– არველაძეებს იცნობ..?
ფეხბურთის ანა-ბანას რომ ვსწავლობდი, მაშინ გამუდმებით ეს სიტყვები ჩამესმოდა.
მერე, ისე მოხდა, ორი წელიწადი 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვისწავლე და ერთი-ორი მატჩი არველაძეების წინააღმდეგაც ჩავატარე…
მერე, მე სარბიელში აღმოვჩნდი, არველაძეები – დინამოში…
მერე – არველაძეები ტრაბზონში წავიდნენ.
მერე – ორივე ჰოლანდიაში: შოთა აიაქსში, აჩი – ბრედაში
მერე, პირადად გავიცანი. საქართველოს ნაკრები მალტის ტურნირზე გაემგზავრა. თავადაც იქ გახლდით. ლა ვალეტას არეოპორტში შოთა არველაძესთან ერთად შევავსე დეკლარაცია. (აეროპორტის ეპიზოდიც ამად დამამახსოვრდა) მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების დღემდე მოპოვებული ერთადერთი ტიტულის მომსწერე და შემსწრე ვარ.
მერე, დაიწყო და დაიწყო…
მერე, ტრაბზონში, იქ, სადაც საქართველოს ნაკრები და შესაბამისად შოთა არველაძე ცხოვრობდა, შოთას ასობით ფანი შეიკრიბა…
– შოთას იცნობ?
– დიახ.
– შეგიძლია, მასთან ფოტო გადაგვაღებინო ან მისი ავტოგრაფი ჩამოგვიტანო?
– ვერ ვიზამ, ხვალ თამაშია, ისვენებს…
– იქნებ…
– არ გამოვა…
მერე, ინტერვიუ ჩავწერე და მითხრა, ხალხის სიყვარული ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოაო…
მერე, ერთერთ ბარში, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის ოფიციალურად გადაცემისას თქვა: არ სჯობდა ეს პრიზი ხალხით სავსე „დინამოს“ სტადიონზე გადმოგეცათ?!
არ მესიამოვნა, არ გვესიამოვნა, მაგრამ შოთაა და ასე იცის…
მერე, ისევ ტრაბზონი და თითქმის იგივე ეპიზოდი, რაც საზოგადოებამ უჩემოდაც კარგად იცის…
მერე იყო მატჩი დუბლინში, სადაც საავადმყოფოს მენეჯერმა თავად მითხრა, იამაყეთ, რომ ასეთი ფეხბურთელი გყავთ ( მატჩისას იმდენი სითხე დაკარგა, საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა).
მერე, კიდევ ბევრი გოლი და ბევრი მატჩი…
უმთავრესი – საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე…
მერე, სამწვრთნელო კარიერა…
ახლა, შოთას გუნდი ისტორიაში პირველად აზიის ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გავიდა, თუმც ის გადამწყვეტ შეხვედრას ვერ დაესწრო…
ჯანმრთელობას გისურვებ, შოთა!!!
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:52პსჟ როდრის, როდრი – რეალს…
მთავარი ამბავი05/07/2026 | 22:39გამოუშვით ესპანეთი
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
