როგორც იცით, ესპანურმა გაზეთმა „სუპერდეპორტემ” „ვალენსიას” პრეზიდენტის ანილ მურთის საუბრების ჩანაწერები მოიპოვა და აქვეყნებს. ჩვენ უკვე გვეწერა იმის შესახებ, თუ რა თქვა მურთიმ მწვრთნელ ხოსე ბორდალასსა და ნახევარმცველ კარლოს სოლერზე, ახლა კი ვთქვათ, რა თქვა მან ხუთ ვალენსიელ ბიზნესმენთან შეხვედრის დროს.
„ლივერპული როგორც ქალაქი მძ…რია, მაგრამ მას ჰყავს კლუბი, რომელმაც 20 წლის წინ ბიუჯეტის გასაზრდელად ინტერნაციონალიზაციის პროცესი დაიწყო და ჯამში მილიარდი დახარჯა. ლივერპულსა და ვალენსიას თუ შეადარებთ, ნახავთ, რომ სხვაობა უზარმაზარია. იქ დიდი ინდუსტრია აქვთ, კლუბი ადგილობრივებისაა — მათ ჰყავთ ფანები, გულშემატკივართა კლუბები და სხვა… ოღონდ, ესაა, „ლივერპული” საერთაშორისო ორგანიზაციაა.
ნიუკასლი როგორც ქალაქი მძ..რია, მაგრამ ჰყავს სპონსორი, რომელიც… მოკლედ, რის თქმა მინდა: „ვალენსიამ” თავისი ბრენდის ექსპორტზე გატანა უნდა ისწავლოს. ჩვენ ამ ქალაქში ვცადეთ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა”, — თქვა ანილ მურთიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
