შვიდი წლის წინათ, გიბრალტარელი ექიმი ევა კარნეირო ლამის ყველაზე ცნობილი ქალი გახდა საფეხბურთო სამყაროში. ამაბვი „ჩელსის“ უკავშირდება, რომლის ექიმიც გახლდათ ის მაშინ. „სოუნსის“ წინააღმდეგ მატჩში ის კლუბის მთავარ ფიზიოთერპევტ ჯონ ფერნთან ერთად მინდორზე შევარდა ედენ აზარის სამკურნალოდ. „ლურჯების“ მაშინდელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინუ ამ ეპიზოდმა ძალიან გააბრაზა და ქალბატონი კლუბიდან დაითხოვა. თანაც უშვერი სიტყვებით მოიხსენია. მერე...
Author: სოლომონ გულისაშვილი
ხვიჩას პირველი გოლები, ზურიკოს დებიუტი და ჯოვინოს მე-100
მხიარული ტური გამოდგა – მერვე. ჯამში 16 ბურთი გავიდა, ისევე, როგორც წინა – მეშვიდეში. საუკეთესო კი ამ მხრივ მე-4 ტურია, როცა გუნდებმა ერთმანეთს 19 გოლი გაუტანეს. შესრულდა სამი დუბლი, რაც მიმდინარე სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია. ხვიჩა, ზურიკო, ჯოვინო ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ჩემპიონატში თავისი გოლების ანგარიში გახსნა. ორჯერ გაუტანა „გაგრას“და ერთიც საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას გოლები მართლაც...
კოლუმბია რინკონს ემშვიდობება
კოლუმბია თავის ფეხბურთის ლეგენდას, ფრედი რინკონს ემშვიდობება. ის გასულ კვირას ავტოავარიაში მოჰყვა და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მანქანა ავტობუსს შეეჯახა ქალაქ კალიში. რინკონის ცხედარი „სტადიონ პასკუალ გერეროზე“ დაასვენეს. უამრავი ადამიანი მივიდა 55 წლის ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად. ბევრი იყო პატივცემული და ცნობილიც. მაგალითად, კოლუმბიის ნაკრების ყიფილი დამრიგებლები, ხუან კარლოს ოსორიო და ფრანსისკო მატურანა, ასევე ეროვნული გუნდის...
ვარდისფერი და ფეხმძიმე
კრიშტიანუ რონალდუს ფეხმძიმე მეგობარმა ჯორჯინა როდრიგესმა კიდევ ერთხელ მოხიბლა თაყვანისმცემლები. ამჯერად ვარდისფერ კაბაში წარუდგა საზოგადებას, ძველებური სტილის სპორტულ მანქანაში ჩამჯდარი. ცხადია, ფოტოები ინსტაგრამზეც გააზიარა და ატყდა ერთი კომენტარობანა. უმეტესობას უკვირდა, როგორ მალავდა ბუენოსაირესელი მზეთუნახავი უკვე საკმაოდ მოზრდილ მუცელს კაბაში. კრიშტიანუ და ჯორჯინა მალე ტყუპებს ელოდებიან. ერთი საერთო შვილი – ალანა კი უკვე ჰყავთ.
ნაპოლის დირექტორი: ხვიჩა პრიორიტეტია
ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში გადაბარგებას სერიოზული პირი უჩანს. უბრალოდ, ბოლო დროს იმდენ კლუბს დაუკავშირეს, რომ თავგზა აგვებნა. არადა, შემოდგომაზე ისევ „რუბინში“ დარჩა და მერე კარგა ხანი დასჭირდა დეპრესიიდან გამოსასვლელად. ახლა ის უკვე ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია და რუსები უცხოეთში წასვლასაც ვერ დაუშლიან. ამასობაში, „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯინტოლიმ თქვა: „კვარაცხელიას უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა...
ძმები რუნები
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი „დერბი ქაუნთის“ მთავარმა მწვრთნელმა უეინ რუნიმ, თავისი ვაჟი კლეი, პირველ დამოუკიდებელ ტურნირზე გააცილა. ბიჭი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას დაიცავს. კლეი 8 წლისაა, მისი უფროსი ძმა კაი კი 12-ის და ისიც „იუნაიტედის“ ფეხბურთელია. 2020 წელს კლუბის 12-წლამდელთა გუნდთან კონტრქტიც კი გააფორმა. რუნიმ ინსტაგრამში გააზიარა ოჯახური ფოტო წარწერით: „პირველი დამოუკიდებელი ტურნირი. წარმატებები...
ყანა, ჩაბრა, ხორხელები…
ჩაბრა 10 აპრილს ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად დაიწყო მატჩი „ბათუმის“ სასტარტოში. რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ბოლოსკენ შეცვალეს. „ბათუმმა“ „სამგურალს“ კლასით მოუგო. თუმცა, ახალტრავმამოშუშებულ სერგო კუხიანიძეს პენალტი რომ გაეტანა, შეიძლება თამაშის სცენარი შეცვლილიყო. სერგომ 11-მეტრიანი მე-7 წუთზე ვერ გამოიყენა. ანგარიში კი მე-2 წუთზე ზღვისპირელთა ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა ეფექტური თავურით. სტუმრებს საკმაო ხანი დასჭრდათ საბოლოო უპირატესობის მოსაპოვებლად....
ლევიგოლი ბარსელონაში
„ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, დიდი ალბათობით, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. პოლონელები ამბობენ, რომ 33 წლის რობერტმა უკვე შეათანხმა კატალონიურ კლუბთან სამწლიანი და ბევრმილიონიანი კონტრაქტის პირობები. თურმე, „ბარსელონას“ შეთავაზება ყველაზე უკეთესი გამოდგა მათგან, რომლებიც ბოლო დროს ფეხბურთელმა მიიღო. მისი წარმომადგენელი ასევე „მანჩესტერ სიტისთან,“ „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ლივერპულთან“ საუბრობდა. „ბაიერნიდან“ მისი შესაძლო წასვლის მიზეზი კი ის არის, რომ...
ფილ ნევილის გასაჭირი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი ფილ ნევილი, თურმე, უკვე ათი წელიწადია თავის მდიდრულ ბინას ყიდის მანჩესტერის ცენტრში, მაგრამ საშველი აღარ დაადგა. ახლახან მან ფასი 1,25 მილიონ გირვანქამდე დასწია. პანდემიური შოკის პირობებში ბრიტანეთში (და არა მარტო) უძრავ ქონებაზე ფასები კატასტროფულად დაეცა, თუმცა 2021 წლის ბოლოს ისევ ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. მაშინ რატომ...
უნიკალური ფილი
„მანჩესტერ სიტის“ 21 წლის ნახევარმცველი ფილ ფოდენი სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და 80 წამში შესანიშნავი გადაცემით კევინ დე ბრუინს გამარჯვების გოლი გაატანინა. ფილი მინდორზე ნათელი წერტილივით იყოო, ამბობენ ინგლისელები. ფოდენი მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელია, პეპ გვარდიოლას საყვარელი მოთამაშე. ის ჯერ კიდევ ჭაბუკთა ტურნირებიდნ გვახსოვს, როცა 2017-ში, ინგლისის 17-წლამდელთა...









