„ლივერპულისა“ და სენეგალის ნაკრების 29 წლის თავდამსხმელი სადიო მანე ახლახანდამთავრებული აფრიკის ერთა თასის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მანემ ტურნირის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. სამი ბურთი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი მიითვალა. რაც მთავარია, ის გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი იყო. ეგვიპტესთან ფინალურ შეხვედრაში მანემ მე-7 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა შემდეგ „დანაშაული“ ორმაგად გამოისყიდა, როცა მატჩისშემდგომ თერთმეტრიანების სერიისას,...
Author: სოლომონ გულისაშვილი
პატიოსანი აბუბაქარი
კამერუნის ნაკრების თავდამსხმელმა, აფრიკის ერთა თასის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირმა (6 გოლი), ვენსან აბუბაქარმა, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეტოქე მოჰამედ სალაჰის თამაშით აღფრთოვანებული არ არის. „სალაჰი შესანიშნავ სეზონს ატარებს პრემიერლიგაში და თავისი ქვეყნის ნაკრებს ხშირად ეხმარება ტურნირების გვიან ეტაპამდე გასვლაში. წარმატებებს ვუსურვებ. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს. მაგრამ ის არ ახდენს ჩემზე განსაკუთრებულ...
მიულერი ბაიერნს ელის
„ბაიერნის“ 32 წლის თავდამსხმელმა, თომას მიულერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კლუბიდან ჯერ არავინ დაკავშირებია. „კლუბიდან არავინ შემხმიანებია. ვნახოთ, რა იქნება ახლო მომავალში“, – ამბობს მიულერი. თომასი „ბაიერნის“ ძირითად გუნდში 2007 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 20 მატჩი გამართა, 6 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. მის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30...
მესი ნეიმარის ნომრით
„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლისას ლიონელ მესიმ სათავისოდ 30-ე ნომერი აირჩია და საფრანგეთის ჩემპიონატშიც ამ ნომრით თამაშობს. თუ ამას თამაში ჰქვია, 12 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ამჯერად კი, ქვეყნის თასის მერვედფინალურ მატჩში „ნიცას“ წინააღმდეგ (რომელიც პარიზელებმა პენალტების სერიაში წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ), არგენტინელი 10-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა მიდორზე. მაგრამ ვერც ამჯერად გაიტანა. ნომრის მაგიამ ვერ უშველა. „ბარსელონაში“...
კეთილი ამბავი – ერიკსენი დაბრუნდა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის ყველაზე კეთილი ამბავი კრისტიან ერიკსენის ფეხბურთში დაბრუნება იყო. მასთან პრემიერლიგის „ბრენტფორდმა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უკვე ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. 29 წლის დანიელი ფეხბურთში, ევრო 2020-ზე მომხდარი საშინელი ისტორიიდან შვიდი თვის თავზე ბრუნდება. მაშინ, ფინეთთან მატჩის პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, დანიის ნაკრების ნახევარმცველი გაითიშა და მინდორზე დაეცა. როგორც შემდეგ...
რამოსი ძველი ამბიციებით
„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, სერხიო რამოსმა, განაცხადა, რომ ბედნიერია პარიზულ კლუბში ყოფნით და იქ მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. „ბედნიერი ვარ. ყველა ტიტულის მოგება გვსურს. შესანიშნავი კლუბია, უნიკალური პროექტით. მართალია ისტორია დიდი არ აქვს, მაგრამ დღეს ყველა ფეხბურთელის ოცნება პსჟ-ში თამაშია. მე კი ძველებური ამბიციები მაქვს – მინდა ყველგან გავიმარჯვო,“ – ამბობს რამოსი. 35 წლის ესპანელი ფრანგულ...
ლინეკერი უოტფორდზე
ორშაბათს „უოტფორდმა“ კლაუდიო რანიერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 112-დღიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვა და მის მაგიერ სეზონის ბოლომდე 74 წლის როი ჰოჯსონი დანიშნა. ლინეკერი რის ლინეკერი იქნებოდა, თავისებური არ ჩაეენაკვიმატებინა. „უოტფორდმა“ როი ჰოჯსონთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება. მიკვირს, ასეთ ხანგრძლივ კონტრაქტზე როგორ დათანხმდნენ,“ – დაწერა ტვიტერში ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი საფეხბურთო ანალიტიკოსმა. საქმე ის არის,...
სიმეონე წასვლაზე დაფიქრდა
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ჟურნალისტებს გაანდო, რომ ახლო მომავალში გუნდიდან წასვლას არ გამორიცხავს. „ყველაფერი იწყება და მთავრდება. ერთხელ მეც მომიწევს წასვლა. ვიმედოვნებ, ყველაფერი სამართლიანად მოხდება და გადაწყვეტილება სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის. ვიცი, რომ გამარჯვებებია საჭირო. თუმცა ჩემი ხედვა მაქვს და ისეთ ფეხბურთელებს ვირჩევ, ხანგრძლივ პერსპექტივაში კლუბისთვის სარგებლობის მოტანა და ამოცანების შესრულება რომ შეუძლიათ.“...
შევჩენკო პოლონელებს დათანხმდა
45 წლის უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი შევჩენკო, პოლონეთის ნაკრების მთავარმწვრთნელობას დათანხმდა. წყაროს ინფორმაციით, შევჩენკომ პოლონეთის საფეხბურთო კავშირთან ყველა საკითხი შეათანხმა. მისი ხელფასი წელიწადში 2,5 მილიონი ევრო იქნება. აქედან ნაწილს საფეხბურთო კავშირი გადაიხდის, ნაწილს კი სპონსორები. შევჩენკოს ასისტენტები პოლონეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, ეჟი დუდეკი და ლუკაშ პიშჩეკი იქნებიან. შევჩენკოს ოფიციალურად 31 იანვარს წარადგენენ. შეგახსენებთ, რომ „შევა“ იტალიური...
ისტორიული გამარჯვება
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული, პირველი მატჩი ჩაატარა ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ძლიერ აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს 3:2 მოუგო. არადა, 0:2 აგებდა. ფუტსალის ევრო 2022 ნიდერლანდების ორ ქალაქში, ამსტერდამსა და გრონინგენში მიმდინარეობს. სწორედ გრონინგენის „მარტინი პლაზას“ უმაყურებლო დარბაზში გაიმართა ჩვენებურების პირველი მატჩი. ქართველები ტურნირის დებიუტანტები არიან, აზერბაიჯანელები კი ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობენ ევროზე, ამიტომ ფავორიტებად,...









