ჟოზე მოურინიუ ისევ მსაჯებს ემტერება, უფრო სწორად, თავად თვლის, რომ მსაჯები ემტერებიან. „რომამ“ იტალიის თასზე 0:2 წააგო ჟოზეს ყოფილ კლუბ „ინტერთან“.
აი, პორტუგალიელის კომენტარიც:
„მეორე გოლმა წელში გაგვტეხა და მსაჯზეც იმოქმედა. მანამდე მეგონა, რომ არბიტრი ტაქტიკურად კარგად იყო მომზადებული, მაგრამ მერე სხვანაირად დაიწყო მოქმედება. ჩემი გაფრთხილება? არ მიკვირს, ჟოზე მოურინიუსთვის ყვითელი ბარათის ჩვენება კარგია მსაჯების ბიოგრაფიისთვის“.
„რომამ“ სერია ა-ს წინა ტურში „ჯენოასთან“ ვერ მოიგო (0:0). ნიკოლო ძანიოლოს ბოლო წუთზე გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს და მსაჯთან კამათისთვის პორტუგალიელი მწვრთნელი გააძევეს კიდეც. ჟოზე თვლიდა, რომ ეს სუფთა გოლი იყო.
„ძანიოლო „მილანის“, „იუვენტუსის“, ან „ინტერის“ ფეხბურთელი რომ იყოს, თქვენ ფიქრობთ, რომ გოლს გაუუქმებდნენ?“ ორი დღის წინ კი „რომას“ ტიფოზებმა აქცია მოაწყვეს მსაჯობის წინააღმდეგ – აშკარად ჩანს ჩვენს მიმართ ანტიპათიაო.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
