პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი გახდეს.
საქმე ის არის, რომ რობერტი და კლუბი კონტრაქტის გაგრძელებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, არადა პოლონელს ბავარიელებთან ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისს უმთავრდება.
ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ ლევანდოვსკის ძალიან სურს ინგლისის პრემიერლიგაში მოსინჯოს ძალები. „არსენალი“ კი არ ფარავს მისადმი ინტერესს.
თუ ლევანდოვსკის ნისლიან ალბიონზე გადაბარგება გადაწყდა, შესაძლოა, მისით „მანჩესტერ სიტიც“ დაინტერესდეს. სერხიო აგუეროს წასვლის შემდეგ, მათი დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა უმაღლესი კლასის ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს და რობერტზე კარგ კანდიდატურას სად იპოვის. თან მათ „ბაიერნში“ ერთად მუშაობის გამოცდილებაც აქვთ.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
