Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
თამაშზე მეტად ჩხუბმა მიიპყრო ყურადღება
ჩანაწერი

თამაშზე მეტად ჩხუბმა მიიპყრო ყურადღება

„რეალის’’ მწვრთნელი ჩაბი ალონსო ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, არადა „ლოს ბლანკოსმა’’ თანაქალაქელ „ატლეტიკოს’’ 2:1 მოუგო. სხვა საქმეა, რომ ხალხის ყურადღება საკუთრივ შეხვედრის დეტალებზე მეტად ვინისიუსსა და დიეგო სიმეონეს შორის კონფლიქტმა მიიპყრო. როგორც ესპანური პრესა წერს არგენტინელმა ძალიან მოინდომა ბრაზილიელი წყობიდან რომ გამოეყვანა. მან ფეხბურთელს დაუძახა, რომ „რეალის’’ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მის...

ორივე მწვრთნელის აზრით გამარჯვებას ალბათ მარსელი იმსახურებდა
ჩანაწერი

ორივე მწვრთნელის აზრით გამარჯვებას ალბათ მარსელი იმსახურებდა

მიმდინარე სეზონში „პარი სენ ჟერმენმა’’ პენალტების სერიით ზედიზედ მესამე ტიტული მოიგო: ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და საფრანგეთის სუპერთასი. პირველი მსხვერპლი გახლდათ „ტოტენჰემი’’, მეორე – „ფლამენგო’’, ხოლო მესამე – „მარსელი’’. 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ეს ლუის ენრიკეს გუნდისთვის ზედიზედ მეხუთე მოგებული პენალტების სერია გახლდათ. თავიდან იყო გამარჯვება „ლანსთან’’, ხოლო 2025 წლის მარტში ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’. ამ...

კვარას შეტევა დაუწუნეს
ჩანაწერი

კვარას შეტევა დაუწუნეს

„პარი სენ ჟერმენმა’’ 2026 წელი ისევე დაიწყო, როგორც დაასრულა 2025: ტიტული მოიგო. რთულ დაპირისპირებაში ლუის ენრიკეს გუნდმა „მარსელს’’ პენალტებით 4:1 აჯობა. მანამდე შეხვედრა დრამატული სცენარით წარიმართა და 2:2 დასრულდა. საინტერესოა, რომ ეს იყო მესამე ჯილდო, რომელიც  პსჟ-მ ბოლო ნახევარ წელიწადში თერთმეტმეტრიანების სერიით მოიგო: ევროპის სუპერთასი („ტოტენჰემის’’ წინააღმდეგ), საკონტინენტთაშორისო თასი („ფლამენგოს’’ წინააღმდეგ) და საფრანგეთის სუპერთასი. თამაშს...

ბარსამ ბილბაოს გადაუარა და მადრიდს ელის
ჩანაწერი

ბარსამ ბილბაოს გადაუარა და მადრიდს ელის

„ბარსელონამ’’ ესპანეთის სუპერთასის ფინალისკენ გზა იოლად გაიკაფა, „ბილბაოს’’ 5:0 მოუგო. ეს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, „მეფე აბდულას სპორტულ ქალაქში’’ მოხდა. კატალონიელებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს, გოლი ფერან ტორესმა შეაგდო. მერე გოლი პირველის საგოლე პასის ავტორმა ფერმინ ლოპესმა 30-ზე შეაგდო. ოთხ წუთში ფერმინმა ისევ საგოლე პასი შეასრულა, შვედ რუნი ბარდგის გაატანინა, კიდევ ოთხ წუთში კი ბარდგიმ...

ხვიჩა სასტარტოში იქნება
ჩანაწერი

ხვიჩა სასტარტოში იქნება

ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ ამჯერად „პარი სენ ჟერმენს’’ ქუვეითში „ჯაბერ ალ-აჰმადზე’’ „მარსელის’’ ჯავრი აქვს საყრელი: ლიგა 1-ის მე-5 ტურში, „ველოდრომზე’’ რობერტო დე ძერბის გუნდმა ლუის ენრიკესას 1:0 მოუგო. შეუძლებელია ეს ამბავი პარიზელთათვის დამატებითი მოტივაცია არ იყოს. პსჟ-ს კაპიტანი მარკინიოსი: „შიში რა სახსენებელია. „მარსელის’’ არასდროს მეშინია. ჩვენ მოწინააღმდეგეს ყოველთვის პატივს ვცემთ, არ აქვს მნიშვნელობა ვის...

ფული კარგია, მაგრამ ხალხი?
ჩანაწერი

ფული კარგია, მაგრამ ხალხი?

ხვალ ქუვეითში საფრანგეთის სუპერთასის (Trophée des Champions) მატჩია, ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის გოლიათი „პარი სენ ჟერმენი’’ დაუძინებელ მოქიშპეს „მარსელს’’ ხვდება. ზოგადად, პარიზელთა და მარსელელთა დაპირისპირებას „ლე კლასიკს’’ ეძახიან. იგი ფრანგული საკლუბო ფეხბურთის აფიშიდან იმ არცთუ მრავალრიცხოვან მოვლენათაგანია, რომელიც ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო საზოგადოებასაც აინტერესებს. Trophée des Champions სუპერთანამედროვე „ჯაბერ ალ-აჰმადის’’ 60 ათასიან სტადიონზე გაიმართება....

ერთადერთი შეხებით, კაცო!
ჩანაწერი

ერთადერთი შეხებით, კაცო!

22 წლის ადილ ბულბინას ალჟირელი გულშემატკივრისთვის ბედნიერების მოსატანად ექვსი წუთი ეყო. ის მოედანზე 113-ე წუთზე შევიდა და ბურთს სულ ერთხელ შეეხო. ეს ერთადერთი შეხება გოლი გამოდგა, რომელმაც „უდაბნოს მეომრები’’ აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. ყატარული „ალ-დუჰაილის’’ გარემარბმა საჯარიმოს კიდიდან მარჯვენა ფეხით ძლიერად დაარტყა და კონგოს ნაკრების კარში გოლი შეაგდო. ამ დროს უკვე დამატებითი დროის ბოლოსწინა...

კაპელო: მსაჯებს მაფია აქვთ!
ჩანაწერი

კაპელო: მსაჯებს მაფია აქვთ!

ესპანურ „მარკასთან’’ ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გააკრიტიკა VAR და ის მსაჯები, ვინც ამ ვიდეოსისტემას მართავს. „მსაჯებს მაფია აქვთ. ისინი VAR-ის საქმეებში ყოფილ ფეხბურთელებს არ რევენ. მაგალითად, როდესაც ერთ მოთამაშეს სახეში მეორის ხელი ხვდება და ის ეცემა, თამაში ჩერდება. ინიშნება ჯარიმა. რატომ? თუკი მე სიმაღლეში 190 სანტიმეტრი ვარ, ის კი 175 სანტიმეტრია, ჩემი მკლავი...

აფრიკის თასი: მაროკოს საფრანგეთობა უნდა
ჩანაწერი

აფრიკის თასი: მაროკოს საფრანგეთობა უნდა

აფრიკის ერთა თასი მაროკოში მიმდინარეობს. ამ ქვეყნის ნაკრებმა მერვედფინალში ბრაჰიმ დიაის გოლით ტანზანიას 1:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ გულშემატკივრები თამაშის ხარისხით მაინც უკმაყოფილოები არიან. დიასს საგოლე პასი აშრაფ ჰაკიმიმ ჩააწოდა ანუ სახელები იცოცხლეთ, ისეთია ― „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავის გადაცემა და „რეალის’’ ვარსკვლავის გოლი, თუმცა მწვრთნელ ვალიდ რეგრაგის მაინც მოუხდა ახსნა-განმარტება და თავის გასამართლებლად...

რატომ გაუშვეს ამორიმი?
ჩანაწერი

რატომ გაუშვეს ამორიმი?

„მანჩესტერ იუნაიტედის’’ პორტუგალიელი მწვრთნელი რუბენ ამორიმი სამსახურიდან გაუშვეს. როგორც „სანი’’ წერს, მისი მოხსნის მთავარი მიზეზი კლუბის ხელმძღვანელებთან დაპირისპირება იყო. ამორიმმა მანჩესტერელთა დირექტორატი „ლიდეს იუნაიტედთან’’ 1:1-ის შემდეგ გააკრიტიკა. 40 წლის ამორიმმა პრესასთან დაიჩივლა, რომ ის კლუბში მენეჯერის თანამდებობაზე მივიდა და არა მხოლოდ მწვრთნელად. ამით ის მოთამაშეების შერჩევასა და ყიდვაში მეტ მონაწილეობას ითხოვდა. კერძოდ მან ფეხბურთის დირექტორი...