ამ ზაფხულს ნაყიდმა ჯეიმს ტრაფორდმა ახალი სეზონის სამივე თამაში ჩაატარა და კვირას ბრაიტონში წაგების გამო თუკი ვინმე არ გააკრიტიკეს ის ყო, მაგრამ ამიერიდან „მანჩესტერ სიტის’’ კარში ჯანლუიჯი დონარუმა ჩადგება. ედერსონი „ფენერბაჰჩეში’’ გადავიდა, „სიტიმ’’ და პეპ გვარდიოლამ კი „პარი სენ ჟერმენისგან’’ 26 მილიონ გირვანქად იტალიელი იყიდეს. ამ ზაფხულს „ქალაქელთა’’ დანახარჯმა სატრანსფერო ბაზარზე სულ 180 მილიონი გირვანქა...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
როგორ ივაჭრეს ფრანგულმა კლუბებმა?
ინგლისის პრემიერლიგამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე 3.5 მილიარდი ევრო დახარჯა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მიერ დახარჯული თანხა მას რასაკვირველია ვერ შეედრება, მაგრამ გულხელდაკრეფილები არც ფრანგები მსხდარან. ქვეყანაში, სადაც პირველი ყურადსაღები ტრანსფერი პოლ პოგბას „მონაკოში’’, ხოლო ბოლო ბენჟამენ პავარის „მიარსელში’’ გადასვლა იყო ამ სეზონში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. ჟორჟ მიქაუტაძეც იყო, მაგრამ...
სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღე ლა ლიგაში
როგორი იყო სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღე ესპანეთის ლა ლიგაში? AS წერს, რომ ის გიჟური გამოვიდა. გამოცემის ინფორმაციით ჯამში ჩატარებულა 55 ტრანსაქცია. აქ იგულისხმება როგორც ტრანსფერები, ასევე მთლად ახალი ფეხბურთელების აყვანა და მათი რეგისტრაცია. შარშან, ამ დროს ესპანურ კლუბებს 13 ფეხბურთელი უყიდიათ, წლეულს კი — 22. 1 სექტემბერს დატრიალებული ფული ჯამში 98.5 მილიონ ევროს გაუტოლდა. ბოლო...
ზურიკოსთან სტასენიც დარჩა
ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენში’’ სიახლე ის არის, რომ ბელგიელი თავდამსხმელი ლუკა სტასენი დიდი მონდომების მიუხედავად ვერსად წავიდა. ლიგა 1-ში ახალაღზევებული „პარიზი’’ ზოგი წყაროს თანახმად „მწვანეებს’’ 26 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ მათ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. შედეგად, თავდასხმაში ზურიკოს მეწყვილეს ჯერჯერობით „სენტ ეტიენში’’ მოუწევს თამაშის გაგრძელება. „სტეფანუასთან’’ დაკავშირებული საიტები ხაზს უსვამენ კლუბის ხელმძღვანელთა სიმტკიცეს, იმ...
ჯიჯიმ სიტი მოაგვარა
ჯანლუიჯი დონარუმას ბედი როგორც იქნა გაირკვა: იტალიელი მეკარე „პარი სენ ჟერმენიდან’’ „მანჩესტერ სიტიში’’ გადადის. ესცნობა RMC Sport-სა და ტრანსფერების ექსპერტ ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით გავრცელდა. ამრიგად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ახალ ლიგაში, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით გამოცდის ძალებს. დონარუმას სამედიცინო შემოწმება დღეს ჰქონდა. პარიზელებსა და მანჩესტერელებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, პსჟ-მ იტალიელის შემცვლელად ლუკა...
ისაკის ყიდვას საშველი დაადგა
„ლივერპული’’ ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხის გადახდას დაყაბულდა: ინგლისის ჩემპიონმა „ნიუკასლისგან’’ 125 მილიონ გირვანქად (145 მილიონი ევრო) შვედი ალექსანდრ ისაკი იყიდა. BBC-ს ცნობით ისაკი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ექვსწილან კონტრაქტს მოაწერს ხელს. თავიდან მერსისაიდელები „კაჭკაჭებს’’ 110 მილიონ გირვანქას სთავაზობდნენ, მაგრამ მეტის გადახდა მოუხდათ. 25 წლის თავდამსხმელი მათი მთავარი სამიზნე იყო. ვაჭრობა დიდხანს გაგრძელდა და...
ჟორჟი კი ტრიბუნაზე იჯდა
„ლიონმა’’ „მარსელს’’ 1:0 მოუგო, ლიონელთა ყოფილი თავდამსხმელი და ვარსკვლავი, მეფე ჟორჟად წოდებული ჟორჟ მიქაუტაძე კი ამ შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ― ის უკვე „ვილიარეალის’’ ფეხბურთელია. „ლიონმა’’ კარგად ითამაშა, თან ცოტა გაუმართლა კიდეც. პირველი მნიშვნელოვანი ამბავი რაც ამ შეხვედრაში მოხდა, 29-ე წუთზე სტუმართა ლინგლისელი მცველის სიჯეი ეგან-რაილის გაძევება გახლდათ. მიზეზი: ბოლო იმედის ჯარიმა. 87-ე წუთზე კი...
პარიზული სპექტაკლი მთავარ როლში ნევეშით
ლიგა 1-ის მესამე ტურში, ტულუზში, „პარი სენ ჟერმენმა’’ სპექტაკლი დადგა — 6:3 მოიგო. სანახაობა უპირველეს ყოვლისა ჟოაო ნევეშმა მოაწყო. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა. პორტუგალიელმა პირველი ორი გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა, მესამე კი ასევე ძალიან ლამაზად, საჯარომო მოედნის გარედან. ნევეშის გარდა თავი გამოიჩინა ოსმან დემბელემ, რომელმაც ორი პენალტი შეაგდო. ერთი გოლიც ბრედლი ბარკოლასი გახლდათ. ამ შეხვედრაში ორჯერ...
მიქაუტაძე ლიონელმა გულშემატკივარმა თბილად გააცილა
„ლიონში’’ ჟორჟ მიქაუტაძეს ალექსანდრ ლაკაზეტის მემკვიდრეოდ ყოფნა არ აცადეს, კლუბმა ის „ვილიარეალში’’ გაყიდა. ბოლო დღეებში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ამბებს ფრანგული პრესა აქტიურად განიხილავდა, ესპანეთში ამ ტრანსფერს მშრალად მიუდგნენ ― ინფორმაციით შემოიფარგლენ, თუმცა ის ფაქტი, რომ ლიონელთა „მეფე ჟორჟი’’ „ყვითელი წყალქვეშა ნავის’’ ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელია, ბევრს მეტყველებს. AS წერს, რომ მიქაუტაძე დღეს, კვირას სამედიცინო...
ლუის ენრიკე: იქნებ უეფაში ღილაკი გაუფუჭდათ?
28 აგვისტოს „პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი და სპორტული დირექტორი ჩემპიონთა ლიგის წილისყრას დაესწრნენ, სადაც შეიტყვეს თუ რომელ გუნდებს შეხვდებიან ევროპის მთავარი საკლუბო შეჯიბრების ახალი გათამაშების პირველ ეტაპზე. სპორტული მონაცემებისა და ანალიზის ცნობილმა საერთაშორისო კომპანიამ Opta statistics-მა კი დაასკვნა, რომ პსჟ-ს სირთულის თვალსაზრისით მეორე კალენდარი ერგო. ამ თემას ლიგა 1-ის მესამე ტურში „ტულუზთან’’ შეხვედრის...









