 გოლიც რომ გაეტანა, ვერავის მოუბრუნდებოდა ენა, შედეგი ძალთა ბალანსს არ...
კატეგორია: დავთარი
ზეიმი პირველი
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო: არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელი. უეფას ერთა ლიგის D-ჯგუფის პლეი-ოფის ნახევარფინალში არ ყოფილა ეპიზოდები, რომლებიც ისტორიას გასწვდება, მაგრამ ესთეტიკას და სილამაზეს დღეს ბელარუსთან დღეის თამაშში ბოლო ადგილი ეჭირა. ნერვული 96 წუთის შემდეგ შედეგი დადგა, რომელმაც საქართველო დასკვნით რაუნდში გაიყვანა. ეს იყო ძნელი 1:0, მოპოვებული დიდი გარჯით და პრაგმატული მიდგომით. სწრაფად გატანილი...
ნემსაძის ფაქტორი
ნაევროთასევს ეროვნულ ლიგაში ნაკლული, მე-12 ტური ჩატარდა. თუმცა, ახლა სანაკრებო პაუზა უწევს და შემდეგი სათამაშო დღეები უკვე 17-18 ოქტომბერს იქნება. ლიდერთა შეხვედრა, „დინამო“ – „საბურთალო“ სულაც 23 ოქტომბრისთვის გადაიდო. არადა, საინტერესო კი იქნებოდა „დინამოს“ ხილვა, ფარერელ მეცხვარეებთან 1:6-ის შემდეგ. გაურკვეველი ვითარებაა გორის „დილაში.“ მათმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ თითქოს წასვლა დააპირა. მიზეზს მოგვიანებით ვიტყვიო. კლუბის...
ანსუ: სევილიელი სევილიის წინააღმდეგ
დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, 17 წლის ანსუ ფატი „ბარსელონას“ შემადგენლობაში „სევილიას“ წინააღმდეგ ითამაშებს. „სევილია“ კი ის კლუბია, რომლის ბავშვთა გუნდში ანსუმ 2010-12 წლებში, თითქმის წელიწადნახევარი აგორა ბურთი. ის, იქ ადამიანად და ფეხბურთელად ყალიბდებოდა. კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ გამოაქვეყნა რამდენიმე ისტორია, რომელთაც ანსუ ფატის ცხოვრებაში გარკვეული როლი ითამაშეს. რამდენი წლისაა ეს...
რაზმი
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. 14 ნოემბრიდან ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასში“ ჩაერთვებიან, სადაც 14 ნოემბერს...
სუპერფინალის სუპერდუეტი
NBA-ს სუპერფინალის პირველ შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „მაიამი ჰიტი“ უშანსოდ დატოვა – 116:98. ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, რომელიც კალიფორნიელებმა 3 ქულით მოიგეს – 31:28. მეორე და მესამე მეოთხედებში კი „ლეიკერსმა“ იოლად იმარჯვა და ბოლო 10 წუთის წინ 26-ქულიანი ჰანდიკაპი მიიღო. საბოლოოდ, კი, 18-ქულიან გამარჯვებას დასჯერდა. ცხადია, გამარჯვების მთავარი შემოქმედი ლებრონ ჯეიმსისა (25 ქულა, 13...
მზადება თვითიზოლაციასთან ერთად
საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ორშაბათიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევლნენ და 11 ოქტომბრამდე შემოდგომის მატჩებისთვის მზადების პირველ ეტაპს გაივლიან. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთელი ეს პერიოდები ბორჯღალოსნები თვითიზოლაციაში იქნებიან და გარე სამყაროს მოწყდებიან. შესაბამისად, ვარჯიშებიც დახურული იქნება, რათა შოტლანდიაში და „შემოდგომის ერთა თასზე“ გამგზავრებამდე, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი...
ღია წერილი გამგებს, რომელიც გაიგებს
ეძღვნება თბილისის დინამოს დავიკარგე, ხომ იცი? აღარავის აღარ ვაქვარ… არა, რა ვაქვარ… ვაქ. თუ ვყავარ? არა, არც ვყავარ. მოკლედ, აღარსად აღარ ვარ. სანთლით უნდა მეძებო. არადა, რამხელა ვიყავი! ხომ გახსოვს ერევანში ჭომამ მსაჯს ტაში რომ დაუკრა, იმან კიდევ ეგ როგორ მაკადრეო და წითელი ბარათი რომ ამოუღო? აი, მაშინ იმხელა ვიყავი, რომ ათი კაცით დარჩენილმა ბიჭებმა...
მე ვარ მეცხვარე…
გილოცავთ, მეგობრებო: „დინამო“ გუშინდელი საღამოს ყველაზე წყალწაღებული გუნდი არ ყოფილა. „დუნაისკა სტრედამ“ ავსტრიულ „ლასკთან“ სულაც 0:7 წააგო. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ამ უწყალწაღებულესმა „დუნაისკა სტრედამ“ ორი წლის წინ ეს ჩვენი „დინამო“ ათრია… ახლა კი სერიოზულად: ვიკიპედიაში ამოვიკითხე, რომ პოლ კლეტსტარდი ფარერელი მამაკაცისთვის ისეთი ჩვეული საქმიანობითაც არის დაკავებული, როგორიც მეცხვარეობა და ვეშაპებზე ნადირობაა. პოლ კლეტსტარდმა „დინამოს“...
ლანდი!
ვერ გეტყვით, ეს რა გრძნობა იყო. ყველაზე დიდი დამცირება, რაც ქართული ფეხბურთისგან გადაგვიტანია. თბილისის „დინამოს“ გუშინდელი 1:6 კატასტროფის ფონზე იმავე ფარერებზე წლების წინ „ვიტ ჯორჯიას” წაგებული 0:3 ლამის გმირობად გვეჩვენება. ვინ? თბილისის „დინამომ”? ვისთან? უსახელო კუნძულელებთან, რომლებიც გლდანულას არ აღემატებიან მოსახლეობით და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დურგალი ჰყავთ? აქ უკვე უნდა შეწყდეს ნებისმიერი ინსინუაცია. რომან...









