Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
მთავარი ლომი ბავშვებს დაერია
ჩანაწერი

მთავარი ლომი ბავშვებს დაერია

ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა თავისი ქვეყნის 17- წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები გაკიცხა. მოგეხსენებათ, „ჭაბუკი ლომები“ ახლახან ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ფინალში ესპანელებს 5:2 მოუგეს და წარმატების აღნიშვნისას მაისურები შემოიბრუნეს. „მესმის, რომ ძალიან ახალგაზრდები არიან და ამ მომენტში განსაკუთრებულ ექსტაზში იყვნენ, მაგრამ ცოტა ლოგიკურადაც ხომ უნდა იფიქრონ?! ვიმედოვნებ, მომავალში გაითავისებენ, რომ „სამი ლომის“...

ინგლისური რევანში და იმედი
ჩანაწერი

ინგლისური რევანში და იმედი

საინტერესო ამბები ხდება ბოლო დროს. ინგლისელებმა, რომელებიც 1966 წლის მერე სანაკრებო დონეზე ვერაფერი შვილები იყვნენ, უცებ ლამის ყველაფერი მოიგეს… წლეულს მაისში 20 წლამდელმა „ახალგაზრდა ლომებმა“ კორეული ტურნირის ფინალში ვენესუელას სძლიეს და ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მერე, ივლისში, 19-წლამდელებმა საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იპირველეს. გორულ ფინალში  პორტუგალიელ თანატოლებს სძლიეს. ახლა კი ინდოეთში დასრულებულ ტურნირზე გადამწყვეტ...

იბრა მანჩესტერში დაბრუნდა
ჩანაწერი

იბრა მანჩესტერში დაბრუნდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდა და მალე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. მაგრამ იბრა რისი იბრა იქნებოდა, ხმაურიანად არ დაბრუნებულიყო. ბოსნიელმა შვედმა ჯერ გვარიანდ იოხუნჯა გასახდელში, შემდეგ კი საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თანაგუნდელებთან: ერიკ ბაილისთან და დავიდ დე ხეასთან ერთადაა აღბეჭდილი. მაგრამ ჰოი საოცრებავ, გამოქვეყნებისთანავე იბრა ვისღა ახსოვდა, ყველა ბაილის ნეკა თითზე გადაირია.მანჩესტერის ქომაგებმა...

საქართველოს ერთა ლიგაში კვიპროსი და ბელარუსი შეაცილებს
ჩანაწერი

საქართველოს ერთა ლიგაში კვიპროსი და ბელარუსი შეაცილებს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ორი ამხანაგური მატჩის შესახებ გამოაცხადა. დღეს ითქვა, რომ ჩენი ეროვნული გუნდი 10 ნოემბერს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ კვიპროსს დაუხვდება, ხოლო 13-ში, ქუთაისში, ბელორუსს უმასპინძლებს. სათქმელია, რომ აქამდე საქართველოს ნაკრებს თბილის გარეთ მეტოქეები გურჯაანში ( 1992, აზრებაიჯანთან 6:3),  ბათუმში (1994 და 1997, ბრაზილიურ „პალმეირასთან“ 0:1 და მოლდოვასთან...

ქართველების წასაკითხი კაცების საგა
ჩანაწერი

ქართველების წასაკითხი კაცების საგა

საგების მწერალი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად დავწერდი დღევანდელი ისლანდიის ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელების, მათი მამა-პაპის და კიდევ იმათ წინაპართა ისტორიებს. ეს გულადი ხალხი მართლაც იმსახურებს ამას. საგა უძველესი სკანდინავიური თხზულებებია, რომლებშიც, სანამ მოქმედ პერსონაჟზე მოგვითხრობდნენ, ლამის ყველა მის წინაპარს ჩამოთვლიდნენ ხოლმე. ეს პატივსცემის ნიშანი გახლდათ საგვარეულოს მიმართ. განა არ არიან მაგრები?! აბა, რომელს ვიცნობთ პიროვნულად ფეხბურთში?! ალბათ, ევერტონელ...

საბარგულიდან დაწყებული 5:0
ჩანაწერი

საბარგულიდან დაწყებული 5:0

პარასკევს რვა საათზე, უელსის ნაკრები „დინამო არენაზე“ მეორედ ითამაშებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ჯგუფში სატურნირო ვითარება ისეთია, აუცილებლად მოგება სჭირდებათ. „დრაკონები“ ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებულები ჩანან. კარგად ახსოვთ 23 წლის წინანდელი კოშმარი – 0:5 ქართველებისგან. მათი მწვრთელი კრის კოულმენი (სხვათა შორის, მათთვის იმ ავადსახსენებელი მატჩის მონაწილე) თავის ფეხბურთელებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და  აფრთხილებს: ქართველებთან „თხელ ყინულზე“ მოგვიწევს...

ვითომ სიახლე? საქართველოს ნაკრები მეოთხე ლიგაში ითამაშებს!
ჩანაწერი

ვითომ სიახლე? საქართველოს ნაკრები მეოთხე ლიგაში ითამაშებს!

სექტემბერში უეფამ  საბოლოოდ დაამტკიცა ერთა ლიგის ფორმატი და რეგლამენტი. ახალი პროექტის პირველი მატჩი 2018 წლის 6 სექტემბერს გაიმართება. ერთა ლიგა უეფას ახალი ტურნირია, რომელმაც ბევრის აზრით, მოსაწყენი და უმოტივაციო ამხანაგური მატჩები უნდა ჩაანაცვლოს. საიდუმლო არ არის, უკვე კარგა ხანია მოთამაშეები, მწვრთნელები და გულშემატკივრები სულ უფრო ნაკლები სერიოზულობით ეკიდებიან მსგავს მატჩებს. ახალ შეჯიბრს  კი სატურნირო მოტივაციაც...

ზემეტრანსფერე
ჩანაწერი

ზემეტრანსფერე

წლევანდელი  ზაფხულის ცხელი ტრანსფერების  მთავარი „გმირი“  ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ყატარელი მფლობელი, ნასერ ალ ხელაიფი გახდა. უმდიდრესი და ხალისიანი 43 წლის კაცი, რომელმაც ყველას კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ თუ ძალიან ბევრი ფული გაქვს, არანაირი წესი და შეზღუდვა შენთვის აღარ არსებობს. გააკეთებ რასაც გინდა.  იყიდი ვინც (და რაც) მოგესურვება. მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს აღმოსავლური ეშმაკობის...