„ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, დიდი ალბათობით, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. პოლონელები ამბობენ, რომ 33 წლის რობერტმა უკვე შეათანხმა კატალონიურ კლუბთან სამწლიანი და ბევრმილიონიანი კონტრაქტის პირობები.
თურმე, „ბარსელონას“ შეთავაზება ყველაზე უკეთესი გამოდგა მათგან, რომლებიც ბოლო დროს ფეხბურთელმა მიიღო. მისი წარმომადგენელი ასევე „მანჩესტერ სიტისთან,“ „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ლივერპულთან“ საუბრობდა.
„ბაიერნიდან“ მისი შესაძლო წასვლის მიზეზი კი ის არის, რომ მიუნხენურმა კლუბმა ხელშეკრულების გაგრძელება მხოლოდ ერთი წლით შესთავაზა. არადა, პოლონელი უფრო ხანგრძლივს ითხოვს. კლუბთან არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონის 28 ბუნდესლიგურ შეხვედრაში, პოლონელმა შემტევმა, 31 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
