მართალია გონსალო რამუში „პარი სენ ჟერმენის’’ სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება, მაგრამ შეცვლაზე ეფექტურად შედის, რასაც სტატისტიკა ადასტურებს: პორტუგალიელი კლუბის ისტორიაში სათადარიგოთა შორის საუკეთესო ბომბარდირია. მან 17 გოლი შეაგდო და კილიან მბაპეს გაასწრო. მეორე მხრივ, ბუნებრივია, რომ „ბენფიკას’’ ყოფილ ფეხბურთელს სკამზე ჯდომა არ სიამოვნებს, მაგრამ კარგად იცის, რომ ლუის ენრიკე მასთან შედარებით უპირატესობას ოსმან დემბელეს...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ტრავმებისკენ მიდრეკილი ალისონი
ალისონ ბეკერზე სამართლიანად ამბობენ, რომ მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ის აგრეთვე „ლივერპულის’’ გულშემატკივართა დიდი ნერვიულობის მიზეზიც გახლავთ. Empireofthekop წერს, რომ ბრაზილიელი თავის დროზე მერსისაიდელთა საუკეთესო შენაძენი იყო. მან გუნდს ზურგი გაუმაგრა და შესძინა სტაბილურობის შეგრძნება, რაც მანამდე ასე აკლდათ „წითლებს’’. ალისონმა „ლივერპული’’ ბევრჯერ გადაარჩინა თავისი ფანტასტიკური მოგერიებებით, მაგრამ ის აგრეთვე ხშირად...
მბაპე მოლბა
რაც ახალი სეზონი დაიწყო კილიან მბაპე ჩინებულად თამაშობს. მისით ყველა კმაყოფილია როგორც „რეალში’’ ასევე საფრანგეთის ნაკრებში, მაგრამ აზერბაიჯანთან კოჭი იტკინა და ისლანდიაში აღარ გაემგზავრა. სამაგიეროდ მადრიდელთა ათმა ნომერმა Movistar-ს ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. 26 წლის ფრანგმა ილაპარაკა როგორც ლამინ იამალზე ასევე კრიშტიანუ რონალდუსა და მადრიდში ინტეგრაციაზე. საუბარი რასაკვირველია „პარი სენ ჟერმენსაც’’ შეეხო. ფორვარდს კლუბთან სასამართლო...
დე ძერბი: ასეთი რამ ქუჩიდან მოდის
ახლა სანაკრებო კვირეულია, კლუბები ისვენებენ და „მარსელის’’ მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ ინტერვიუსთვის მოიცალა. იტალიელს მილანური „კორიერე დელა სერა’’ ელაპარაკა. საუბარი სხვა თემებთან ერთად ადრიენ რაბიოსა და ინგლისელი ჯონათან როუს ჩხუბსაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ „მარსელის’’ ფეხბურთელები გასახდელში 15 აგვისტოს „რენთან’’ 0:1 წაგების შემდეგ დაერივნენ ერთმანეთს. ბევრისთვის გასაოცრად ვეტერანი რაბიო ჩხუბის გამო „მარსელიდან’’ გააგდეს. ის „მილანს’’ მიჰყიდეს....
ჯერარდი წითელი ქუდით და მის გარეშე
„ლივერპულის’’ ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა თქვა, რომ საყვარელი კლუბიდან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისნაირად არ წავიდოდა. ალექსანდერ-არნოლდი მერსისაიდელთა აკადემიაში ექვსი წლისა მივიდა, ყველა ასაკობრივი საფეხური გაიარა და 2016 წელს დიდი გუნდის ფეხბურთელი გახდა. გასულ ზაფხულს კი ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „რეალში’’ გადავიდა, რამაც „წითლების’’ გულშემატკივრები გაანაწყენა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში „არსენალთან’’ ტრიბუნებმა მას ობსტრუქცია...
მამარდამ ფანებს მიმართა
საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ლონდონის „სტემფორდ ბრიჯზე’’ პრემიერლიგაში პირველად ითამაშა. მისი სადებიუტო შეხვედრა მერსისაიდელთა გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა, სტუმრებმა 1:2 წააგეს, მაგრამ თავად გიორგიმ დამაკმაყოფილებლად ითამაშა. იმ ეპიზოდებში, როდესაც მას გოლები გაუტანეს, ვერაფერს გააწყობდა. ორი დარტყმა ეფექტურად მოიგერია. შეგახსენებთ, რომ ეს იყო „ლივერპულის’’ ზედიზედ მესამე მარცხი. მანამდე „წითლებმა’’ წააგეს „კრისტალ პალასსა’’ და „გალათასარაისთან’’. ახლა იწყება...
როგორ უყურებენ ლივერპულში მამარდას?
ალისონ ბეკერის ტრავმის გამო „ლივერპულის’’ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ბოლო შეხვედრაში, სტამბოლში „გალათასარაის’’ წინააღმდეგ ის მეორე ტაიმში ჩაერთო საქმეში, მატჩის შემდეგ კი ანდრე სლოტმა თქვა, რომ ალისონს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს, რაც მამარდაშვილს ძირითადი შემადგენლობის კარს უხსნის. შემდეგ The Athletic‑მა დაწერა, რომ ბრაზილიელი მწყობრში ნოემბრის სანაკრებო კვირეულის დასრულებამდე ვერ დაბრუნდება. ესე იგი შემდეგი 8 შეხვედრის...
დონარუმას ყველა თანაგუნდელისთვის წერილი გაუგზავნია
„მანჩესტერ სიტის’’ 26 წლის იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ფრანგულ „ეკიპს’’ ელაპარაკა. „პარი სენ ჟერმენის’’ ყოფილმა კარის მცველმა ჟურნალისტებს უამბო, რომ 31 მაისს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ უკლებლივ ყველა თანაგუნდელს წერილი მისწერა. „…დიახ ყველა თანაგუნდელს მივწერე, რომელშიც მათ იმ ფანტასტიკური თავგადასავლისთვის მადლობა გადავუხადე. წერილი რამდენიმე ენაზე დავწერე, ყველას რომ გაეგო. მასში გადმოცემული იყო ის, რასაც...
ქორწილია! ქორწილი!
„ვალენსიას’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი სანტიაგო კანისარესი ბედნიერია, ის მესამედ ქორწინდება. ამჯერად მისი ცოლი გახდება ქალი სახელად ნოემი, რომელიც წარსულში ცნობილმა მეკარემ ოთხი თვის წინ გაიცნო. ეს ამბავი რადიოპოდკასტ El Partido de COPE-ში თავად კანისარესმა მოყვა. ქორწილი 14 ნოემბერს არის დანიშნული. „არ გვინდა დრო დავკარგოთ. გვსურს რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთ, ― თქვა ვეტერანმა, რომელიც...
ჰაკიმის გაუპატიურების ბრალდება გაუხსენეს
არგუმენტებიც ნაცნობია და რიტორიკაც იგივეა, ამ ტიპის საქმეებში ბრალდებულები რომ იყენებენ: გადაცემაში სახელწოდებით Clique აჩვენეს აშრაფ ჰაკიმის ინტერვიუს ფრაგმენტები, სადაც „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავი მისთვის წაყენებულ ბრალდებაზე ვრცელ პასუხებს სცემს. აგვისტოს დასაწყისში ნანტერის პროკურატურამ ო-დე-სენის სასამართლოს სისხლის სამართლის დეპარტამენტს მიმართა თხოვნით განეხილა საქმე გაუპატიურების შესახებ. სავარაუდო დანაშაული 2023 წლის თებერვალში მოხდა. 2023 წლის მარტში 24 წლის...









