ფსონების ამფსონები…

Home კატეგორიის გარეშე ფსონების ამფსონები…
ფსონების ამფსონები…

„გალათასარაისა“ და „ნიუკასლის“ ნახევარმცველები, იტალიის ნაკრების ფეხბურთელები სანდრო ტონალი და ნიკოლო ძანიოლო ფსონებზე წესების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილნი.

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ „იუვენტუსის“ ნახევარმცველს ნიკოლო ფაჯოლის უკანონო ფსონებში ადანაშაულებენ. მის საქმეზე მოწმის დაკითხვისას კი ამოტივტივდა ინფორმაცია, რომ ტოტალიზატორში თამაშით ტონალი და ძანიოლოც იყვნენ გატაცებული.

12 ოქტომბერს ორივე ფეხბურთელი იტალიის პოლიციამ დაკითხა. ამფსონებმა იტალიის ნაკრების შეკრება დატოვეს და მალტასთან და ინგლისთან ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩებს გამოტოვებენ.

 

ტონალიმ და ძანიოლომ ფსონების სკანდალის გამო ნაკრები დატოვეს

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.