„ბარსელონას“ სამ ფეხბურთელს, უსმან დემბელეს, სამუელ უმტიტის და ჭაბუკ გავის კორონავირუსის ტესტისას დადებითი პასუხები დაუდასტურდათ. სამივე თვითიზოლაციაში გადავიდა და როგორც კლუბის პრესსამსახური გვამცნობს, თავს კარგად გრძნობენ. შეგახსენებთ, რომ 27-28 დეკემბერს გუნდის კიდევ ოთხ ფეხბურთელს: დანი ალვეშს, კლემან ლანგლეს, ჟორდი ალბასა და ალეხანდრო ბალდეს შეეყარათ ვერაგი ვირუსი. მორიგი კალენდარული მატჩი კატალონიელებს 2 იანვარს უწევთ სტუმრად „მალიორკასთან.“...
Author: სოლომონ გულისაშვილი
ტორესი ბარსას მიუახლოვდა
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, დაადასტურა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აგრძელებს მოლაპარაკებებს „ქალაქელების“ ესპანელი შემტევის, ფერან ტორესის ტრანსფერის თაობაზე. „იანვარში ჩვენ თავდამსხმელის ყიდვას არ ვაპირებთ. ფერან ტორესი და „ბარსელონა“? ოფიციალურად ჯერ ცნობილი არაფერია. თუმცა ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და მხარეები თითქმის შეთანხმებულები არიან ტრანსფერზე“, – ამბობს გვარდიოლა. ესპანური მედია კი წერს, რომ 21 წლის ტორესი...
სანე ზედიზედ მესამედ
საადაპტაციო პერიოდის შემდეგ ლეროი სანე ზედიზედ მესამედ გახდა მიუნხენის „ბაიერნის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელი. ნოემბერში 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირში „ბაიერნის“ მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. სანე „ბაიერნის“ საუკეთესო მოთამაშედ სექტემბერ-ოქტომბერშიც დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ სანე 2016-20 წლებში „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა, სადაც „შალკედან“ გადავიდა. „ბაიერნში“ 2020 წლიდან თამაშობს და...
ეშმაკი ლაპორტა
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ დაამტკიცა „კამპ ნოუს“ სტადიონის რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც 1,5 მილიარდი ევრო დაჯდება. ეს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ფინანსურ კრიზისშია. კატალონიელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ეშმაკურად მოიქცა. ამ უფულობის ჟამს რეკონსტრუქციის (თავად „კაპიტალურ რემონტს“ უწოდებს) წამოწყება პირდაპირ ვერ გაბედა („ბარსელონას“ ვალმა ხომ 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა) და კლუბის წევრებს შორის ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა. სხვათა შორის, ასეთი...
დინამომ სეზონი დაიწყო
გასულ სექტემბერს „დინამო“ თბილისში ახალი სპორტული დირექტორი, ყოფილი დინამოელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი მივიდა. ის გამოცდილი მენეჯერია. ბოლოს სოლიგორსკის „შახტარში“ მუშაობდა ამავე თანამდებობაზე და წარმატებითაც. ბელარუსულ კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოიგო. მაშინ „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა მას და ახალ მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმეს. სეზონი დამთავრდა და...
სალერნიტანას გასაჭირი
31 დეკემბრამდე „სალერნიტანას“ თუ მყიდველი არ გამოუჩნდა, კლუბი შეიძლება იტალიის სერია A-დან მოკვეთონ და დიდი ჯარიმებიც დაადონ. საქმე ის არის, რომ „სალერნიტანას“ ფაქტობრივი მფლობელი „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტოა. კლუბი მის ჰოლდინგს ეკუთვნის. სერია A-ს წესებით კი ერთ ადამიანს ორი კლუბის ფლობა არ შეუძლია. ისე, საინტერესოა, აქამდე რატომ მიიყვანეს საქმე?.. 17 ტურის შემდეგ, „სალერნიტანა“ სერია A-ს...
ინტერი ერიკსენს გაათავისუფლებს
„ინტერი“ თავის დანიელ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. მილანური კლუბი ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს, რათა მსურველმა კლუბმა ის უფასოდ აიყვანოს. არადა, კრისტიანს არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის დროს, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, ერიკსენს გული გაუჩერდა, რის შემდეგაც მას კარდიოდეფიბრილატორი ჩაუყენეს. ასეთი აპარატით კი იტალიურ ლიგაში თამაში...
სარის კრება
მაურიციო სარის უცნაური ქცევები არახლია საფეხბურთო საზოგადოებისთვის. მოგეხსენებათ, ამჟამად ის რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელია. ამას წინებზე მან ვარჯიში გააუქმა და ფეხბურთელებს კრება ჩაუტარა. საქმე ის არის, რომ ყველა ტურნირში ბოლო ხუთი მატჩიდან, „ლაციომ“ მხოლოდ ერთი მოიგო. კლუბის პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს მოთმინების ფიალა კი თითქმის ბოლომდე ავსებულა. ამიტომ სასწრაფოდ რაღაც არის მოსაფიქრებელი. ფეხბურთელები კი თავს არ...
აგუერო 15 დეკემბერს წავა
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, გულის პრობლემების გამო, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა და ამის შესახებ 15 დეკემბერს ოფიციალურად გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ ვეტერანი არგენტინელი ესპანური პრიმერას „ალავესთან“ (1:1) მე-12 ტურის მატჩის პირველ ტაიმში შეცვალეს გაუარესებული ტაქიკარდიის გამო. მალევე ექიმებმა თქვეს, რომ აგუერო ამ მიზეზით მინიმუმ სამ თვეს ვერ ითამაშებდა. არგენტინელი კატალონიურ კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა...
გაგრა დაბრუნდა, ტორპედო – დარჩა
კვირას ერონული ლიგის ფლეი აუტის საპასუხო მატჩები გაიმართა. „გაგრამ“ „შუქურას“ თბილისის ზღვის ბაზაზე უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა და რახან პირველი შეხვედრა უგოლოდ დამთავრებულიყო, ეროვნული ლიგის საგური მოიპოვა. „გაგრა“ უძლიერესთა მარაქას 10 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ერთადერთი ბურთი მე-8 წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა. საინტერესოა, რომ გაგრელებს მანამდე კიდევ ორჯერ ეთამაშათ ფლეი აუტში და ორივეჯერ დამარცხებულიყვნენ. მეორე წყვილის დაპირისპირებაში...









