კამერუნის ნაკრების თავდამსხმელმა, აფრიკის ერთა თასის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირმა (6 გოლი), ვენსან აბუბაქარმა, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეტოქე მოჰამედ სალაჰის თამაშით აღფრთოვანებული არ არის.
„სალაჰი შესანიშნავ სეზონს ატარებს პრემიერლიგაში და თავისი ქვეყნის ნაკრებს ხშირად ეხმარება ტურნირების გვიან ეტაპამდე გასვლაში. წარმატებებს ვუსურვებ. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს.
მაგრამ ის არ ახდენს ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. ამას პირდაპირ ვამბობ, რადგან პატიოსანი კაცი ვარ და საკუთარი თვალთახედვა მაქვს მოვლენებზე. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას რომ ახდენდეს, ამასაც პირდაპირ ვიტყოდი.
მოჰამედი კარგი ფეხბურთელია, ბევრი გოლებიც გააქვს. მაგრამ, არ მგონია, ის მბაპეს დონის მოთამაშე იყოს.“ – დასძენს კამერუნელი.
კამერუნი-ეგვიპტის ნახევარფინალური მატჩი დღეს, 3 თებერვალს გაიმართება კამერუნის ქალაქ იაუნდეში, „ოლემბეს“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
