კრიშტიანუ რონალდუს ფეხმძიმე მეგობარმა ჯორჯინა როდრიგესმა კიდევ ერთხელ მოხიბლა თაყვანისმცემლები. ამჯერად ვარდისფერ კაბაში წარუდგა საზოგადებას, ძველებური სტილის სპორტულ მანქანაში ჩამჯდარი. ცხადია, ფოტოები ინსტაგრამზეც გააზიარა და ატყდა ერთი კომენტარობანა.
უმეტესობას უკვირდა, როგორ მალავდა ბუენოსაირესელი მზეთუნახავი უკვე საკმაოდ მოზრდილ მუცელს კაბაში.
კრიშტიანუ და ჯორჯინა მალე ტყუპებს ელოდებიან. ერთი საერთო შვილი – ალანა კი უკვე ჰყავთ.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
