„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების დიდვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დედა, დოლორეშ ავეირუ, რომის პაპს შეხვდა და პორტუგალიის ეროვნული გუნდის მაისურა უსახსოვრა. შემდეგ კი ინსტაგრამში დაწერა: „უნიკალური ემოციები. გმადლობთ!“
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქალბატონ დოლორეშს დიდი გავლენა აქვს შვილზე და კრიშტიანუც, რომელსაც ახლა კარიერაში საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას (ზედიზედ ხუთ მატჩში ვერ გაიტანა, რაც დიდი ხანია აღარ მომხდარა), ხშირად გადაწყვეტილებებს დედის რჩევით იღებს ხოლმე.
რომის პაპი ფრანცისკე, ალბათ კმაყოფილი დარჩებოდა. მოგეხსენებათ, პონტიფიკი ბუენოს-აირესში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და ძალიან უყვარს ფეხბურთი. არგენტინულ „სან ლორენსოს“ ქომაგობს და სიხარულით იხსენებს იმ დღეს, როცა მამამ პირველად წაიყვანა სტადიონზე. მარადონას კი ფეხბურთის პოეტს ეძახდა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
