ანხელ დი მარიას ალვარო გონსალესისთვის მიფურთხების გამო ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ეს საქციელი „პარი სენ ჟერმენის” არგენტინელმა ნახევარმცველმა 13 სექტემბერს, „მარსელთან” შეხვედრის დროს ჩაიდინა. თამაში, რომელიც „პარკ დე პრენსზე” ჩატარდა, მოიგო „მარსელმა” 1:0.
ადრეც მოგახსენეთ, რომ იმ მატჩის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში გუნდებს შორის ატყდა ჩხუბი. მსაჯმა ხუთი წითელი ბარათი ამოიღო. ერთ-ერთი მათგანი მასპინძელთა ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს ერგო.
ბრაზილიელი ამტკიცებდა, რომ ალვარო გონსალესმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. ნეიმარმა პასუხად გონსალესს თავში წამოარტყა.
რაც შეეხება დი მარიას ფურთხების ეპიზოდს, ის პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა. კადრში ჩანდა, რომ დი მარიამ გონსალესს ჩაუარა და მისი მიმართულებით რაღაც ჩაიდინა, რაზეც ესპანელს მძაფრი რეაქცია ჰქონდა. მაშინ, ამას არც მსაჯმა მიაქცია ყურადღება და არც VAR -მა.
ზოგადად, ფურთხება მკაცრად დასჯას მოითხოვს, მაგრამ დღეს, კორონავირუსის პანდემიის დროს მისი უარყოფითი მნიშვნელობა ორმაგად იზრდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
