„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, სერხიო რამოსმა, განაცხადა, რომ ბედნიერია პარიზულ კლუბში ყოფნით და იქ მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.
„ბედნიერი ვარ. ყველა ტიტულის მოგება გვსურს. შესანიშნავი კლუბია, უნიკალური პროექტით. მართალია ისტორია დიდი არ აქვს, მაგრამ დღეს ყველა ფეხბურთელის ოცნება პსჟ-ში თამაშია. მე კი ძველებური ამბიციები მაქვს – მინდა ყველგან გავიმარჯვო,“ – ამბობს რამოსი.
35 წლის ესპანელი ფრანგულ კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. თუმცა ტრავმის მიზეზით საკმაო ხანი გაუცდა და დღემდე მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება (ჯამში 193 წუთი) მოასწრო.
ლიგა 1-ის 23-ე ტურში კი, 23 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ (4:0) სადებიუტო ფრანგული გოლიც გაიტანა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:04ხვიჩა მოიგებს
დავთარი08/04/2026 | 15:56წაუგებელი აღარავინაა
კატეგორიის გარეშე08/04/2026 | 15:40საუკეთესო
