ჩხუბი, გაძევება, მუქარა მწვრთნელს…

Home დავთარი ჩხუბი, გაძევება, მუქარა მწვრთნელს…
ჩხუბი, გაძევება, მუქარა მწვრთნელს…

უჩვეულოდ დაიწყო 34-ე ეროვნული ჩემპიონატი. სამი ტურის შემდეგ ერთდროულად ექვს გუნდს მოუგროვდა 6 ქულა. ამისდაკვალად, ტურნირი უფრო საინტერესო ხდება.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულებაჩხუბი და ჩემპიონის პირველი მარცხი

თბილისის „დინამოსთან“ შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი „ბათუმი“ გორს მორიგი გამარჯვებისთვის ეწვია და იგებდა კიდეც თორნიკე გაფრინდაშვილის გოლით, მაგრამ „დილამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შარშანდელის არ იყოს, არავისთვის იქნება იოლი მეტოქე. ანდრი დემჩენკოს შეგირდებმა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, ეპიზოდებში აშკარად აჯობეს კიდეც ზღვისპიელებს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელი ამოს ნონდი მეტოქის საჯარიმოში მეკარე დემეტრე ბულისკერიას შეეჯახა. ამ ეპიზოდმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი გაგვახსენა. საფრანგეთისა და დასავლეთ გერმანიის ლეგენდარული შეხვედრა. ტონი შუმახერისა და პატრიკ ბატისტონის შეჯახება. ფრანგი მცველისგან განსხვავებით, კენიელს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებია, თუმცა მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. თავს ვერ დავდებთ, მაგრამ მოგვეჩვენა, რომ მას შემდეგ რაც ექიმები შემოეხვივნენ, რამდენმე წამს ნონდის გონი დაკარგული ჰქონდა.

მას გასახდელში მკურნალობდნენ და მეორე ტაიმი 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა და კენიელმა თამაშიც კი გააგრძელა. რამდენად მიზანშეწონილი იყო მისი მინდორზე დაბრუნება, ძნელი სათქმელია.

მერე გორელებმა იძალეს. ჯერ სენეგალელმა ონორე გომისმა, შემდგ კი გომისისვე გადაცემით ექს-გაგრელმა, თამაზ მაქაცარიამ, „დილა“ დააწინაურეს და თამაშიც ასე დამთავრდა – 2:1.

შეიძლება იყოს 5 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაეგ არის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფეხბურთელებმა ნერვები ვეღარ მოთოკეს და თითქოს არაფრის გამო ჯგუფური ჩხუბი ატყდა. გაწევ-გამოწევა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და ბათუმელი ჩერნოგორიელის, სტეფან დენკოვიჩის გაძევებით დამთავრდა. ეს პორველი წითელი ბარათი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

„წადი, თორემ გაგიშვებთ!“

„საბურთალოსთან“ მარცხის შემდეგ (0:2), „ტორპედოს“  ფანების ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის მიმართ მიმართვა გაავრცელა, „ჯუნგლები” გუნდიდან სპეციალისტის დაუყოვნებლივ წასვლას ითხოვენ.

„ეს ადამიანი არ არის ქუთაისის „ტორპედოს” დონის და რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს გუნდი. „ცეცა” წადი, თორემ გაგიშვებთ”, – წერია ქუთაისელ გულშემატკივართა გვერდზე – „ჩვენ ვართ „ტორპედო”.

ქომაგები ჩივიან, რომ გუნდი სეზონის წინ საკმაოდ გაძლიერდა და ასეთი შედეგები არ ეკადრება. სამ მატჩში ორი მარცხი. ბურთების სხვაობა 1:6-თან.

„ტორპედოს“ საბურთალოელების წინააღმდეგ თითქოს თამაშში ჟინი აკლდა.

კლუბმა კი მეორე დღეს ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: „შაბათს 5 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ქუთაისის „ტორპედოს” გულშემატკივარსა და კლუბის მენეჯმენტს შორის შედგება შეხვედრა ყველა დაგროვილი პრობლემის განსახილველად.“

May be an image of 2 people, people playing football, grass and text that says 'SETANTA SPORTS RM D'ნელ-თბილი „დინამო“ და ყოჩაღი „გაგრა“

„დინამომ“ სამი ქულა კი მოიპოვა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა აუტსაიდერ „სიონთან.“ ფაქტობრივად, თანაბარი თამაში იყო, არცთუ კარგი საცქერი. განსაკურებით პირველი ტაიმი. საბოლოოდ კახა ცხადაძის გუნდმა ახალწვეული ბელარუსის, დმიტრი ანტილევსკის ეული გოლით მოიგო.

„გაგრამ“ ზედიზედ მეორედ იმარჯვა. ამჯერად სტუმრად „ლოკომოტივთან.“ მატჩის გმირი 33 წლის მათე ვაწაძე გახდა, რომელმაც დუბლი მიითვალა.

სხვათა შორის, ეს მეოთხე დუბლი გახლდათ მიმდინარე სეზონში, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ზოგჯერ რამდენიმე ტური ისე ჩაივლის, ორ ბურთს ვერავინ გაიტანს ხოლმე. ახლა კი ასეთი შედეგიანობა სამივე ტურში ვიხილეთ.

ისიც საყურადღებოა, რომ სეზონის დაწყებიდან 14 მატჩი გაიმართა და ჯერ ფრე არ დაფიქსირებულა.

„თელავი“ – „სამგურალის“ მატჩი დიდთოვლობის მიზეზით გადაიდო.

დილა 2:1 ბათუმი

0:1 გაფრინდაშვილი (53), 1:1 გომისი (67), 2:1 მაქაცარია (83)

გაძევება: დენკოვიჩი (90+4)

საბურთალო 2:0 ტორპედო

1:0 ტაბატაძე (37), 2:0 სიხარულიძე (41)

დინამო 1:0 სიონი

1:0 ანტილევსკი (65)

ლოკომოტივი 0:2 გაგრა

0:1, 0:2  ვაწაძე (8, 26)

 თელავი – სამგურალი  დიდთოვლობის გამო გადაიდო

[table id=40 /]

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 3, ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ორივე – ბათუმი), დემურ ჩიხლაძე, ირაკლი რუხაძე (ორივე – სამგურალი), იური ტაბატაძე (საბურთალო), მათე ვაწაძე (გაგრა)

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.