ერიკ ტენ ჰაგს სთხოვეს არ აჩქარდეს. მართალია, ბოლო პერიოდში მარკუს რეშფორდი ცუდ ფორმაშია, მაგრამ 24 წლის თავდამსხმელს ჯერ კიდევ დიდი მომავალი ელის და მისი თავიდან მოშორება სწორი არ იქნება. ფოტოზე ხედავთ ტენ ჰაგსა და მის აგენტ კის ვოსს, რომლებიც „მანჩესტერ იუნაიტედის” ლონდონის ოფისიდან გადიან. აქ ისინი კლუბის წარმომადგენლებს ახალი თავდამსხმელის შეძენაზე ელაპარაკებოდნენ. როგორც ითქვა ტენ...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ნუ უსტვენთ!
მარკო ვერატიმ უკმაყოფილება გამოთქვა, მაყურებლები პსჟ-ის თამაშებზე გვისტვენენო, ანუ, ფაქტიურად, შინაც გასვლაზე ვთამაშობთო… ეს მითუმეტეს „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაში წაგების მერე (1:3). „ვიდრე პროფესიონალი გავხდებოდი, „პესკარას“ ფანი ვიყავი. ჩემპიონატი არასოდეს მოგვიგია, სულ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, მაგრამ თამაშების ყურებით ვტკბებოდი მაშინაც კი, როცა გუნდი აგებდა. … პსჟ-ში სხვანაირადაა. აქ სულ ლაპარაკობენ, რომ პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა დიდი ფეხბურთელები...
ლივერპული საჩემპიონო აღლუმს გამართავს
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ საჩემპიონო აღლუმი დაგეგმა. ღონისძიება ლივერპულში გაიმართება 29 მაისს. ეს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღეა, რომელშიც მერსისაიდელები მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან. 22-ში კი პრემიერლიგის ბოლო ტური ელით, რომლის შემდეგაც დიდი ალბათობით ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდება… მაშ რაშია საქმე? საინტერესო ის არის, რომ ლივერპულელები ინგლისის ორივე თასის (ლიგის და ასოციაციის) მოპოვებას აღნიშნავენ, ამიტომ მნიშვნელობა არ...
რად მინდა მესი?
მილენა ფორადაკამ თქვა, რომ ლეო მესი ეკურკურება და შეხვედრას სთხოვს. ჯერ იმაზე, თუ ვინაა მილენა ფორადაკა. პარაგვაელი მოდელი, რომელიც მსოფლიოს 7-გზის საუკეთესო ფეხბურთელს ესპანეთში შეხვედრია ერთერთ წვეულებაზე. ფორადაკა: „ეს ფეხბურთელები ყველანი ღორები არიან, ცოლებს ღალატობენ. მესის ჩემთან სურდა, მაგრამ უარი ვუთხარი. რად მინდა? ოჯახი ჰყავს. და რაც მთავარია, არაფერს არ ვიგონებ, არაფერში მჭირდება“. ისე, ლეო...
ჩეფერინის რეალი უკვირს და ეამაყება
უეფას პრეზიენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა 28 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა. „ლივერპული“ თუ „რეალი“ ? ჩეფერინმა თქვა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ მადრიდელთა გასვლას არ ელოდა… „როგორც ჩანს, „რეალს“ ცხრა სიცოცხლე აქვს, როგორც კატას. ძალიან გამოცდილი გუნდია, რომელსაც, ვფიქრობ, დაცვაში აქვს პრობლემები. ჰყავთ ქარიმ ბენზემა, რომელიც მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელად მიმაჩნია. ლუკა მოდრიჩი კი წლების მატებასთან...
შაქირი – ხელფასი არაა შაყირი
შვეიცარიელი ნახევარმცველი შერდან შაქირი ამერიკული მლს-ის ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი ყოფილა. შაქირი „ჩიკაგო ფაირში“ თამაშობს და წელიწადში 7,5 მილიონ ევროს საბაზისოდ იღებს, ხოლო სეზონის ბოლოს ეს ანაზღაურება 8,3 მილიონი ევრო გახდება. აქამდე ყველაზე მეტს წელიწადში ზლატან იბრაჰიმოვიჩი იღებდა: 7,2 მილიონს 2019 წელს. შაქირი ამ ზამთარს ფრანგული „ლიონიდან“ გადავიდა ჩიკაგოს კლუბში. 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და...
მურთი: ლივერპული განავალია
როგორც იცით, ესპანურმა გაზეთმა „სუპერდეპორტემ” „ვალენსიას” პრეზიდენტის ანილ მურთის საუბრების ჩანაწერები მოიპოვა და აქვეყნებს. ჩვენ უკვე გვეწერა იმის შესახებ, თუ რა თქვა მურთიმ მწვრთნელ ხოსე ბორდალასსა და ნახევარმცველ კარლოს სოლერზე, ახლა კი ვთქვათ, რა თქვა მან ხუთ ვალენსიელ ბიზნესმენთან შეხვედრის დროს. „ლივერპული როგორც ქალაქი მძ…რია, მაგრამ მას ჰყავს კლუბი, რომელმაც 20 წლის წინ ბიუჯეტის გასაზრდელად...
ფარეხიდან ფერარი გამოიყვანა
„ლივერპულმა” „საუთჰემპტონს” 2:1 მოუგო და „მანჩესტერ სიტის” ერთი ქულით ჩამორჩება. დარჩა ბოლო ტური. საუთჰემპტონში იურგენ კლოპმა შაბათის (ფეხბურთის ასოციაციის თასის) ფინალთან შედარებით ცხრა კაცით გადასხვაფერებული შემადგენლობა ათამაშა. მერსისაიდელები თავიდან ჩამორჩნენ — მე-13 წუთზე ნეითან რედმონდმა გახსნა ანგარიში, მაგრამ 27-ე წუთზე ტაკუმი მინამინომ გაქვითა, 67-ზე კი ჟოელ მატიპმა გამარჯვების გოლი შეაგდო. კლოპმა თქვა: „თამაშით ძალიან კმაყოფილი...
წახვალ? მოგკლავ!
ესპანურ პრესაში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც „ვალენსიას“ პრეზიდენტი ანილ მურტი გუნდის წამყვან ფეხბურთელ კარლოს სოლერს ემუქრება. საქმე ეხება „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერს. სოლერს კონტრაქტი უმთავრდება „ვალენსიასთან“ და არ აგრძელებს. აუდიოჩანაწერში კი ისმის: „იანვარში უფასოდ თუ წახვალ, მოგკლავ! პრესით. 100 000 ევროს დავდებ ამისთვის… ეს იმიტომ, რომ შენ აკადემიაში გაიზარდე, კლუბმა დიდი თანხა დაგახარჯა და ახლა შენ უნდა...
რუსეთი სტენლის თასს ვერ ნახავს
ნაციონალური ჰოკეის ასოციაცის (NHL) წესებით, „სტენლის თასის“ გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშეს უფლება აქვს ეს ჯილდო საკუთარ ქვეყანაში ჩაიტანოს და იქაური გულშემატკივრები გაახაროს. თუმც, წლეულს გამონაკლისი იქნება. NHL-ის კომისიონერის მოადგილე ბილი დეილი ამბობს, რომ წლეულს გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში რუსი ჰოკეისტი თუ იქნება, „სტენლის თასს“ საკუთარ ქვეყანაში ვერ ჩაიტანს. „არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკითხი ამ დროისთვის...









