ქართული გუნდების ევროპული შემოდგომა გრძელდება. ორივე თბილისურმა გუნდმა, „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ეტაპი წარმატებით დასძლიეს.
„ლოკომოტივი“ „მიხეილ მესხზე“ დაუხვდა მოსკოვის „დინამოს“ და კუდით ქვა ასროლინა, ჩვენებმა ეს პრინციპული თამაში 2:1 მოიგეს. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ზუსტად იგივე სცენარით მოიგო, როგორც წინა ეტაპზე „უნივერსიტატიასთან“. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ორი სწრაფი კონტრშეტევა და ირაკლი სიარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა სოლიდური ფორა მოუტანეს გუნდს.
ბოლო წუთები ისევ სანერვიულო გახდა – მასპინძლები დაცვაში ჩაჯდნენ. თავს კარგად კი იცავდნენ, მაგრამ რუსებმა მსაჯს ერთი პენალტი მაინც დასტყუეს. ეს იყო და ეს – 2:1 და „ლოკომოტივი“ ეპანეთში ჩავა „გრანადასთან“ სათამაშოდ.
იწვალა „დინამომ“ – ჩისკო მუნიოსის გუნდმა ბოლო წუთზე გიორგი გაბედავას გატანილი პენალტით მოიგო და ახლა ფარერების ჩემპიონ „კლასკვისკთან“ სტუმრად ითამაშებს.
ჰო, „მიხეილ მესხზე“ მისულ აკრედიტურებულ ჟურნალისტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მაისურას გახდა მოთხოვეს, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყო გამოსახული. მიზეზი – სტუმრებს პატივი ვცეთ.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
