დიახ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გაისად, საფრანგეთში გასამართ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება ვადაზე ადრე მოიპოვა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „მსოფლიო რაგბის“ შესაბამისმა კომიტეტმა დისკვალიფიცირებულ რუსეთის ნაკრებს „ევროპის რაგბის“ ჩემპიონატის ყველა დარჩენილ მატჩში წაგება ჩაუთვლა და ისე გამოვიდა, რომ 2021-2022 წლების ჩემპიონატების ჯამურ ცხრილში, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევს წარმოადგენს, ბორჯალოსნებმა მეორე ადგილი 2 ტურით ადრე დაიბევეს.
ასე ძვირად უჯდება რუს სპორტსმენებს მათი ქვეყნის პრეზიდენტის სისხლიანი სამხედრო კამპანია უკრაინაში. „დათვებს“ დარჩენილი ჰქონდათ საქართველოსთან, პორტუგალიასა და ნიდერლანდებთან მატჩები, მაგრამ რაგბის მმართველებმა ისინი მკაცრად დასაჯეს და მათ სამივე მეტოქეს უთამაშებლად მიანიჭეს 4-4 ქულა.
ამრიგად, საქარველოს ნაკრებმა 2 წლის ჯამში 35 ქულა დააგროვა, რამაც ბორჯღალოსნები ზედიზედ მეექვსედ გაიყვანა მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირზე. თუმცა, მიმდინარე ჩემპიონატის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენი გუნდის წინ ჯერაც ესპანეთია და ქულები იმდენივე გვაქვს, რაც პორტუგალიას, თანაც ორწლიანი ციკლის პირველ ადგილზე დასრულებაც, როგორც ზემოთ ითქვა, ჯერაც მოსაპოვებელია. ამისთვის საჭიროა რუმინეთთან და ესპანეთთან დარჩენილ მატჩებში კინკილა ქულის მონადირება, რაც პრობლემა არ უნდა იყოს.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/11/2026 | 21:569 ლელო კენაქსთან
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 21:14მეცხრე ამბავი
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 20:29კაპიტან გორგაძის 20
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 16:01მატკავას ქულები და 7 ლელო
