საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ტაილანდთან მოგებული (8:0) მატჩის შემდეგ თქვა:
„მიხარია, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ და მეტიც შეგვეძლო. საქმეს სერიოზულად მივუდექით და შედეგი ამის დამსახურებაა.
გიორგი მიქაუტაძეს ამჟამად რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ფეხბურთელი სირთულეებს არ უნდა შეუშინდეს, „აიაქსში“ თავისი შესაძლებლობები უნდა დაამტკიცოს. შრომას თუ გააგრძელებს, შანსს აუცილებლად მიიღებს. გამიხარდა, რომ დღეს მან პოკერი შეასრულა.
მატჩის მერე კვარაცხელიასთან ერთად რამდენიმე სათამაშო მომენტი გავარჩიეთ, მათზე ახლა არ ვილაპარაკებ. ხვიჩამ იცის, რომ დეტალებს ყურადღებას ვაქცევ. მას „ნაპოლიში“ რთული სეზონი ელის და წინსვლა უნდა გააგრძელოს.
ალთუნაშვილი და ჩაკვეტაძე რაც ახალ კლუბებში გადავიდნენ, ფიზიკურად საგრძნობლად მოუმატეს. ჩაკვეტაძე ახლა ბურთის ფლობაში ბევრად უკეთესია. თანამედროვე ფეხბურთში მეტი შრომაა საჭირო და ყურადღება ამაზე უნდა გავამახვილოთ.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
