ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა თავისი ქვეყნის 17- წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები გაკიცხა. მოგეხსენებათ, „ჭაბუკი ლომები“ ახლახან ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ფინალში ესპანელებს 5:2 მოუგეს და წარმატების აღნიშვნისას მაისურები შემოიბრუნეს. „მესმის, რომ ძალიან ახალგაზრდები არიან და ამ მომენტში განსაკუთრებულ ექსტაზში იყვნენ, მაგრამ ცოტა ლოგიკურადაც ხომ უნდა იფიქრონ?! ვიმედოვნებ, მომავალში გაითავისებენ, რომ „სამი ლომის“ ემბლემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი გვარები მაისურებზე. ალბათ, ეს გაუაზრებლად გააკეთეს. ამიტომ ახლა საუკეთესო დროა განვუმარტოთ რას ნიშნავს „სამი ლომი“ და რატომაა ის მნიშვნელოვანი. მათ უნდა გაითავისონ, რომ ეს საერთო წარმატებაა
ქვეყნისათვის და არა რომელიმე მათგანის ცალკე აღებული“, – თქვა „მთავარმა ლომმა“ გარეთ საუთგეითმა. იქამდე კი ყმაწვილებზე „ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დანი მერფიმაც გამოთქვა აზრი. აქაოდა, საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ქვეყანაზე და ეს შემთხვევითობა არ არის, დრომ მოიტანაო.
ვინძლო, საუთგეითის ამგვარი შთაგონება ჩვენი ჭაბუკებისთვისაც გასათვალისწინებელი იყოს…
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
