ჭდე: ნიკოლო ძანიოლო

Home ნიკოლო ძანიოლო
ფსონების ამფსონები…
ჩანაწერი

ფსონების ამფსონები…

„გალათასარაისა“ და „ნიუკასლის“ ნახევარმცველები, იტალიის ნაკრების ფეხბურთელები სანდრო ტონალი და ნიკოლო ძანიოლო ფსონებზე წესების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილნი. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ „იუვენტუსის“ ნახევარმცველს ნიკოლო ფაჯოლის უკანონო ფსონებში ადანაშაულებენ. მის საქმეზე მოწმის დაკითხვისას კი ამოტივტივდა ინფორმაცია, რომ ტოტალიზატორში თამაშით ტონალი და ძანიოლოც იყვნენ გატაცებული. 12 ოქტომბერს ორივე ფეხბურთელი იტალიის პოლიციამ დაკითხა. ამფსონებმა იტალიის ნაკრების შეკრება...

ტოტი: აუცილებლად უნდა შევხვდე სპალეტის და ვკითხო, რა მოხდა მაშინ
ჩანაწერი

ტოტი: აუცილებლად უნდა შევხვდე სპალეტის და ვკითხო, რა მოხდა მაშინ

„მარადონა თავად ფეხბურთია. მესი უძლიერესია, მაგრამ ის მარადონაზე ქვემოთ დგას,” — ამბობს „რომას” ყოფილი კაპიტანი და მსოფლიოს 2006 წლის იტალიელი ჩემპიონი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც დოჰაშია და ყატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს იქიდან ადევნებს თვალს. ის ამბობს: „მშვენიერი ჩემპიონატია. ცოცხლად ყურება მას აშკარად ჰმატებს თავის ეფექტს. ფეხბურთელისთვის კი მუნდიალი ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. მსოფლიოს ჩემპიონობა დიდი რამ არის....

ხუთი! – შეგვახსენებს მოურინიუ
ჩანაწერი

ხუთი! – შეგვახსენებს მოურინიუ

ევროპის კონფერენციის ლიგას პირველი გამარჯვებული ჰყავს — „რომა”, რომელსაც ჟოზე მოურინიუ უდგას სათავეში და თუ ბიჭი ხარ უთხარი პორტუგალიელს, რომ ეს თასი დიდი გუნდებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა, რომაელთა გამარჯვების გოლი „ფეიენოორდის” კარში, 32-ე წუთზე ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა. მატჩი დასრულდა 1:0. მოურინიუმ მეხუთე ევროპული ტიტული მოიპოვა, ხოლო „რომას” 2008...

ისევ ჟოზე და ისევ მსაჯები
ჩანაწერი

ისევ ჟოზე და ისევ მსაჯები

ჟოზე მოურინიუ ისევ მსაჯებს ემტერება, უფრო სწორად, თავად თვლის, რომ მსაჯები ემტერებიან. „რომამ“ იტალიის თასზე 0:2 წააგო ჟოზეს ყოფილ კლუბ „ინტერთან“. აი, პორტუგალიელის კომენტარიც: „მეორე გოლმა წელში გაგვტეხა და მსაჯზეც იმოქმედა. მანამდე მეგონა, რომ არბიტრი ტაქტიკურად კარგად იყო მომზადებული, მაგრამ მერე სხვანაირად დაიწყო მოქმედება. ჩემი გაფრთხილება? არ მიკვირს, ჟოზე მოურინიუსთვის ყვითელი ბარათის ჩვენება კარგია მსაჯების...

პირლო ტყუპისცალს ეძებს
ჩანაწერი

პირლო ტყუპისცალს ეძებს

ანდრეა პირლო სულ რამდენიმე დღის დანიშნულია ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად, მაგრამ აქტიური სატრანსფერო ქმედებები უკვე დაიწყო. ექსპერტების აზრით, ანდრეა „საკუთარ ტყუპისცალს“ ეძებს, რომელიც მოედნის ცენტრში იმავეს შეძლებს, რასაც პირლო თავად აკეთებდა. კლუბის მთავარი სამიზნე „ბრეშას“ ნახევარმცველი სანდრო ტონალი ყოფილა. ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი დღესვე მზადაა, შეხვდეს კოლეგებს „ბრეშადან“. სანდრო ტონალისთვის დავაში ფავორიტად „მილანი“ ითვლება....

მაგიდა, ფული, გაცვლები
ჩანაწერი

მაგიდა, ფული, გაცვლები

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სატრანსფერო ფანჯრის კალენდარი გამოაქვეყნა – გუნდებს ახალი ფეხბურთელების დამატება 1 სექტემბერიდან 5 ოქტომბრამდე შეეძლებათ. ყველაზე მეტად ტურინის „იუვენტუსისა“ და „რომას“ გააქტიურებას ვარაუდობენ. იტალიურმა მედიამ მთელი სია ჩამოწერა, სადაც გუნდები ერთმანეთის ფეხბურთელებით არიან დაინტერესებულნი. რომაელებს ტურინიდან როლანდო მანდრაგორა, კრისტიან რომერო, ფედერიკო ბერნარდესკი და დანიელე რუგანი სურთ, ხოლო „იუვენტუსს“ დედაქალაქური კლუბიდან ჯასტინ კლიუვერტი, ჩენგიზ...

ომი ძანიოლოზე
ჩანაწერი

ომი ძანიოლოზე

20 წლის იტალიელ ნიკოლო ძანიოლოზე დიდი ტაციაობაა ატეხილი. ბრიტანული მედიის ცნობით, „რომას“ ფეხბურთელის გადაბირება „ლივერპულს“ სურს. ტრანსფერს ზაფხულში ელიან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ მერსისაიდელებს ძალიან უნდათ ფეხბურთელის გადაბირება; ხოლო მეორე – „რომას“ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ძანიოლოს გაშვება ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია. თუმცა, ძანიოლოს იტალიიდან გაშვება არ სურს ტურინის „იუვენტუსს“ და „რომას“ სანაცვლოდ...

ძანიოლოს დედა
ჩანაწერი

ძანიოლოს დედა

„რომას” ვარსკვლავმა ნიკოლო ძანიოლომ დედამისს სთხოვა, სოციალურ ქსელებში შენი სექსუალური ფოტოების გამოფენას თავი დაანებეო. ძანიოლოს დედას ფრანჩესკა კოსტა ჰქვია და ინსტაგრამზე 173 000 მიმდევარი ჰყავს მაგრამ ვერ გრძნობს, რომ ხანდახან დაუკრეფავში გადადის და ამიტომაც ვაჟს მისთვის ასაკის შეხსენება მოუხდა. ძანიოლოს როგორც ფეხბურთელის რეპუტაცია კი იზრდება და იზრდება — სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში, „პორტუს” კარში ორივე გოლი მან...