ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა წლეულს 9 ოქტომბერს გაიმართება.
შესარჩევი მატჩები კი გაისად მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ფინალურ ეტაპს რაც შეეხება, 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.
დამტკიცდა, რომ ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ჩატარდება, ხოლო გახსნა – მიუნხენის „ალიას არენაზე“.
ბერლინისა და მინხენის გარდა, კონტინენტის პირველობას გერმანიის კიდევ 8 ქალაქი უმასპინძლებს – დორტმუნდი, ჰამბურგი, დიუსელდორფი, კიოლნი, გელზენკირხენი, ლაიფციგი, ფრანკფურტი, შტუტგარტი.
გერმანიის გარდა ჩემპიონატში კიდევ 23 ქვეყნის გუნდი ითამაშებს … ევროპის 55 ქვეყნიდან 23 გავა და ეს საქართველოსთვის შანსია. ბევრად მეტი შანსი, ვიდრე ეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევშია ხოლმე.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
