ცნობილი სპორტული ბრენდი, „ადიდასი“, ამიერიდან რუსეთის საფეხბურთო კავშირთან აღარ ითანამშრომლებს. გადაწყვეტილება ძალაში მყისიერად შევა – წერია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. მიზეზი, ცხადია, რუსული ჯარის სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებაა. ორშაბათს, 28 თებერვალს, ფიფამ და უეფამ რუსეთის ყველა ასაკის ნაკრები და კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთა.
Author: სოლომონ გულისაშვილი
უეფამ სპარტაკი გააჩერა
მოსკოვის „სპარტაკს“ ევროპა ლიგიდან მოკვეთენ და „ლაიფციგთან“ მერვედფინალურ მატჩებსაც ვეღარ ითამაშებს. უეფა ამ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს და გერმანული კლუბი ავტომატურად გავა ტურნირის მეოთხედფინალში. მანამდე „ლაიფციგის“ პრეზიდენტმა, ოლივერ მინტცლაფმა, ივარაუდა, რომ „სპარტაკთან“ მატჩები არ გაიმართებოდა. „უეფასთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. გვჯერა მათი გადაწყვეტილებების და ვვარაუდობთ, რომ „სპარტაკთან“ თამაში არ მოგვიწევს“, – ამბობს მინტცლაფი. მანამდე გაცხადდა, რომ „სპარტაკი“...
საქართველოს ჩემპიონატი უკრაინის დროშებით
უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულმა მოვლენებმა სხვა დანარჩენი და მათ შორის ფეხბურთიც, უკანა პლანზე გადასწია და ეს ბუნებრივიცაა. ამიტომაც იყო, რომ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური პოლიტიზებული აღმოჩნდა. ყველა მატჩი უკრაინელთა სევდიან-მხარდამჭერი აქციით დაიწყო. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებს უკრაინის დროშისფერი სამკლაურები ეკეთათ. ბათუმელთა კაპიტანმა, მამუკა კობახიძემ კი სულაც უკრაინელ თანაგუნდელ ოლექსანდრ აზაცკის დაუთმო. ახლა ფეხბურთის შესახებ. პირველი სათამაშო...
უეფა სანკტ პეტერბურგს 25 თებერვალს გააუქმებს
რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკრაინაში შეჭრის და საბრძოლო მოქმედებების დაწყების კვალად, უეფამ პარასკევს, 25 თებერვალს, საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც ორგანიზაციის წევრები „საკითხს გაანალიზებენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ.“ „ასოშიეითედ პრესი“ სანდო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ეს „გადაწყვეტილება“ სწორედ რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის სახელობის, სანკტ-პეტერბურგის „გაზპრომ არენისთვის“ საკლუბო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარების უფლების ჩამორთმევა იქნება. ამ პროტესტის...
ტოტი „რომაში“ ბრუნდება?
იტალიური „რომას“ ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი, შესაძლოა კლუბში ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნდეს. იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ტოტის ბოლო დროს ხშირად ხედავენ „სტადიო ოლიმპიკოზე,“ სადაც „რომა“ საშინაო მატჩებს ატარებს. მას ახლო ურთიერთობა ჰქონია კლუბის მფლობელ ფრიდკინების ოჯახთან და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან. ტოტი უკვე მუშაობდა „რომას“ დირექტორად ყოფილი მფლობელის, ჯეიმს პალოტას დროს, მაგრამ 2019 წელს წავიდა კლუბიდან. შეგახსენებთ,...
მბაპეს დედამისი პარიზში დარჩენას ურჩევს
პსჟ-ის ვარსკვლავის, კილიან მბაპეს მომავალი ჯერაც გაურკვევლია. ზოგი წყარო ამბობს, მისი მადრიდის „რეალში“ გადასვლა უკვე გადაწყვეტილია, კილიანს ზაფხულში (30 ივნისს) პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, თავისუფალი აგენტი გახდება და „სამეფო კლუბიც“ მას მუქთად ჩაიგდებს ხელშიო. ზოგადად, 23 წლის შემტევის სატრანსფერო ფასი კი 160 მილიონი ევროა. სხვა ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ მბაპეს ჯერ არნახულ კონტრაქტს სთავაზობს, სავარაუდოდ...
უილშირი დანიაში
გახსოვთ ჯეკ უილშირი, „არსენალის“, „ვესტ ჰემისა“ და ინგლისის ნაკრების უნიჭიერესი ნახევარმცველი? გასულ კვირას ის დანიური „ორჰუსის“ ფეხბურთელი გახდა… ბოლო დროს 30 წლის უილშირი უკლუბოდ იყო და „არსენალთან“ ერთად ვარჯიშობდა. კვირას კი დანიურ კლუბს შეუერთდა. ის 10-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს. „არსენალთან“ ერთად ვარჯიშისას სხვა კლუბს ვეძებდი და ვიპოვე. ჩემთვის ახალი, საინტერესო თავგადასავალი იწყება. ფაქტობრივად, კარიერას ნულიდან ვიწყებ...
პსჟ მზადაა რონალდუსთან კონტრაქტის გასაფორმებლად
ამ ტრანფსერზე ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს დაიწყეს საუბარი. პარიზულ კლუბში ლიონელ მესის გადასვლისთანავე. ხუმრობა ხომ არ იყო, ბოლო ათწლეულის ორი უდიდესი ფეხბურთელი ერთ გუნდში… ბევრი ამბობდა ამ საქმიდან არაფერი გამოვა, პიარის ამბავია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვსო. მერე ხმები მიწყნარდა. ახლა კი რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, კრიშტიანუ მანჩესტერში მთლად ბედნიერად ვერ გრძნობს თავს, ხელმძღვანელობას განუცხადა...
დაბრუნდა !!!
რვათვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, დანიელი ვარსკვლავი, კრისტიან ერიკსენი მოედანს დაუბრუნდა. ორშაბათს, მის 30-ე დაბადების დღეს დაემთხვა, მან ახალი კლუბის, „ბრენტფორდის“ მაისურით პირველად ითამაშა ამხანაგურ მატჩში „საუთჰენდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. სუსხიან, წვიმიან ამინდში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს და ერთი გოლი ერიკსენის პასით გავიდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, დანიელი შუახაზელი საკმაოდ დატვირთული იყო მოედნის ცენტრში. ბევრს მოძრაობდა და...
პელე ისევ ჰოსპიტალში დაწვა
ლეგენდარულმა პელემ, კვირას ისევ საავადმყოფოში დაწოლის შესახებ განაცხადა, ნაწლავზე მკურნალობის გასაგრძელებლად. „მეგობრებო, ისევე, როგორც ყოველ თვეს, ამჯერადაც მკურნალობის გასაგრძელებლად საავადმყოფოში დავწექი. დიდი ტელევიზორი და ბატი-ბუტი უკვე შევუკვეთე, რათა მომავალ სუპერბოულს (ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) ფინალური შეხვედრა) კომფორტულად ვუცქირო. მართალია, ჩემი მეგობარი ტომ ბრედი არ ითამაშებს, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუცქერ მატჩს. მადლობა გამამხნევებელი გზავნილებისთვის. – დაწერა...









