Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
ტოტი „რომაში“ ბრუნდება?
ჩანაწერი

ტოტი „რომაში“ ბრუნდება?

იტალიური „რომას“ ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი, შესაძლოა კლუბში ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნდეს. იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ტოტის ბოლო დროს ხშირად ხედავენ „სტადიო ოლიმპიკოზე,“  სადაც „რომა“ საშინაო მატჩებს ატარებს. მას ახლო ურთიერთობა ჰქონია კლუბის მფლობელ ფრიდკინების ოჯახთან და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან. ტოტი უკვე მუშაობდა „რომას“ დირექტორად ყოფილი მფლობელის, ჯეიმს პალოტას დროს, მაგრამ 2019 წელს წავიდა კლუბიდან. შეგახსენებთ,...

მბაპეს დედამისი პარიზში დარჩენას ურჩევს
ჩანაწერი

მბაპეს დედამისი პარიზში დარჩენას ურჩევს

პსჟ-ის ვარსკვლავის, კილიან მბაპეს მომავალი ჯერაც გაურკვევლია. ზოგი წყარო ამბობს, მისი მადრიდის „რეალში“ გადასვლა უკვე გადაწყვეტილია, კილიანს ზაფხულში (30 ივნისს) პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, თავისუფალი აგენტი გახდება და „სამეფო კლუბიც“ მას მუქთად ჩაიგდებს ხელშიო. ზოგადად, 23 წლის შემტევის სატრანსფერო ფასი კი 160 მილიონი ევროა. სხვა ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ მბაპეს ჯერ არნახულ კონტრაქტს სთავაზობს, სავარაუდოდ...

უილშირი დანიაში
ჩანაწერი

უილშირი დანიაში

გახსოვთ ჯეკ უილშირი, „არსენალის“, „ვესტ ჰემისა“ და ინგლისის ნაკრების უნიჭიერესი  ნახევარმცველი? გასულ კვირას ის დანიური „ორჰუსის“ ფეხბურთელი გახდა… ბოლო დროს 30 წლის უილშირი უკლუბოდ იყო და „არსენალთან“ ერთად ვარჯიშობდა. კვირას კი დანიურ კლუბს შეუერთდა. ის 10-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს. „არსენალთან“ ერთად ვარჯიშისას სხვა კლუბს ვეძებდი და ვიპოვე. ჩემთვის ახალი, საინტერესო თავგადასავალი იწყება. ფაქტობრივად, კარიერას ნულიდან ვიწყებ...

პსჟ მზადაა რონალდუსთან კონტრაქტის გასაფორმებლად
ჩანაწერი

პსჟ მზადაა რონალდუსთან კონტრაქტის გასაფორმებლად

ამ ტრანფსერზე ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს დაიწყეს საუბარი. პარიზულ კლუბში ლიონელ მესის გადასვლისთანავე. ხუმრობა ხომ არ იყო, ბოლო ათწლეულის ორი უდიდესი ფეხბურთელი ერთ გუნდში… ბევრი ამბობდა ამ საქმიდან არაფერი გამოვა, პიარის ამბავია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვსო. მერე ხმები მიწყნარდა. ახლა კი რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, კრიშტიანუ მანჩესტერში მთლად ბედნიერად ვერ გრძნობს თავს, ხელმძღვანელობას განუცხადა...

დაბრუნდა !!!
ჩანაწერი

დაბრუნდა !!!

რვათვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, დანიელი ვარსკვლავი, კრისტიან ერიკსენი მოედანს დაუბრუნდა. ორშაბათს, მის 30-ე დაბადების დღეს დაემთხვა, მან ახალი კლუბის, „ბრენტფორდის“ მაისურით პირველად ითამაშა ამხანაგურ მატჩში „საუთჰენდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. სუსხიან, წვიმიან ამინდში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს და ერთი გოლი ერიკსენის პასით გავიდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, დანიელი შუახაზელი საკმაოდ დატვირთული იყო მოედნის ცენტრში. ბევრს მოძრაობდა და...

პელე ისევ ჰოსპიტალში დაწვა
ჩანაწერი

პელე ისევ ჰოსპიტალში დაწვა

ლეგენდარულმა პელემ, კვირას ისევ საავადმყოფოში დაწოლის შესახებ განაცხადა, ნაწლავზე მკურნალობის გასაგრძელებლად. „მეგობრებო, ისევე, როგორც ყოველ თვეს, ამჯერადაც მკურნალობის გასაგრძელებლად საავადმყოფოში დავწექი. დიდი ტელევიზორი და ბატი-ბუტი უკვე შევუკვეთე, რათა მომავალ სუპერბოულს (ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) ფინალური შეხვედრა) კომფორტულად ვუცქირო. მართალია, ჩემი მეგობარი ტომ ბრედი არ ითამაშებს, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუცქერ მატჩს. მადლობა გამამხნევებელი გზავნილებისთვის. – დაწერა...

რუნის ოცნება
ჩანაწერი

რუნის ოცნება

„დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი, უეინ რუნი, თურმე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ან „ევერტონის“ თავკაცობაზე ოცნებობს. „ახლა მთლიანად „დერბიზე“  ვარ გადართული. როგორმე ჩემპიონშიფში ადგილი უნდა შევანარჩუნებინო.  ისე კი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ან „ევერტონის“ გაწვრთნაზე ვოცნებობ. ეს კლუბები მშობლიურია ჩემთვის. თუ ოდესმე ასე მოხდა, დიდ სამწვრთნელო მიღწევად ჩავითვლი. შეგახსენებთ, რომ რუნიმ საფეხბურთი კარიერა სწორედ „ევერტონში“ დაიწყო და იქიდან გადავიდა „მანჩესტერ...

რონალდუს დედა და პაპი
ჩანაწერი

რონალდუს დედა და პაპი

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების დიდვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დედა, დოლორეშ ავეირუ, რომის პაპს შეხვდა და პორტუგალიის ეროვნული გუნდის მაისურა უსახსოვრა. შემდეგ კი ინსტაგრამში დაწერა: „უნიკალური ემოციები. გმადლობთ!“ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქალბატონ დოლორეშს დიდი გავლენა აქვს შვილზე და კრიშტიანუც, რომელსაც ახლა კარიერაში საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას (ზედიზედ ხუთ მატჩში ვერ გაიტანა, რაც დიდი ხანია აღარ...

კაზემირო მესის ელის
ჩანაწერი

კაზემირო მესის ელის

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, ჟურნალისტებს ლიონელ მესის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი. „როცა მას უყურებ, არ შეიძლება არ აღფრთოვანდე, თუ ფეხბურთი გიყვარს, ესე იგი, მესიც გიყვარს. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. „ბარსელონადან“ მისი წასვლის შემდეგ, ნათლად გამოჩნდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გუნდისთვის. მალე ლეო ისევ ჩამოვა „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ მაგრამ ჩვენ მზად დავხვდებით.“ – დასძენს კაზემირო....

150-ათასიანი საჩუქარი კრიშტიანუს
ჩანაწერი

150-ათასიანი საჩუქარი კრიშტიანუს

5 თებერვალს კრიშტიანუ რონალდუ 37 წლის გახდა და ჯორჯინა როდრიგესმა მას რვაადგილიანი, საოჯახო  კადილაკ ესკალადე აჩუქა. წყვილმა ჯერ თავად დააგემოვნა ახალი ავტოს კომფორტულობა, შემდეგ კი ბავშვებიც გაახარეს, მანქანის აკუსტიკა შეამოწმებინეს. ამ კადილაკის ფასი დაახლოებით 150 ათასი გირვანქაა და კრიშტიანუმ ის მას შემდეგ მიიღო, რაც ჯორჯინას მიერ საგანგებოდ გამომცხვარ საზეიმო ტორტზე სანთლებს სული შეუბერა. აპრილში, 28...