„ბაიერნის“ 32 წლის თავდამსხმელმა, თომას მიულერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კლუბიდან ჯერ არავინ დაკავშირებია.
„კლუბიდან არავინ შემხმიანებია. ვნახოთ, რა იქნება ახლო მომავალში“, – ამბობს მიულერი.
თომასი „ბაიერნის“ ძირითად გუნდში 2007 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 20 მატჩი გამართა, 6 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. მის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
ბრიტანელები კი წერენ, რომ მიულერით პრემიერლიგის ორი კლუბი – „ევერტონი“ და „ნიუკასლი“ დაინტერესდა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
