ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ ულტრასების პროტესტის მიუხედავად „ნაპოლიდან“ წასლას არ აპირებს. დღესაც არის საუბარი, რომ სპალეტის ნაცვლად შესაძლოა რობერტო დე ძერბი ან ვინჩენცო იტალიანო დაინიშნოს. „ნაპოლი“ კი იმიტომ უფრო გვაინტერესებს, რომ ზაფხულიდან იქ ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს:„ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბი სწორ გზაზე ვდგავართ. რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონშიც ჩვენ ვიქნებით მწვრთნელები. ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო მეტს მივაღწიოთ, ვიდრე ახლა.
…ზოგჯერ ვგრძნობდი, რომ მხოლოდ მე მჯეროდა „ნაპოლის“ წარმატების. ბევრმა ფანმა კლუბთან კავშირი გაწყვიტა. არადა, ვბრუნდებით ჩემპიონთა ლიგაში. უბრალოდ, სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოვშორდით.
…რამდენიმე გულშემატკივარმა მითხრა, რომ ულტრასების პოიზიციას არ იზიარებს და ჩემი სჯერა. მანქანაზე წარწერებიც დამიტოვეს. ეს ქაღალდები ჩემთვის ძალიან ძვირფასია“.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
