ესპანეთმა საუდის არაბეთს 4:0 მოუგო. ლამინ იამალმა თავიდან ითამაშა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, რომლშიც „ლა როხამ“ კაპე ვერდეს ვერ აჯობა (0:0) 18 წლის ვარსკვლავმა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი დაჰყო. მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თქვა, რომ ეს გეგმის ნაწილი იყო, გეგმა კი ტრავმამ განაპირობა, რომელსაც იამალი აპრილიდან მკურნალობდა. საუდის არაბეთთან შეხვედრას იამალმა დაღი მალევე დაასვა....
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ქარხნის მუშის გაბრწყინება
დიდი ხანი არ არის მას მერე, რაც გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მას საჯაროდ აკრიტიკებდა, მაგრამ ეთნიკურად იეზიდი დენიზ უნდავი მაინც მსოფლიოს ჩემპიონატზეა და ამტკიცებს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. მან კოტ დ’ივუარის ნაკრების კარში ორი გოლი გაიტანა, ჩამორჩენა შემოატრიალა და „ბუნდესმანშაფტი“ ფლეი-ოფის სტადიაზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ გერმანელები ბოლო ორ მუნდიალზე, 2018 და 2022 წლებში...
ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
ესპანური პრესის თანახმად ლამინ იამალი შეიცვალა. „ლა როხასა“ და „ბარსელონას“ ვარსკვლავი დაღვინებულა. ამას ადასტურებენ მისი თანაგუნდელები და მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტეც. ყველას ახსოვს როგორ ღლაბუცობდა იამალი ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე. რასაკვირველია ის წლეულს სხვა ადამიანად არ ქცეულა, მისი მხიარული ბუნება არსად გამქრალა, მაგრამ ესპანეთის ნაკრების მოთამაშეების თქმით, უმცროს თანაგუნდელს ცვლილება ეტყობა. 2026 წლის...
ალჟირმა პროტესტი შეიტანა
ალჟირმა მსოფლიოს ჩემპიონატის J ჯგუფის შეხვედრაში არგენტინასთან 0:3 წააგო (სამი გოლი ლეო მესიმ გაიტანა), მაგრამ მიაჩნია, რომ მსაჯებმა დაჩაგრეს და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას შესაბამის კომიტეტში პროტესტი შეიტანა. ამ შეხვედრის არბიტრი გახლდათ პოლონელი სიმონ მარჩინიაკი. ალჟირელების აზრით მსაჯმა უპირველეს ყოვლისა 32-ე წუთზე მიიღო ალჟირელთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, როდესაც აისა მანდის წინააღმდეგ უხეშობისთვის ლეო მესი არ დასაჯა....
სეზონი 37 ქართველით
2025/2026 წლების სეზონის მსვლელობისას საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დივიზიონ პრო დ2-ში ქართველთა საოცარმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა – 37-მა! ფანტასტიკური რიცხვია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული სეზონი ქართველების გარეშე ერთბაშად 4-მა კლუბმა განვლო – „კოლომიემ“, „ბეზიემ“, „დაქსმა“ და „ანგულემმა“. ყველაზე მეტი მატჩი გასულ ჩემპიონატში ლიგიდან გავარდნილი „მონ-დე-მარსანის“ ბურჯმა ლუკა გოგინავამ და „ნევერის“ კვაჭმა ლუკა პეტრიაშვილმა ჩაატარეს...
ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
ინებეთ, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ფეხბურთი ამერიკაში არ უყვართ და ფეხბურთელებს ვერ ცნობენ: ერლინგ ჰოლანდი ნიუ იორკში თავისუფლად დადის. მას ვერავინ ცნობს. ღია ფერის კეპითა და მზის დიდი სათვალით მოკაზმული ნორვეგიელი მანჰატენზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. ფოტოები მან სოციალურ მედიაში თავად გამოაქვეყნა. მათზე ჩანს, თუ როგორ პოზირებს ჰოლანდი ჯერ ტაიმს-სკვერზე, შემდეგ კი ცნობილი „კაცის დელიკატესის“ წინ....
დაბერდა!
ასაკი ასე არავის დასტყობია. „ოქროს ბურთის“ ხუთგზის ლაურეატმა, 41 წლის კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი მიზნები დაისახა, მაგრამ ორგანიზმი აღარ ემორჩილება, რაც პორტუგალიისა და კონგოს შეხვედრაში (1:1) თვალნათლივ გამოჩნდა. ორ მცველს ახსელ ტუანზებესა და შანსელ მბემბას შორის ჩაკარგული თავდამსხმელი სრულიად უკბილო ფეხბურთს თამაშობდა. – გქონდათ თუ არა რონალდუს საწინააღმდეგო კონკრეტული გეგმა? – ჰკითხეს მატჩის შემდეგ...
დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
იან დიომანდეზე ტაციაობაა. კოტ დ’ივუარელი გარემარბის „ლაიფციგიდან“ გადაბირება „ლივერპულს“ და „პარი სენ ჟერმენს“ სურთ. 19 წლის ვარსკვლავმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ეკვადორის 1:0 დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა. მატჩის დამთავრების შემდეგ მას beIN Sports-მა პრემიერლიგაში გადასვლის პერსპექტივაზე ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა: „მართალია „ლაიფციგის“ მოთამაშე ვარ, მაგრამ რატომაც არა. ამ საკითხებს ჩემი აგენტი მოაგვარებს. პირადად მე დღესდღეობით მსოფლიოს...
დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
„წყლის შესვენებისა“ და ჩვეულებრივზე მეტი წამატებული წუთის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშები იწელება და ეს ლოგიკურია, მაგრამ გაუგებარია რატომ დაიწყო ბევრი შეხვედრა დანიშნულ დროზე გვიან. BBC დააკვირდა, რომ ჰაიტისა და შოტლანდიის თამაში 2 წუთითა და 42 წამით გვიან დაიწყო, ბრაზილია-მაროკო 4 წუთითა და 27 წამით გვიან, ყატარისა და შვეიცარიის შეხვედრაში მსაჯმა 4 წუთითა და 53 წამით...
თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
ესპანეთის ნაკრები კაპე ვერდესთან 0:0 დამთავრებულ შეხვედრაში აღმაფრენას ეძებდა, ხალხი კი ლამინ იამალის გამოსვლას ითხოვდა. ევროპის ჩემპიონს მომენტები ჰქონდა ― ოცდაშვიდჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან შვიდჯერ კარში, მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტი 2.29-ს უდრიდა, მაგრამ… საბოლოოდ „ლა როხას“ კარგად ორგანიზებულ კონცხელებთან მაინც გაუჭირდა. ესპანელებმა ვერაფერი გააწყეს 40 წლის მეკარე ვოჟინიას წინააღმდეგ, რომელმაც 7 დარტყმა მოიგერია. ლუის დე ლა...









