რუსეთის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, სერგეი ანოხინმა, განაცხადა, რომ რუსეთი უეფაში ევრო 2028 ან 2032 წლების მასპინძლობაზე შეიტანს განაცხადს… თან, ეს მნიშვნელოვანიაო – დაამატა.
მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოვლენების გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი ყველა სფეროდან მოკვეთა. მათ შორისაა ფეხბურთიც. რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებს და კლუბებს განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა.
მეტიც, გაუუქმეს წლეულს ამ ქვეყანაში დაგეგმილი ჰოკეის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი და ფრენბურთში გასამართი მსოფლიო პირველობა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანეს… ესენი კი ევროს მასპინძლობას ებღაუჭებიან…
ჭეშმარიტად, უტიფრობას არ აქვს საზღვარი.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
