კოლუმბია თავის ფეხბურთის ლეგენდას, ფრედი რინკონს ემშვიდობება. ის გასულ კვირას ავტოავარიაში მოჰყვა და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მანქანა ავტობუსს შეეჯახა ქალაქ კალიში.
რინკონის ცხედარი „სტადიონ პასკუალ გერეროზე“ დაასვენეს. უამრავი ადამიანი მივიდა 55 წლის ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად. ბევრი იყო პატივცემული და ცნობილიც. მაგალითად, კოლუმბიის ნაკრების ყიფილი დამრიგებლები, ხუან კარლოს ოსორიო და ფრანსისკო მატურანა, ასევე ეროვნული გუნდის ოდინდელი ქარიზმატული მეკარე რენე იგიტა.
მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი კოლუმბიაში ძალიან უყვარდათ. ეროვნულ გუნდში ის 1990-2001 წლებში თამაშობდა და ერთ ხანს კაპიტანიც გახლდათ.


ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
