საფრანგეთის ნაკრების ყოფილ შემტევ ტონი ვერელს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს 11 წლის წინანდელი დანაშაულის გამო: ვერელი და მისი ძმები ღამე ერთ-ერთი ბარიდან გამოაგდეს, სადაც დებოში აუტეხავთ. დაცვის თანამშრომლებს ცრემლსადენი გაზი გაუშვიათ. ვერელი და მისიანები წასულან, მერე კი პისტოლეტითა და ბეისბოლის ჯოხებით დაბრუნებულან. სამი კაცი დაჭრეს. ვერელის ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული. იყო „ლიონში“, „ბორდოში“, „ლანსში“....
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ბოლო ტური ტკბილად მახსოვს
„ინტერის“ მწვრთნელი სიმონე ინძაგი იტალიის ჩემპიონობის იმედს იტოვებს. რა უნდა მოხდეს საამისოდ? თავად უნდა მოიგონ „სამპდორიასთან“ და „მილანმა“ უნდა წააგოს „სასუოლოსთან“… ინძაგი იხსენებს იმ პერიოდს, როცა თავად თამაშობდა. 2002 წელს ინძაგი „ლაციოში“ იყო და ბოლო ტურში „ინტერი“ გაამწარა – 4:2. ერთი გოლი სწორედ მან გაუტანა და ჩემპიონობა წაართვა. სკუდეტო მაშინ „იუვენტუსმა“ მოიგო. ეს დრამა იყო....
Neuro11
იურგენ კლოპს ჰკითხეს, თუ როგორ ახერხებს „ლივერპული“ პენალტებში ყოველთვის მოგებას. წლეულს ორი ფინალი უკვე „გადააგორეს“ ასე, პენალტების სერიაში, ორივეჯერ „ჩელსისთან“. „ყველამ ვიცით, რომ ეს ლატარეაა. სხვა აზრი არც მე მაქვს, მაგრამ ფაქტია, ისევ მოვიგეთ. ვმუშაობთ კომპანია Neuro11-თან, სადაც 4 გერმანელი ბიჭიცაა. კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე წლის წინ დაგვიკავშირდნენ. ისინი ნეირობიოლოგები არიან. შემოგვთავაზეს პენალტების სერიაზე გავარჯიშებთო. დავინტერესდით:...
ქაღალდები ჩემთვის ძვირფასია…
ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ ულტრასების პროტესტის მიუხედავად „ნაპოლიდან“ წასლას არ აპირებს. დღესაც არის საუბარი, რომ სპალეტის ნაცვლად შესაძლოა რობერტო დე ძერბი ან ვინჩენცო იტალიანო დაინიშნოს. „ნაპოლი“ კი იმიტომ უფრო გვაინტერესებს, რომ ზაფხულიდან იქ ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს: „ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბი სწორ გზაზე ვდგავართ. რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონშიც ჩვენ ვიქნებით მწვრთნელები. ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო მეტს...
მიკოლი ციხიდან გამოუშვეს
იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევი ფაბრიციო მიკოლი ციხიდან გაათავისუფლეს. მას 3,5 წელი ჰქონდა მისჯილი, შარშან ნოემბერში დააპატიმრეს და პირობითი სასჯელით გამოუშვეს. მიკოლის მაფიოზური კავშირები და კრიმინალური გზით ფულის გამოძალვა დაუმტკიცდა. „იცოდეთ, მე ფეხბურთელი ვარ და არა მაფიოზი. სიკეთის გაკეთბა მსურდა და ვერ ვხვდებოდი, თუ ვისთან ვიჭერდი საქმეს“, – თქვა მაშინ მიკოლიმ. ფაბრიციო მიკოლი „იუვენტუსში“, „პალერმოში“ და...
ვინ იჯდება დღეს ვალენსიას თამაშზე VAR-თან?
მიმდინარე სეზონში „ვალენსიას” მსაჯებთან სულ პრობლემები აქვს. მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ბევრჯერ დაუჩივლია მსაჯთა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია VAR-ის ტენდენციურობის გამო. „ღამურებსა” და მათ გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ტელე-არბიტრებმა ბევრი ქულა დააკარგვინეს. ერთ-ერთი მსაჯი, ვისთანაც „ვალენსიას” პრეტენზია აქვს, გახლავთ ხავიერ იგლესიას ვილიანუევა, რომელიც დღეს საღამოს ბარსელონაში „ესპანიოლისა” „ჩეების” შეხვედრას მონიტორიდან გაუძღვება. მოედანზე მთავარი არბიტრი იქნება ალეხანდრო მუნისი....
ეფენბერგი უკრაინისკენ
„ბაიერნის“ ლეგენდა შტეფან ეფენბერგი საკუთარ მაისურას ჰყიდის, რათა უკრაინაში დაზარალებულ ადამიანებს დაეხმაროს… ოღონდ ეფენბერგი არა „ბაიერნის“, არამედ „გლადბახის“ მაისურას ჰყიდის – კლუბისას, სადაც საკმაო ხანს თამაშობდა. აუქციონი უკვე დაწყებულიცაა. მაისურას გლადბახელთა მაშინდელი ფეხბურთელების ავტოგრაფები ამშვენებს. სხვათა შორის, ამ ომის პერიოდში პირველად მოხდა, რომ უკრაინის ნაკრებმა ითამაშა. ეს იყო ამხანაგური და სწორედ „გლადბახთან“. უკრაინელებმა 2:1 მოიგეს....
მისნაირი ჭკვიანი არავინ მინახავს
ათი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც პეპ გვარდიოლამ „ბარსელონა” დატოვა, გულშემატკივრები კი დღემდე მისტირიან. როგორც ჩანს იმავეს განიცდიან ფეხბურთელებიც. ეს გამოამჟღავნეს სერხიო ბუსკეტსმა, დანი ალვეშმა და სულ ბოლოს ჟერარდ პიკემ. არადა, ამ ბოლო დროს გვარდიოლას აკრიტიკებენ. მიზეზი: „ბარსელონას” შემდეგ მან ჩემპიონთა ლიგა ვეღარავის მოაგებინა. ეს კრიტიკა განსაკუთრებით მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალში, „მანჩესტერ სიტის” „რეალთან” დრამატული მარცხის...
მესი შემოსავალშიც პირველია
ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების დიდვარსკვლავი ლიონელ მესია. 2021 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე ლეომ 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 75 მილიონი ჯამაგირია, დანარჩენი კი სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები. მეორე ადგილზე „ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გავიდა – 121,2 მილიონი დოლარით. მესამეზე...
ევროპა ბერლინისკენ!
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა წლეულს 9 ოქტომბერს გაიმართება. შესარჩევი მატჩები კი გაისად მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ფინალურ ეტაპს რაც შეეხება, 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. დამტკიცდა, რომ ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ჩატარდება, ხოლო გახსნა – მიუნხენის „ალიას არენაზე“. ბერლინისა და მინხენის გარდა, კონტინენტის პირველობას გერმანიის კიდევ 8 ქალაქი უმასპინძლებს –...









